fbpx

5 რჩევა, რომელიც სტარტაპის მარტო წამოწყებისას უნდა გაითვალისწინო

5 რჩევა, რომელიც სტარტაპის მარტო წამოწყებისას უნდა გაითვალისწინო

სტარტაპის წამოწყება და წარმატებით მართვა რთულია. ხშირად, ერთდროულად იმდენი რამის გაკეთება გიწევს, რომ საბოლოოდ არაფერი გამოგდის. მსგავსი რამ ყველაზე მეტად სოლოპრენერებს (solopreneur) ემართებათ, რადგან სტარტაპზე მარტო მუშაობისას, ყველა დეტალისთვის ყურადღების მიქცევა თითქმის შეუძლებელია.

წარმოგიდგენთ 5 რჩევას, რომლებიც სოლოპრენერებს სტარტაპის სწორად მართვაში დაგეხმარებათ:

1.დასაწყისში, იყავი საუკეთესო მხოლოდ ერთ რამეში

პატარა ბიზნესები ყველაზე დიდ დაბრკოლებას მაშინ აწყდებიან, როდესაც ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ცდილობენ. აუცილებელია საკუთარ თავს ჰკითხო – რა არის შენი სტარტაპის მთავარი მიზანი?

ალბათ, როდესაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყე, ფიქრობდი, რომ ბაზარზე სიცარიელეს იპოვიდი და შესაბამის ნიშას დაიკავებდი. ნებისმიერი სტარტაპის ძირითადი მიზანი უნდა იყოს ერთ კონკრეტულ რამეში იყოს საუკეთესო. ბევრის ნაცვლად, ერთ რამეზე ფოკუსირება ამაში ყველაზე მეტად დაგეხმარება. როდესაც გაარკვევ, თუ როგორ უნდა იყო საუკეთესო, უკეთეს ბიზნეს გადაწყვეტილებებსაც მიიღებ.

ენერგიის ერთ რამეზე კონცენტრირება საუკეთესო საშუალებაა სტარტაპის გაზრდის პროცესში. როგორც კი პრიორიტეტებს დაალაგებ, დაბრკოლებების გადალახვა გაგიადვილდება.

2 (1ბ). იყავი საუკეთესო ერთ რამეში, მაგრამ არ დაკარგო მოქნილობა

მოქნილობა საშუალებას მოგცემს, რომ უკეთ მოუსმინო შენს მომხმარებლებს. შეიძლება შენი პროდუქტი ბაზარს იდეალურად ერგებოდეს, მაგრამ ახალი სტარტაპისთვის ეს წარმატების გარანტია არ არის.

მომხმარებლების რეაქციაზე დაკვირვება საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გაიგო რამდენად აკმაყოფილებს შენი სტარტაპი მათ სურვილებს. ბაზრის ახლდანდელი მოთხოვნილებების მოსმენა, სტარტაპის იდეის სწორად განხორციელებაში დაგეხმარება, რადგან, რაზეც გუშინ იყო მოთხოვნა, შეიძლება დღეს აღარავის სჭირდებოდეს.

მოუსმინე ექსპერტებს, მომხმარებლებს და ამ ინფორმაციის მიხედვით განავითარე შენი პროდუქტი.  რაც უფრო ადვილად მოერგები ცვლილებებს, უფრო მარტივად შეძლებ მომავალი ნაბიჯებისთვის მომზადებას. სწორედ ასეთი ტიპის მოქნილობა დაეხმარება შენს სტარტაპს წარმატების მიღწევაში.

3.სოლოპრენერობა არ ნიშნავს მარტოხელა მგლობას

სტარტაპის განვითარებისთვის მხოლოდ ერთი ადამიანი საკმარისი არ არის. ყველა საკითხის მარტო გადაჭრა გაგიჭირდება, შეიძლება სფეროს საკმარისი ცოდნა არ გქონდეს, ან დრო უბრალოდ ფუჭად დაკარგო.

სოლოპრენერი იქნება, თუ პატარა სტარტაპი რამდენიმე თანამშრომლით დაიწყებ, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ერთ ადამიანს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია.

