fbpx

2020 წლის ყველაზე დიდი ბიზნეს გარიგებები

2020 წლის ყველაზე დიდი ბიზნეს გარიგებები

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ბუნდოვანების მიუხედავად კომპანიებს შორის მრავალმილიარდიანი შეთანხმებები 2020-შიც არ შეფერხებულა.

გაფორმდა რამდენიმე დიდი შეთანხმება ტექნოლოგიური სტარტაპების სამყაროში – მაგალითად, Salesforce-მა $27,7 მილიარდად შეიძინა პროდუქტიულობის სტარტაპი – Slack. Grubhun-ის შეძენას Uber აპირებდა, თუმცა საბოლოოდ იგი ევროპულმა მიტანის სერვისის გიგანტმა Just Eat Takeaway-მ $7.3 მილიარდად შეისყიდა და ამით ჩინეთის გარეთ უდიდეს საჭმლის მიტანის სერვისად იქცა. ბოლოს კი ათწლეულის შეთანხმება – სექტემბერში SoftBank-მა Nvidia-სთვის $40 მილიარდად შეისყიდა ბრიტანეთში დაფუძნებული მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანია Arm Software და ჩიპების წარმოების ინდუსტრიაში უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა – იმის გათვალისწინებით, რომ Intel-მა Apple-ის ბიზნესი დაკარგა და რამოდენიმე სხვა წარუმატებლობაც განიცადა.

სტატიაში წარმოგიდგენთ 2020 წლის ყველაზე მასშტაბური გარიგებების ჩამონათვალს:

Visa იერთებს Plaid-ს

Plaid, რომელიც 2013 წელს დააარსდა იყენებს იდენტიფიცირების მეთოდს, რომლის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ფინანსური ანგარიშებით და აპებით უსაფრთხოდ სარგებლობა. Visa-ს მიერ სტარტაპის შეძენა წლის დასაწყისში დაანონსდა და $5.3 მილიარდიანი შეთანხმებით დასრულდა. ამან Plaid-ის მანამდე არსებული ღირებულება ($2,65 მლრდ) გააორმაგა.

Credit Karma Intuit-ს უერთდება

2007 წელს დაარსებული Credit Karma-ს ღირებულებამ, რომელიც მომხმარებლებს უფასოდ, მათ საკრედიტო ინფორმაციას სთავაზობდა, 2019 წლისთვის $3.5 მილიარდს მიაღწია. ამით იგი იქცა მსოფლიოში მეექვსე ყველაზე მაღალი ღირებულების fintech კომპანიად. ხოლო 2020 წლისთვის Intuit-ის ღირებულება შეადგენდა ორმაგს. Intuit-მა გადაიხადა $3.4 მილიარდი ნაღდი ფულით, ხოლო $4.7 მილიარდი აქციებსა და კაპიტალში.

Verizon ყიდულობს BlueJeans

Covid-19-ის პანდემიად გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, როდესაც ადამიანების უმრავლესობამ სახლიდან მუშაობდა, Verizon-მა ვიდეოკონფერენციების პლატფორმის, BlueJeans-ის შეძენა 500 მილიონ დოლარად დაანონსა. 

Facebook-ს Giphy ემატება

Giphy-მ თავდაპირველ წარმატებას სხვადასხვა ბრენდის მესიჯებად გიფების შექმნით მიაღწია. ვინაიდან Instagram-თან და Facebook-თან ინტეგრაციის შემდეგ, ეს მათი შემოსავლის თითქმის ნახევარს შეადგენდა, გასაკვირი აღარ იყო ის ფაქტი, რომ 15 მაისს Facebook-მა განაცხადა Giphy-ს $400 მილიონად შეძენის შესახებ. 

Amazon იერთებს Zoox-ს

თვითმართვად ავტომანქანებზე კიდევ არაერთხელ მოგიყვებით, ამ ტექნოლოგიაში პირველობისთვის ომში Tesla, Uber, BMW და სხვა ბევრი დიდი კომპანიაა ჩართული. ადვილი მისახვედრია, რომ ლოგისტიკის ნაწილში ეს ტექნოლოგია მილიონობით დოლარის დაზოგვის საშუალებას მიცემს ბრენდებს. ამიტომ, Amazon-მა ამ სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, Zoox, 1.2 მილიარდ დოლარად იყიდა – Zoox-ისთვის Tesla-ც იბრძოდა, მაგრამ, როგორც ჩანს ბეზოსმა მასკს, წელს მხოლოდ ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული დაუთმო.

Postmates უერთდება Uber-ს

ივნისში, პანდემიური მდგომარეობის ფონზე საჭმლის მიტანის სერვისების აქტიური მუშაობის გამო Uber აპირებდა Grubhub-ის შეძენას, თუმცა როგორც ზემოთ ვახსენეთ საბოლოოდ კომპანია Just Eat Takeaway-ს ხელში აღმოჩნდა. ზუსტად ორი თვის შემდეგ Uber-მა დააანონსა Postmates-ის შეძენა $2.65 მილიარდად.

Adobe იძენს Workfront-ს

Slack-თან ერთად პროდუქტიულობის სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი გაიყიდა – პროექტ მენეჯმენტის პლატფორმა Workfont, Adobe-მ 1.5 მილიარდად იყიდა.

Facebook-მა Kustomer იყიდა

მომხმარებელთან ურთიერთობის პლატფორმა, Kustomer, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ გასაყიდად იყო შექმნილი, საბოლოოდ გაიყიდა Facebook-ზე – მათთვის კი, ეს შენაძენი საერთოდ ახალ სფეროში შესვლას შეიძლება ნიშნავდეს. კომპანიებმა ხელი 1 მილიარდიან ნიშნულზე ჩამოართვეს.

სრული სია Visual Capitalist-ის ინფოგრაფიკაზე შეგიძლიათ ნახოთ:

რუბრიკის წარმდგენია

Share this post