fbpx

11 საუკეთესო სტარტაპწიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო

სტარტაპ-წიგნები-სტარტაპერებისთვის

11 საუკეთესო სტარტაპწიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო

თუ გსურს, მეტი იცოდე, მეტი უნდა წაიკითხო. თუმცა ყველა წიგნი თანაბრადმნიშვნელოვანი ცოდნის მომცემი არ არის. ამიტომ დრო ნაკლებად ღირებული წიგნების კითხვაში რომ არ დაკარგოთ გიზიარებთ წამყვანი ანტრეპრენერების მიერ დაწერილ და მაღალი რეკომენდაციის მქონე ტოპ 11 წიგნს, რომელიც სტარტაპის განვითარებაში დაგეხმარებათ.

1.Who

ჯეფ სმარტისა და რენდი სტრიტის დაწერილი ეს წიგნი New York Times- ის ბესტსელერია. მასში თანაავტორები მკითხველს, როგორც ბრიტანული გამოცემა The economist უწოდებს, ‘’დღეისთვის ბიზნესის უდიდეს პრობლემის’’ მარტივ და პრაქტიკულ გამოსავალს სთავაზობენ.

მთავარი შეცდომა, რომელზეც მცირე ბიზნესის მფლობელები ფოკუსირდებიან, არის ‘’რა’’. ისინი მიდრეკილნი არიან, რომ ‘’ვინ’’  დააიგნორონ. ამ წიგნში კი დეტალურადაა აღწერილი, თუ რატომ არის ‘’ვინ’’ ასე ძალიან მნიშვნელოვანი.

2.Creativity Inc.

ასევე New York Times-ის ბესტსელერი, ედ კეტმელისა და ემი უოლასის თანაავტორობით დაწერილი ეს წიგნი საფუძვლიანად ჩაგახედებს Pixar Animation Studio-ის სამყაროში. ის მოგცემს ღრმა ცოდნას იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო სტერეოტიპების მუდმივად დასამსხვრევად და საქმის კეთების ჯიუტად გადაგრძელებლად.

The Huffington Post-მა, Financial Times-მა, Success-მა, Inc.-მა და Library Journal-მა 2014 წელს Creativity Inc. ერთერთ საუკეთესო წიგნად აღიარეს.

3.Zero to One

პიტერ თიელისა და ბლეიკ მასტერსის მიერ დაწერილი წიგნი ეფუძნება სტარტაპების შესახებ კურსს, რომელსაც 2012 წელს თიელი Stanford-ში ასწავლიდა. Zero to One – ეს არის სტუდენტის (ბლეიკ მასტერსის) გაკეთებული დეტალური ჩანაწერები, რომლებიც ფართო აუდიტორიისთვისაა რედაქტირებული.

რეკომენდებული ისეთი ანტრეპრენერების მიერ, როგორებიც არიან მარკ ზაკერბერგი და ილონ მასკი, ეს წიგნი გაიძულებს, ისეთ კითხვებს უპასუხო, რომლებიც შენი სტარტაპის განვითარებაში დაგეხმარება.

4.The Lean Startup

ერიკ რისის ეს წიგნი თავად ავტორის ‘’სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ჯდომითა’’ და ‘’მომავლის გამოგონების’’ თავგადასავლით იწყება. მისი მთავარი საქმელი კი არის ის, რომ სტარტაპებს თავიანთი პროდუქტის განვითარების ორგანიზება იმაზე ბევრად უკეთ შეუძლიათ, ვიდრე ამჟამად ახერხებენ. ამის გასაკეთებლად კი ისინი კომპანიას, როგორც ექსპერიმენტს უნდა მოეპყრონ.

ეს წიგნი რეკომენდებულია WiseStamp–ის თანადამფუძნებლის ჯოშ ავნერისა და სხვა მრავალი სტარტაპანტრეპრენერის მიერ.

5.The Checklist Manifesto

მართალია ატულ გავანდეს ეს წიგნი ქირურგის პერსპექტივიდანაა გადმოცემული, მაგრამ ის ნებისმიერი დარგის პროფესიონალებს ერგება. ავტორი ამტკიცებს, რომ თანამედროვე სამყაროში წარუმატებლობა ყველაზე მეტად იმ ‘’უუნარობის’’ შედეგია, რომელიც უვიცობის ან არასაკმარისი ცოდნის გამო ჩნდება. მისი აზრით, დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში ე.წ. ‘’ჩექლისთები’’ ექსპერტებსაც კი სჭირდებათ და მათ შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლიათ.

Business Insider- ის თანახმად, ჯეკ დორსის (Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი) კომპანია Square-ის ყოველი ახალი თანამშრომლის მისასალმებელ ნაკრებში The Checklist Manifesto-ც შედის.

6.Built To Sell

ამ წიგნში ავტორი ჯონ უორილოუ მცირე ბიზნესის მფლობელებს კომპანიის ყველა ეტაპისთვის საჭირო ტოპ რჩევებს უზიარებს.