ამიტომაც, სტარტაპის სამოქმედო გეგმის შედგენისას, შეგიძლია გამოყო ამოცანების 4 ძირითადი კატეგორია, რომელიც საკუთარი რესურსების სწორად გადანაწილებაში დაგეხმარება:

1.ამოცანა, რომლის პირადად შესრულებას დიდი მნიშვნელობა ექნება;

2.ამოცანა, რომლის შესრულება შენ შეგიძლია, მაგრამ ასევე შეიძლება სხვამაც შეასრულოს;

3.ამოცანა, რომლის შესრულება აუცილებელია, მაგრამ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დროს გართმევს;

4.ამოცანა, რომლის შესრულება შენ არ შეგიძლია და აუცილებელია სხვისი დაქირავება.

სიის შექმნით და პრიორიტეტების გადანაწილებით, უფრო მარტივად გადაწყვეტ რომელ ამოცანას უნდა დაახარჯო დრო და ენერგია და რის შესასრულებლად დაგჭირდება ფრილანსერები, თანამშრომლები და კომპანიები. ეს უკანასკნელი ასევე კარგი საშუალებაა სხვა სტარტაპებთან პარტნიორობის დაწყებაში.

არ დაგავიწყდეს, სტარტაპის განვითარებასთან ერთად, ამ სიას მუდმივი განახლება დასჭირდება.

4.თუ ბევრი საქმე გაყრია თავზე, დაიწყე ყველაზე მარტივი ამოცანის შესრულებით

ახალი ბიზნესების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, ყველაფრის ერთდროულად გაკეთების სურვილია. სტარტაპის წარმატებისთვის კი აუცილებელია, რომ პრიორიტეტები სწორად დავალაგოთ და შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვისას, გავითვალისწინოთ:

– რომელი ამოცანის შესრულებას ექნება ყველაზე დიდი გავლენა სტარტაპის განვითარებაზე;

– რომელი ამოცანები უნდა შესრულდეს, რადგან ისინი გავლენას იქონიებენ სამომავლო ამოცანებზე;

– რომელი ამოცანები არის ყველაზე სწრაფად და მარტივად მოგვარებადი.

ხშირად, რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებასაც კი უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია შენს განწყობაზე. ამიტომაც, პრიორიტეტების დალაგებისას, გაითვალისწინე, რომ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება შეუძლებელია და ზოგჯერ, მარტივი საქმეების მოგვარებას დიდი ბიძგი აქვს დამფუძნებლის ფსიქოლოგიისთვის.

5.იპოვე ბალანსი

სტარტაპის გამართვას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ, აუცილებელია, რომ ვიპოვოთ ოქროს შუალედი ახალ წამოწყებას და პირად ცხოვრებას შორის. გამონახე დრო ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და საკუთარი თავისთვის. მართალია, სტარტაპს მუდმივი ყურადღება სჭირდება, მაგრამ არა შენი კეთილდღეობის ხარჯზე. შეეცადე ისე დააბალანსო წამოწყება და პირადი ცხოვრება, რომ შენს პიროვნებას მოერგოს. ჩამოაყალიბე კარგი სამუშაო გუნდი, სწორად გადაანაწილე რესურსები, ამოცანები და გამონახე დრო საკუთარი თავისთვის.

ამ პატარა რჩევების დამსახურებით, შესაძლებელია  სამუშაო პროცესის გამარტივება. მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ ყველაფრის მარტო კეთება არაა აუცილებელი. და თუ გრძნობ, რომ დაბრკოლებებს მაინც აწყდები, ყოველთვის შეგიძლია, რომ ამ რჩევებს მოუბრუნდე:

– შეეცადე, რომ იყო საუკეთესო მხოლოდ ერთ რამეში. ყველაფრის ერთდროულად გაკეთება შეუძლებელია;

– იყავი რაც შეიძლება მოქნილი, დააკვირდი ბაზარს და მოუსმინე შენს მომხმარებელს;

– რადგან მარტო წამოიწყე სტარტაპი, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მარტომ უნდა აკეთო. დაიქირავე ხალხი და სწორად გადაანაწილე სამუშაო რესურსები;

– თუ გრძნობ, რომ ყველაფერი თავზე გაყრია, შეარჩიე მარტივად შესრულებადი ამოცანა და შეასრულე. წარმატების შეგრძნება მოტივაციას დაგიბრუნებს;

– და ბოლოს, არ დაგავიწყდეს, რომ დააბალანსო სამსახური და პირადი ცხოვრება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post