fbpx

5 სტარტაპი რომელიც 2021 წელს მილიარდზე მეტი ეღირება

ღირებულება

5 სტარტაპი რომელიც 2021 წელს მილიარდზე მეტი ეღირება

სტარტაპების წარმატების ფასით შეფასება, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს – უკვე გულუბრყვილობაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს უამრავი სტარტაპი ყალბი ღირებულების მქონე პროდუქტის შექმნის ისტორიით (მაგ. Theranos) და WeWork.

მაგრამ ბაზარზე მილიარდდოლარიან სტარტაპებს თუ გადავხედავთ, გასაგებია, რომ მათმა უმრავლესობამ ამ ღირებულებას Product/Market Fit-ის პოვნით მიაღწია. თითოეულ მათგანს ჰქონდა ზრდის უნიკალური გზა დაწყებული საკუთარი ან ფონდების ინვესტიციით, crowdfunding-ით დამთავრებული.

ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ვარაუდი, რომელი 5 სტარტაპი გახდება Unicorn 2021-ში. განსაკუთრებით კი იმ არეულობის ფონზე, რომელიც 2020-ში ხდებოდა. ამ ჩამონათვალში წარმოგიდგენთ 5 სტარტაპს, რომლებიც სავარაუდოდ წელს ამ სტატუსს მიიღებენ.

1. Acorns

ქართული ვარიანტი: არ არის

ეს Fintech კომპანია დაარსდა 2012 წელს მარტივი იდეით – მოეხდინათ საკრედიტო ბარათით გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის ინვესტიცია აპლიკაციის საშუალებით. ინვესტიციები გროვდება ხუთი პორტფოლიოდან ერთ-ერთზე, ხუთივეს რისკის სხვადასხვა დონე აქვს. სტარტაპი ფოკურსირდება ახალგაზრდებზე და მათ მარტივი UI / UX-ითა და უაღრესად გამარტივებული ინვესტიციის მექანიკით.

ახლა Acorns-ის ღირებულება 806 მილიონ დოლარს შეადგენს

2. Capsule

ქართული ვარიანტები: Redmed, Ekimo

როცა დამფუძნებელი თავისი პროდუქტით თავისივე ტკივილის კურნავს, ეს მისი სტარტაპისთვის დიდი უპირატესობაა.

Capsule ხუთი წლის წინ დაარსდა, რომ შეექმნა ექიმების, ფარმაცეფტებისა და მომხმარებლების ინტერაქციისთვის საჭირო სივრცე.

აპლიკაცია პანდეიმის პირობებში მოსახერხებლიდან იქცა აუცილებლად

„(Capsule) მოსახერხებლიდან იქცა აუცილებლობად,“

Capsule-ს 2020-ში $270 მლნ. წლიური შემოსავალი აქვს; ამ შემოსავლების ფონზე სავარაუდოა, რომ 2021-ში კომპანია მილიარდად შეფასდება.

3. Carousell

ქართული ვარიანტი: mymarket, extra.ge, vendoo.ge

Carousell ყველაზე არაცნობადი სტარტაპია ამ ხუთეულიდან. ის სინგაპურში ჩამოყალიბდა და აზია, ავსტრალია, ახალი ზელანდიის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ მაღაზიაა

2020 წლის სექტემბრის შემდეგ კი იგი შეფასებულია $900 მლნ-ად.

როგორც ამაზონის შემთხვევამ აჩვენა, e-commerce-ის როლი გაყიდვების ინდუსტრიაში იზრდება. ეს ნიშნავს, რომ Carousell მოწინავე პოზიციაზეა $300 მლნ-იანი ინტერნეტ შემოსავლის მიღებისთვის. 2021-ის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს გაყიდვების კიდევ უფრო გამარტივება და მათი პროდუქციის ხაზებში სხვადასხვა სერვისების დამატება, როგორიცაა სანტექნიკა, სახლის წმენდა და სხვა.

4. Algolia

ქართული ვარიანტი: fintech.ge/api (ძალიან თუ ვეცდებით) 

Algolia სერვისები API ბაზრობაა. API ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ, პირდაპირ – აპი – აპლიკაციის პროგრამის ინტერფეისი არის. აპიები კომპანიებს ეხმარება მზა ინსტრუმენტები იყიდონ პროვაიდერისგან და როგორც გადაწყვეტა, თავის საიტზე ჩასვან.

სტარტაპი ეხმარება ვებ-გვერდისა და აპლიკაციების ძებნის ფუნქციის გაუმჯობესებაში ისეთ კომპანიებს, როგორიც მაგალითად Medium-ია. თუმცა ძებნის API-ს გარდა, Algolia-ს ბევრი სხვა საინტერესო ინსტრუმენტი აქვს.

თუ კომპანია ასეთივე ზრდას გააგრძელებს, 2021-ში  ნამდვილად გახდება Unicorn.

5. Andela

საქართველოში: ახლად შემოსული EPAM

Andela-ს მიზანია აფრიკის ქვეყნებში დეველოპერების აღმოჩენა და მათი გადამზადება, აშშ-ს ტექნოლოგიურ სექტორებში სამუშაოდ. იგი ფოკუსირებულია ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ნიგერია, განა და კენია.

ანდელას მიერ შერჩეული ადამიანები დასაქმებულნი არიან მსოფლიოს მასშტაბით 200 სხვადასხვა კომპანიაში. წინა წელს კომპანიის ღირებულება 700 მილიონი დოლარი იყო და დიდი ალბათობით, ამ წელს ის მილიარდზე მეტი ეღირება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post