წიგნში თითო თავი ეთმობა:  უნიკალური პროდუქტის შექმნას, პროცესების მოწყობას, გუნდების შექმნასა და ბიზნესის ავტომატიზებას. ამასთან, Built To Sell-ში წაიკითხავ ყველაზე დიდი შეცდომების შესახებ, რომელთაც ბიზნესის მფლობელები გაყიდვისას უშვებენ; გაყიდვადი კომპანიის შესაქმნელად საჭირო საფეხურებზე; ღირებულების გაზრდასა და ე.წ. ეჯაილ ბიზნესის შექმნაზე.

7.The Hard Thing About Hard Things

ბენ ჰოროვიცის ეს წიგნი ავტორის წარმატებისკენ მიმავალ გზას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ის რაიმე განსაკუთრებულ საიდუმლო ფორმულას არ გვიზიარებს, თავისი ბრძოლისა და ძალისხმევის დეტალებზე წერს. ამ წიგნში ორი მთავარი გაკვეთილის პოვნას შეძლებ: იმის გააზრებაზე, რომ ფაქტისა და აღქმის განცალკევება საჭიროა და იმის გაგებაზე, რომ ‘’ცოდნისკენ მიმავალი მოკლე გზები არ არსებობს’’.

ჰოროვიცი მკითხველს მნიშვნელოვან ცოდნას უზიარებს იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო წარმატებული სტარტაპის ასაშენებლად.

8.Hooked

ნირ აიალის ეს წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება სტარტაპის იმ დამფუძნებლებისთვის, რომელთაც ისეთი პროდუქტის შექმნა სურთ, რომელიც მომხმარებელს აქტიურად მოიზიდავს.

წიგნში წამოწეულ ბევრ საინტერესო დისკუსიას შორის ერთერთი გამორჩეული იმის შესახებაა, თუ როგორ თამაშობენ ემოციები მნიშვნელოვან როლს ადამიანთა ქცევაში. ხოლო თუ მას პროდუქტთან მიმართებაში სწორად გამოიყენებ, ახალი ჩვევის წარმოქმნას შეძლებ და ამასთან ერთად, სტარტაპიც პოტენციურად წარმატებას მიაღწევს.

9.The Four Steps to the Epiphany

სტივ ბლანკის ამ წიგნში მოცემულია პრაქტიკული ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშაო მომხმარებლებთან, გაყიდვებზე, მარკეტინგზე და კომპანიის შენებაზე ბიზნესის სხვადასხვა ეტაპის მიმდინარეობისას. ავტორი აქ ერთ ყველაზე ფუნდამენტურ კითხვას აზიარებს, რომელიც სტარტაპის დამფუძნებელმა საკუთარ თავს შეიძლება დაუსვას  – ‘’სად არიან მომხმარებლები?’’.

The Four Steps to the Epiphany-ში წაიკითხავ კონკრეტულ მაგალითებისა და უნარ-ჩვევების შესახებ, რომლებიც წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად საჭირო გაყიდვებისა და მარკეტინგის შესახებ საფუძვლიან ცოდნას მოგცემს.

10.The E-Myth Revisited

მაიკლ ე. გერბერის ეს წიგნი სტარტაპებს პროგნოზირებადობისა და პროდუქტიულობის განვითარებაში ეხმარება. ის ბევრ ისეთ მითს ფანტავს, რომლებიც ანტრეპრენერებს ბიზნესის შენების შესახებ აქვთ და აწვდის მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მათ სტარტაპის განვითარების ყველა ეტაპზე შეუწყობს ხელს.

როგორც სტარტაპის დამფუძნებელს, The E-Myth Revisited დაგეხმარება გაიაზრო, რომ  ბიზნესის შენება დაუსრულებელი ძიების პროცესია, რომ ისწავლო მეტი და გახდე უკეთესი.

11.The $100 StartUp

კრის გილიბოს მიერ დაწერილი ეს წიგნი დატვირთულია იმ ანტრეპრენერების ინსპირაციული ისტორიებით, რომლებმაც იპოვეს გზები საკუთარი საკუთარი ცხოვრების მისწრაფები შემოსავლად გადაექციათ.

მართალია, წიგნი უფრო მცირე ბიზნესებზეა ორიენტირებული, თუმცა ის მსხვილ ბიზნესებსაც აძლევს მოტივაციას, იფიქრონ შემოქმედებითად და უბიძგებს, რომ თავიანთი შესაძლებლობების საზღვრებს გასცდნენ.

დაბოლოს, სტარტაპებზე წიგნების კითხვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის დაივიწყო ის, რაც გგონია, რომ იცი; ღია იყო ახალი ცოდნის მისაღებად და საკუთარი ბიზნესპრაქტიკა წიგნის კონტექსტთან დააკავშირო.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post