fbpx

რა არის განსაკუთრებული 500 Global-ის აქსელერაციაში

500-accel

რა არის განსაკუთრებული 500 Global-ის აქსელერაციაში

500 Global-ის აქსელერაციის ნებისმიერ პროგრამაში მონაწილეობით, თქვენ მიიღებთ ექსკლუზიურ მენტორშიპს მთელი პროგრამის განმავლობაში. პროგრამა მაქსიმალურად ერგება თითოეულ სტარტაპს და უნიკალურად მათთვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდებაზეა ორიენტირებული.

 

აქსელერაციის მიმდინარეობისას, Რამდენიმე მენტორი ნაწილდება თავიანთი ექსპერტიზის მიხედვით. Მათი უმრავლესობა ანტრეპრენერიცაა, უმუშავიათ სტარტაპზე და ზუსტად ესმით ის გზა, რაც სტარტაპერებს აქვთ გასავლელი. გარდა ამისა, მათ აქვთ ექსპერტიზა, კონკრეტული მიმართულებით – მარკეტინგი, ფინანსები, ინვესტიციები, ტექნოლოგიები. მათი გამოცდილება დაგეხმარებათ პროდუქტის განვითარებაში, სამიზნე აუდიტორიის მოძიებაში, მომხმარებლებთან კომუნიკაციაში, გუნდის განვითარებასა და ა.შ.

500 Global-ის ისტორია – mvp.ge

500-global-history

500 Global (ძველად 500 Startups) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პრე-აქსელერატორია, რომელიც საქართველოს ბანკისა და Gita-ს დახმარებით, საქართველოშიც შემოვიდა, 2021 წელს.

ერთი ჩვეულებრივი კვირა 500 Global-ში

აქ არის მაგალითები იმისა, თუ რა ხდება ყოველ კვირას 500 Global-ის აქსელერაციის დროს:

• ყოველკვირეული მრგვალი მაგიდის შეხვედრები, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ინფორმაციის უზიარებენ გამარჯვებებისა და მარცხის შესახებ;

• მენტორებთან დაჯავშნილი შეხვედრები, კვირაში რამდენჯერმე, მათგან დახმარებისა და რეკომენდაციების მიღება;

• არაფორმალური შეხვედრები;

• სამოტივაციო შეხვედრები უკვე შემდგარი და წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებთან და აღმასრულებელ დირექტორებთან;

რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული სია. პროგრამა ყოველ ჯერზე მცირედით იცვლება, ყოველი batch განსხვავებული და უნიკალურია. ბოლო წლებში, Covid-19-ის გამო პროცესების ნაწილი გაციფრულდა. 2021 წლის ოქტომბერში 500 Global-ს ჰქონდა პირველი სრულად ვირტუალური პრე-აქსელერატორი.

რომ შევაჯამოთ, კოლაბორაცია, ინოვაცია, კრეატიულობა, რისკების აღება, გართობა და ავთენტურობა – ეს ყველაფერი წახალისებულია 500 სტარტაპის კულტურაში. აქსელერაციაში მოხვედრილ სტარტაპებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, მაგრამ ეს იქნება ძალიან ამაღელვებელი, სახალისო და რაც მთავარია, არაფერის იმის მსგავსი, რაც აქამდე გაუკეთებიათ.

პროგრამის დასრულების შემდეგაც, ყველა დამფუძნებელი რჩება 500 Global-ის ქსელში და მუდმივად ინარჩუნებს წვდომას გარკვეულ პერკებზე (სარგებელზე). ეს სარგებელი შეიძლება იყოს დამატებითი მენტორობა, წვდომა ექსკლუზიურ ინფორმაციაზე, საგანმანათლებლო მასალებზე, ღონისძიებებზე და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ 500 გლობალი საქართველოს ბანკისა და Gita-ს დახმარებით, საქართველოშია. პრე-აქსელერატორს 500 Georgia ჰქვია და რეგისტრაცია სტარტაპების მესამე ნაკადის მისაღებად დაწყებულია. თუ ხარ დამწყები სტარტაპი, გაქვს უკვე შექმნილი პროდუქტი და გყავს ფასიანი მომხმარებლებიც, მაშინ აუცილებლად დარეგისტრირდი ამ პროგრამაზე. Რეგისტრაცია გაგრძელდება 5 სექტემბრამდე.

წარმატებები!

რუბრიკის წარმდგენია

Share this post