fbpx

7-9 ოქტომბერს ჰაკათონი „იდეების გენერაცია ფინტექში“ გაიმართება

7-9 ოქტომბერს ჰაკათონი „იდეების გენერაცია ფინტექში“ გაიმართება

7, 8, 9 ოქტომბერს საქართველოს ფინტექ ასოციაციისა და „ალტე უნივერსიტეტის” ორგანიზებით ფინანსური ტექნოლოგიების ჰაკათონი „იდეების გენერაცია ფინტექში“ გაიმართება.

ჰაკათონის მიზანი ფინანსურ ტექნოლოგიებში ინოვაციური გადაწყვეტებისა და პროდუქტების შექმნაა.

მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, რომელთაც შეუძლიათ, საკუთარი სიტყვა თქვან ფინანსურ სექტორში არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური გზით გადაჭრით.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. (ასაკი 18-25)

გამომდინარე იქიდან, რომ ჰაკათონი გუნდური “თამაშია”, გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 მონაწილისგან. პროექტისთვის ტექნიკურ დავალებას კი შეიმუშავებენ საქართველოს ფინტექ ასოციაციის წევრი და პარტნიორი ორგანიზაციები.

გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და მათ მოწვეული ჟიური გამოავლენს. სრული საპრიზო ფონდი 30 000 ლარია.

• I ადგილი – 15 000 ლარი

• II ადგილი – 10 000 ლარი

• III ადგილი – 5 000 ლარი

პროექტის მთავარი ფინანსური მხარდამჭერია ესტონეთის საელჩო საქართველოში, ასევე ჰაკათონის ფინანსური პარტნიორია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA. რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 ოქტომბრის ჩათვლით.

ჰაკათონზე მოსახვედრად, დარეგისტრირდით ბმულზე.

ფინტექის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში

fintech-in-life

ყველაზე ცნობილ ფინტექ სტარტაპებს ერთი და იგივე მახასიათებელი აქვთ: ისინი შექმნილი არიან იმისთვის, რომ იყვნენ ბევრად უკეთესები, ვიდრე ტრადიციული ფინანსური სერვისების პროვაიდერები, ანუ ბანკები.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post