fbpx

2020-ის 7 უდიდესი მოვლენა ტექნოლოგიურ სამყაროში

2020-ის 7 უდიდესი მოვლენა ტექნოლოგიურ სამყაროში

ცალსახად, გასულ წელს ძალიან ბევრი ამბავი მოხდა ტექნოლოგიურ სამყაროში და ყველაზე ვერც ვისაუბრებთ. მაგრამ არის რამდენიმე, რომელსაც გრძელვადიანი ეფექტი ექნება ჩვენს ცხოვრებაზე.

M1 Chips

2020 წელს ბაზარზე ბევრი ახალი კომპიუტერი გამოჩნდა. თუმცა არცერთი იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც Apple-ის ახალი დივაისები M1 ჩიპით. ისინი შთამბეჭდავები იყვნენ ფუნციური თვალსაზრისით, მაგრამ ასევე, ყველა ადამიანი, რომელმაც ეს კომპიუტერები მოსინჯა, ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას იმის წარმოდგენისას, როგორი იქნება M1-ს მომდევნო ვერსიები.

ათწლეულების განმავლობაში, მიკროჩიპების დომინანტი მწარმოებელი Intel-ი იყო. Apple-ს შემდეგ, როგორც ჩანს, Intel მალე Microsoft-ს, როგორც ბიზნესს ასევე დაკარგავს და სავარაუდოდ, ჩიპების წარმოებლებშიც საკმაოდ დიდი გადათამაშება მოხდება.

Zoom

ვიდეო კონფერენციების სხვა საშუალებების არსებობის მიუხედავად, ადამიანებისთვის Zoom გამოსაყენებლად ყველაზე მარტივი აპლიკაცია აღმოჩნდა. შედეგად, ის გახდა ადგილი, სადაც გადაინაცვლა ყოველდღიურმა მოვლენებმა: დაწყებული ბიზნეს შეხვედრებიდან, დასრულებული ფიზ-კულტურის გაკვეთილებით, ვირტუალური სკოლითა და სააღდგომო შეკრებებით.

ამხელა ტრაფიკს Zoom-იც იდეალურად მომზადებული არ შეხვედრია, თუმცა რაც კომპანიამ ყველაზე მაგრად მოახერხა იყო გამხადიყო Category Killer სახელი. Microsoft Teams, WebEx, Bluejeans-ის და სხვების გამოყენების მიუხედავად, ნებისმიერ ვიდეო კონფერენციის ინსტრუმენტებს ხალხი ზუმს ეძახის. ხო მართლა, Skype სადაა? <_<

დასაკეცი მოწყობილობები

დასაკეცი მოწყობილობები ამ შვიდეულში პოპულარობის გამო არ მოხვედრილა. Samsung-ის Z Fold 2-მა და Microsoft Duo-მ, მსოფლიოს კონცეპტი აჩვენეს, იმის, როგორიც შეიძლება იყოს ჩვენი მობილური ტელეფონები მომავალში.

Streaming სერვისები

ვიდეო სტრიმინგი არ არის ამ წლის სიახლე, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სწორედ 2020-ში გახდა იგი აქტიური განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, Netflix თითქმის ათწლეულია ამ სფეროში ლიდერობს, თუმცა წელს ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეების რიცხვი თითქმის გაორმაგდა.

ტექნიკურად Apple TV+ და Disney+ ჩაეშვა 2019-ის ბოლოს, თუმცა ეს უკანასკნელი 2020-ში 80 მილიონზე მეტი გამომწერით გაიზარდა. მათ მილიონობით სახლში გამოკეტილი ადამიანის დახმარების პარალელურად სფეროს განვითარების მომავალი ხუთი წლის პერსპექტივაც გვიჩვენეს.

Online ღონისძიებები

2020 წელს ყველაფერი, კონფერენციებით დაწყებული და პროდუქტის წარდგენით დასრულებული, ვირტუალური იყო და იცვლებოდა წარმატების ხარისხის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ონლაინ ვერსია ათასობით ადამიანის ერთ ქალაქში გადაფრენასა და მათ ერთ სივრცეში მოქცევაზე უკეთესი გზა იყო. თუმცა სხვა შემთხვევებში, კომპანიებმა მომხმარებლებთან პანდემიამდელი მიდგომა ონლაინ ფორმატებს მოარგეს. მიუხედავად ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებისა, ფაქტია, რომ ონლაინ ღონისძიებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად დარჩება.

რეგულაცია

Google და Facebook ჩართულები იყვნენ სასამართლო პროცესებში ამერიკის მთავრობასთან. მათ მოუწიათ კონკრესის წინაშე გამოცხადება და კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ან უფრო ხშირ შემთხვევაში – პასუხებისგან თავის არიდება.

ჯო ბაიდენის გუნდის გამარჯვების შემდეგ, თითქმის აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიური კომპანიების რეგულაციებზე შეხვედრები გაგრძელდება და ეს შეხვედრები, ბევრად უფრო უსიამოვნო გახდება ტექ გიგანტებისთვის, ვიდრე ეს აქამდე იყო.

კონფიდენციალურობა

2020 წელს ადამიანებმა ნათლად დაინახეს, თუ როგორ გამოიყენება მათი პერსონალური ინფორმაცია ტექნოლოგიური კომპანიების მიერ. ამის საპასუხოდ, Apple-მა წარადგინა ცვლილებების მთელი სერია iOS 14-ში, რაც ნიშნავს მომხმარებლებისთვის მათი კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შესახებ არჩევანის მიცემას. ეს ცვლილებები განხორციელდება მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში და აიძულებს რეკლამის განმთავსებლებს შეიმუშაონ ახალი გზები თავიანთ მომხმარებლებლამდე მისაღწევად. ეს ცვლილება სხვა ბევრი კომპანიის გარდა საკმაოდ მტკივნეულად ეხება Facebook-ს.

ბონუსი: 5G

ყველას უკვე ბევრი გვსმენია 5G-ს შესახებ. განსაკუთრებით, iPhone 12-ის გამოსვლის შემდეგ. ჯერ-ჯერობით ერთადერთი გამოცდილება, რომელიც ადამიანებს 5G-სთან აქვთ არის პატარა აიქონი მათ სმარტფონებზე სიგნალის მაჩვენებლის გვერდით. მიუხედავად ამისა მათ სჯერათ, რომ 5G მათ ცხოვრებას შეცვლის. ეს 2020-ში წელს არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, რომ მწარმოებლებმა აქტიურად დაიწყეს 5G-ს ყველა მოწყობილობაში ჩატვირთვა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post