რა არის პრაქტიკული NFT-ები და რით გამოირჩევიან ისინი?
უმეტესი ჩვენგანისთვის NFT უნიკალური ციფრული კოლექციებია. თუმცა, ნფტ-ების მიღმა არსებულ ტექნოლოგიას შეუძლია, შექმნას სხვა აპლიკაციების ფართო სპექტრი. ზღვარი ციფრულ და ფიზიკურსამყაროებს შორის სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. რამდენადაც მრავალი ტექნოლოგია იყრის თავს იმერსიული გარემოს შესაქმნელად, ნფტ-ების ფორმებიც ვითარდება.
სრულიად სხვაგვარი ფორმაა პრაქტიკული ნფტ-ები. ისინი წარმოადგენენ ფუნქციურ აქტივებს სპეციფიკური მიზნებით, რომლებიც დამატებით ბენეფიტს აძლევენ მათ მფლობელებს.
მოდით გადავხედოთ პრაქტიკული ნფტ-ების რამდენიმე ფორმას:
გამოსყიდვადი NFT-ები
ეს ნფტ დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებაში არსებულ აქტივებთან, როგორებიცაა: ნამუშევრები, სამოსი, საათები ან სასმელები. მფლობელებს შეუძლიათ გამოისყიდონ ისინი ფიზიკური ნივთების შესაძენად, რის შემდეგაც ნფტ იწვება/ქრება.
Blockbar არის NFT ბაზარი, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ იშვიათ ალკოჰოლზე. თითოეული ნფტ იგივდება Blockbar-ის საწყობში შენახულ ფიზიკურ ბოთლთან. მფლობელებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს გამოისყიდონ ნფტ-ები რეალური ბოთლის სანაცვლოდ. გამოსყიდვის შემთხვევაში, ნფტ იწვება.
ტარებადი NFT-ები
პრაქტიკული ნფტ-ები ფართოდ არის გავრცელებული მოდის სამყაროში. ისინი ზოგჯერ მუშაობენ ისე, როგორც ზემოხსენებული გამოსყიდვადი NFT-ები. ამის მაგალითი იყო RTFKT სტუდიების პარტნიორობა მხატვარ Fewocious-თან, რომლის ფარგლებშიც მხატვარმა დააპროექტა ნფტ სპორტული ფეხსაცმელი, რომლებითაც ფიზიკური სნიკერსების შეძენა იყო შესაძლებელი.
მოდის ინდუსტრია აყალიბებს ვებ3 სამყაროს ციფრული, ტარებადი ნივთებით როგორებიცაა: სპორტული ფეხსაცმელი, ქუდები ან მზის სათვალეები და ა.შ
მაგალითად, Mythical Games-თან თანამშრომლობით, Burberry-მ გამოუშვა ტარებადი ნფტ კოლექცია, რომელიც შექმნილია Blankos Block Party თამაშისთვის. კოლექცია მოიცავს ნფტ აქსესუარებს თამაშში, როგორიცაა: აუზის ფეხსაცმელი და სამკლაური, რომლებსაც მოთამაშეები იყენებენ სათამაშო პერსონაჟების სტილის შესაქმნელად.
თამაშები და NFT-ები მეტავერსში
Burberry-ს თამაშში შემავალი კოლექცია მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ნფტ-ების გამოყენება ბლოკჩეინ თამაშებში. გარდა იმისა, რომ ის ფუნქციონირებს როგორც აქსესუარები ან სხვა, ტარებადი საშუალებები, ნფტ-ებს შეუძლიათ თამაშში მოქმედებების შესრულებაც.
ერთ-ერთი ასეთი მოქმედებაა გამრავლება, რომელიც გამოიყენება ორი ძირითადი სიმბოლოსგან ახალი ნფტ შთამომავლების შესაქმნელად. ყველაზე ცნობილი თამაში გამრავლებით არის Axie Infinity, რომელშიც მოთამაშეები ქმნიან ახალ Axies-ს და ვაჭრობენ მათი მეშვეობით მოგების მისაღებად.
სათამაშო ნფტ-ებს შეიძლება ჰქონდეთ გამოყენების სხვა შემთხვევებიც, როგორიცაა: დაქირავება, ლიზინგი და ფსონი.
საკუთრების სტიმული
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ბონუსები უბრალოდ ნფტ მფლობელობითაც. ამის მაგალითია Cryptobaristas პროექტი, რომელიც სთავაზობს NFT მფლობელებს რეალურ ცხოვრებაში შეღავათებს, როგორიცაა ფასდაკლებები შერჩეულ კაფეებსა და პროდუქტებზე.
გარდა ამისა, პოპულარული ხდება ნფტ ბილეთებიც. მაგალითად, მეწარმე გარი ვეის VeeFriends კოლექციის მფლობელებს შეუძლიათ დაესწრონ ბიზნეს და მარკეტინგულ კონფერენციას VeeCon.
ნფტ-ის მფლობელობის კიდევ ერთი პროგრამა განბლოკავს ექსკლუზიურ კონტენტს, როგორც ეს მოხდა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის ტარანტინოს ნფტ-ებთან. მათ მიეცათ წვდომა ფარულ კონტენტზე და ნახეს, თუ როგორ გადაიღეს საკულტო ფილმი Pulp Fiction.