fbpx

როგორ გამოიწვევს 5G უფრო პერსონალიზებულ ზრუნვას პაციენტებზე

5G

როგორ გამოიწვევს 5G უფრო პერსონალიზებულ ზრუნვას პაციენტებზე

მაღალი სანდოობა და ჯანდაცვის უზრუნველყოფა უკეთესი მოწყობილობებით  გაზრდის ხარისხს და პაციენტების მკურნალობა შესაძლებელი იქნება დროულად იქ,  სადაც  დახმარება დასჭირდებათ – ამბობს ჯონათან კარლი.

 

ბოლო დროს საავადმყოფოები და ჯანდაცვის სისტემები უფრო ხშირად იყენებენ მობილურ მოწყობილობებს პაციენტთა საკეთილდღეოდ. განსაკუთრებით ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: Geisinger, Jefferson Health, კალიფორნიის და სან დიეგოს უნივერსიტეტები, რადგან ციფრული მოწყობილობები ეხმარებათ მედიკოსებს მკურნალობის პროცედურების გაუმჯობესებაში. კერძოდ, ისინი ტაბლეტებს და სხვა ჭკვიან ინსტრუმენტებს იყენებენ უფრო პერსონალიზებული მკურნალობის ჩატარების მიზნით.

კალიფორნიის უნივერსიტეტის, ბერკლისა და Qualcomm-ის მიერ გასულ შემოდგომაზე გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 5G იქნება პერსონალიზებული ჯანდაცვის ახალი ეპოქის „მნიშვნელოვანი გამაძლიერებელი“ იმით, რომ ჯანდაცვას მაქსიმალურად ექნება პაციენტების მონაცემებზე წვდომა და მათი დამუშავების შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პროგნოზირებადი ანალიტიკის განვითარებას, რისი საბოლოო მიზანიც პაციენტებისთვის ინდივიდუალური პროცედურების დიაგნოსტიერებაა.

შესაბამისად, ძნელი დასაჯერებელია, რომ 5G ფიჭურ ქსელებს გავლენა არ ჰქონდეს სამედიცინო სფეროზე.

მაშასადამე, რას უნდა ელოდოს ჯანდაცვა მთლიანობაში უახლოეს წლებში? მოდით, ერთად გავეცნოთ:

5G ქსელს შეუძლია ხელი შეუწყოს “ზოგადი დანიშნულების ტექნოლოგიას”

ერთ-ერთი ბიზნეს სკოლის პროფესორი ბერკლი აღნიშნავს, რომ საკონსულტაციო ფირმის IHS Markit-ის თანახმად, 2020-დან 2035 წლამდე “5G-ზე ჩართული ტექნოლოგია” გამოიმუშავებს 12.3 ტრილიონ დოლარს რამდენიმე ეკონომიკურ სექტორში. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლიდან, დაახლოებით 1.1 ტრილიონი დოლარი მოიცავს გაყიდვების გააქტიურებასაც ჯანდაცვის სფეროში.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 5G-ს არ ახასიათებს ლატენტურობა, აქვს მაღალი სანდოობის ინდექსი და შეუძლია სხვადასხვა მოწყობილობის მხარდაჭერა. მაგალითად, გააჩნია თარგმნის ფუნქცია, რაც ძალიან გამოადგება მედპერსონალს, განსაკუთრებით კრიტიკული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევებისას.

მკურნალობის პერსონალიზაცია ნიშნავს “მეტ პრევენციას” და “მეტ სიზუსტეს” პაციენტების ცხოვრების ხარისხის და ზოგადად ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ასევე, ჯანდაცვის სისტემის ხარჯების შემცირებას.

ჯანდაცვა IT მიმართულებით რადიკალურ ცვლილებებს ვარაუდობს

ბარსელონაში გამართულ Mobile World Congress კონფერენციაზე Intel-მა გამოაცხადა, რომ მუშაობს Dell-თან, HP-თან, Lenovo-თან და Microsoft-თან იმ მიზნით, რომ 5G ინტერნეტი ჩააყენოს პერსონალურ კომპიუტერებში.

იმავდროულად, ბრაიან მერფი Chilmark Research-ის უფროსი ანალიტიკოსი ბოსტონში წერს, რომ 5G-ის ყველაზე დიდი პოტენციალი ტელეჯანმრთელობაშია. ის პროგნოზირებს, რომ 2028 წლისთვის ვიდეო კონსულტაციები გააქტიურდება, ხალხიც უფრო სერიოზულად აღიქვამს და უფრო სანდოც გახდება.

„საშუალოდ ამერიკელი მომხმარებელი თვეში დაახლოებით 10 გიგაბაიტ მონაცემს იყენებს“ – წერს ის. „5G ქსელები კი შეუფერხებლად უზრუნველყოფენ ამ მოცულობის გატარებას რამდენიმე წამში“.

სამედიცინო დაწესებულებები ეჭვგარეშეა, მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს 5G ქსელებზე გადასვლით. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროვაიდერებმა უკვე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები მეტად პერსონალიზებული ზრუნვისკენ, საინტერესო იქნებოდა იმის ყურება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

3 გზა მედიცინაში IT სერვისების გასაუმჯობესებლად

“ყველაფერი უნდა დაიწყოს ინვესტირებით. ამჯერად, IT ინვესტიციებით, კერძოდ ჯანდაცვის სფეროში” – აღნიშნავს კრის პოპიელსკი.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post