fbpx

Adobe ციფრულ დიზაინში ყველაზე დიდ კონკურენტს Figma-ს ყიდულობს

Adobe ციფრულ დიზაინში ყველაზე დიდ კონკურენტს Figma-ს ყიდულობს

დიდი სიახლე დიზაინ ინდუსტრიის სამყაროში: Adobe-მ გამოაცხადა, რომ Figma-ს 20 მილიარდ დოლარად შეიძენს, რითიც მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონკურენტს ჩამოიშორებს.

WSJ და Bloomberg-მა ბევრად ადრე ივარაუდეს, რომ ედობი მალე განცხადებას გააკეთებდა Figma-ს შეძენის შესახებ. მოგვიანებით, ედობიმ მართლაც დაადასტურა სიახლე და აღნიშნეს ისიც, რომ ეს შენაძენი მათ კვარტალურ მოგებას ემთხვეოდა.

ამ კვარტალში მიღებულმა მოგებამ აჩვენა რომ, Adobe-ს შემოსავლები საკმაოდ მაღალია ($4,43 მილიარდი), თითო აქციაზე $3.40 მოგებით, რამაც უდავოდ გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს. თუმცა, თავად კომპანია აცხადებს, რომ ის არ გამორიცხავს კრედიტის საჭიროებას მომდევნო კვარტლისთვის. შესაბამისად, მხოლოდ ინვესტორები არ არიან შეშფოთებულნი Adobe-ს ახალი კოოლაბორაციით, არამედ თვითონ Adobe-ც, თანაც მაშინ, როცა აქციები თითქმის 10%-იან კლებით ფაზაშია მათი მოლოდინებისგან განსხვავებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ედობის შესყიდვა არ განხორციელებულა კონკურენტის ფინანსური ბრუნვის გამო, არამედ კომპანია იმ პოტენციალით დაინტერესდა, რაც Figma-ს გააჩნია.

ისტორიული ფონიც საინტერესოა, რადგან ყველაფერი დაიწყო Even Wallace-ის ოცნებით, შეექმნა დიზაინის ხელსაწყო, რომელიც ბრაუზერით იმუშავებდა. 2011 წლისთვის დიზაინის ინსტრუმენტების დომინანტური მფლობელი იყო ედობი და ამ ინსტრუმენტებს თუ ხელსაწყოებს სჭირდებოდათ პროგრამული უზრუნველყოფა ანუ დაინსტალირება ციფრულ ტექნოლოგიებზე. მაგ. ფოტოშოპს, ილუსტრატორს და ა.შ

ჯერ კიდევ ახლო წარსულში ამ ორი გიგანტის თანამშრომლობა შეუძლებელი იყო, თუმცა, ბრაუზერულ სისტემაზე დაფუძნებულ დიზაინის პლატფორმებს მარტივად შეეძლოთ გადაეჭრათ პრობლემა ინტერნეტის დახმარებით.

Figma-ს აქვს switft- ხელსაწყო, რაც ყველას აძლევდა საშუალებას ეს პლატფორმა გამოეყენებინათ: დიზაინერებს, ინჟინრებს და ა.შ რატომ ირჩევდნენ ისინი Figma-ს? იმიტომ, რომ ყველას ჰქონდა ინტერნეტი და ბრაუზერები და შეეძლოთ მარტივად გამოეყენებინათ პროგრამები.

თანდათანობით Figma-ს გამოყენება დაიწყეს არა მხოლოდ დიზაინერებმა, არამედ ისეთმა მსხვილმა კომპანიებმაც, როგორებიცაა: Netflix, Uber, Google-მა კი Figma-სთან თანამშრომლობაც დაიწყო.

Figma-ს ჰქონდა ფინანსური აღმასვლაც, ბოლო ანგარიშით 15 მილიონს გადააჭარბა წლიურმა შემოსავალმა. მაშინ, როცა Adobe ცდებს არ აკლებდა Adobe xd-ით გაემარჯვა ბაზარზე, figma მთელი მსოფლიოს ინტერესში ხვდებოდა.

Figma-თვის ალბათ ირონიულია აღნიშნული რეალობა, რადგან პროდუქტმა ერთდროულად განიცადა ზრდა და შეფერხება – ის ხომ საბოლოოდ სწორედ, Adobe-ს პროდუქტი გახდა.

