fbpx

ყველაფერი, რაც 500 Georgia-ს შესახებ უნდა იცოდე

500-startups

ყველაფერი, რაც 500 Georgia-ს შესახებ უნდა იცოდე

წინა სტატიებში უკვე გიამბეთ, თუ რა ეტაპების გავლა უწევთ 500 Georgia-ს პროგრამის მონაწილეებს. ამ სტატიაში კი გაგიზიარებთ ყველაფერს, რაც დამატებით უნდა იცოდეთ – ვის შეუძლია რეგისტრაცია, რა მოცულობის ინვესტიციას უნდა ელოდოთ და ა.შ.
პირველ რიგში, გეტყვით, რომ თუ თქვენ მხოლოდ საინტერესო სტარტაპის იდეა გაქვთ, ჯერ არ შეგიქმნიათ პროდუქტი და მომხმარებლისგანაც არ მიგიღიათ მცირედი შემოსავალი, მაშინ ეს პროგრამა თქვენთვის არ არის. იდეის ვალიდაციისთვის და პროტოტიპირებისთვის უკვე არსებობს ჯიტას გრანტები. სწორედ ამიტომ, სტარტაპის mvp-ის შესაქმნელად, გირჩევთ, მონაწილეობა მიიღოთ ჯიტას 15,000 ლარამდე, პროტოტიპირების საგრანტო კონკურსში ან დაელოდოთ 150 000 ლარის საგრანტო პროგრამის გამოცხადებას. თუმცა, ამ უკანასკნელზეც სასურველია, mvp უკვე გაკეთებული გქონდეთ.
დავუბრუნდეთ 500 Georgia-ს.

რეგისტრაცია

როგორც იცით, წელიწადში 2-ჯერ გაიმართება 500 Georgia (თუმცა კი, წელს მხოლოდ ერთხელ მოესწრება). ორივე რაუნდს ექნება დამოუკიდებელი რეგისტრაციის პროცესი. თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ დარეგისტრირება, აი, ბმული და წარმატებები!

მას შემდეგ, რაც შეავსებთ განაცხადს, 500 Global-ის გუნდი მას შეაფასებს და საუკეთესო კანდიდატებთან დაკავშირება ტელეფონით მოხდება, დამატებითი სქრინინგის გასავლელად. ამის შემდეგ კი, საბოლოო ინტერვიუზე shortlisted კანდიდატებს მოიწვევენ.

შეფასების კრიტერიუმები

500 Georgia განკუთვნილია ისეთი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, რომლებსაც აქვთ გლობალურ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა. აქვთ სწრაფი მასშტაბირების საშუალება, კონკურენტული უპირატესობა (ინტელექტუალური საკუთრება, რეგიონალური უპირატესობა, სპეციფიკური სფეროს ექსპერტიზა ა.შ.). ამასთანავე, აქვთ ჩამოყალიბებული მონეტიზაციის სტრუქტურა და ჰყავთ ძლიერი გუნდი.

ინვესტიცია

აქსელერაციის და ნეთვორქინგის გარდა, აქსელერაციის პროგრამა მოიცავს ინვესტიციის კომპონენტსაც. შერჩეული სტარტაპები პროგრამის დაწყებისთანავე მიიღებენ გარკვეულ seed ინვესტიციას, რომელიც ბიძგს მისცემს სხვა ორგანიზაციებსა და ანგელოზ ინვესტორებს, თვალი ადევნონ 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებს. კონკრეტული თანხის მოცულობა ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი და გასაჯაროებული.

500 Georgia-ს თაიმლაინი

500 Georgia-ს მესამე ნაკადი ოფიციალურად დაიწყება 31 ოქტომბერს და ბუთქემფი გაგრძელდება 11 ნოემბრამდე. 14 ნოემბრიდან 13 იანვრამდე იქნება growth-ის ეტაპი. შემდეგ კი, იანვარში დაფინანსების მოძიების ეტაპი დაიწყება. 28 იანვარს გაიმართება დემო დღე. დეტალური ინფორმაცია მესამე და მეოთხე ნაკადის აქსელერაციის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ ამ ბმულზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 500 Georgia-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არამხოლოდ ქართული სტარტაპებს, ასევე – საერთაშორისო სტარტაპებს. იმისათვის, რომ უცხოურმა სტარტაპმა შეძლოს 500 Georgia-ში მონაწილეობა, ამისათვის სავალდებულოა, პროგრამის დაწყებისას მათ იურიდიული კომპანია საქართველოში დააფუძნონ. გარკვეულწილად, ეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანის მნიშვნელოვანი მცდელობაა.

შეგახსენებთ, რომ 500 Georgia საქართველოს ბანკისა და ჯიტა-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post