ამჯერად, ედობისა და Figma-სთვის, მთავარი ამოცანაა კონცენტრირდნენ სამიზნე მომხმარებლებზე, მათ ინტეგრაციაზე სიახლის მიმართ, რათა ისინი შეინარჩუნონ.

Adobe-მ ღიად ისაუბრა შესყიდვის დეტალებზე და განაცხადა, რომ, გარიგება გულისხმობს ნაწილობრივ ნაღდი ფულით დაფარვას, ნახევრად კი – აქციით. უფრო ზუსტად, გარიგება მოიცავს 6 მილიონიან დამატებით შეზღუდულ აქციებს, რომლებიც იქნება Figma-ს აღმასრულებელი დირექტორისა და მისი თანამშრომლების განკარგულებაში. აღნიშნული პირობა Figma-ს დახურვის შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში გავრცელდება.

Figma-ს დახურვა მოსალოდნელია 2023 წლისთვის. მას შემდეგ, რაც დაკმაყოფლებული იქნება მარეგულირებელი ნებართვები და დახურვისთვის საჭირო სხვა პირობები, მათ შორის Figma-ს აქციონერთა თანხმობა.

დიზაინი და პროტოტიპირება ინდივიდუალური თუ გუნდური მოხმარებისთვის, რომელთა შესრულება შესაძლებელია გამარტივებული და თანამედროვე ტექნიკებით, არის Figma-ს პროდუქტის ძლიერი მხარე და აღსაღნიშნავია, რომ მას დღემდე ჰყავს დაახლოებით 4 მილიონი მომხმარებელი.

თავის მხრივ, ედობის ისტორია საკმაოდ ფართო და საინტერესოა. ის ეტაპობრივად ავითარებს და იძენს ბიზნესებს ციფრულ სამყაროში. თუმცა, Adobe-მ ასევე შექმნა ისეთი საკულტო პროდუქტები როგორიცაა, დასურათება, ფოტოშოპი, შრიფტები, ილუსტრაციები, ვიდეო, 3D გამოსახულება და სხვა.

გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ რატომ წამოვიდა იდეა, შექმნილიყო უწყვეტი კავშირი Adobe-სა და Figma-ს შორის – მიზანი ინტეგრირებული პლატფორმის შექმნა იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Adobe-ს, რა თქმა უნდა, უკვე ჰქონდა მსგავსი რამ, AdobeXD-ი.

„Adobe-ის მნიშვნელოვანია დამოკიდებულია ჩვენს უნარებზე, ის გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ ახალი ციფრული პროდუქტები და  უახლესი ტექნიკები” –  თქვა შანტანუ ნარაიენმა, Adobe-ს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა თავის განცხადებაში.

განცახდება გააკეთა ასევე, Figma-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დილან ფილდმა და აღნიშნა, რომ Adobe-ს გამოცდილებისა და ინოვაციური პროდუქტების განსაკუთრებით, 3D ფორმატის, ვიდეო/ფოტო გამოსახულებების და შრიფტების შექმნის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია საზეიმოდ წარმოვიდგინოთ საბოლოო პროდუქტის დიზაინი ამჯერად ბრაუზერში, რათა მომხმარებლებს მივცეთ საშუალება, შექმნან პროდუქტები უფრო სწრაფად და უფრო მარტივად.

აღსაღნიშნავია, რომ Figma და Adobe ადამიანური რესურსითაც აგრძელებენ კოლაბორაციას, რადგანაც ამ უკანასკნელის განაცხადებით Field რჩება და აგრძელებს ბიზნესის ხელმძღვანელობას.

Klarna-ს დამფუძნებელმა Impact ანტრეპრენერებისთვის პრემია დააარსა

BCG-ის თანახმად, გლობალური აქტივების მართვის ბაზარი დაახლოებით 100 ტრილიონ დოლარს მოიცავს. აქედან მხოლოდ 715 მილიარდი დოლარი იხარჯება იმაზე, რასაც ჩვენ Impact კომპანიებს ვუწოდებთ და რომლებიც მსოფლიოს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მოსაგვარებლად მუშაობენ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post