App Store-ში NFT-ებით ვაჭრობა უკვე შესაძლებელია
ტექნიკური გიგანტი Apple ამიერიდან შესაძლებელს ხდის NFT-ების ყიდვა-გაყიდვას მისივე App Store-ში შესაბამისი აპლიკაციების საშუალებით. ეს საშუალებას აძლევს არსებული აპლიკაციების დეველოპერებს, გაყიდონ ნფტ-ები აპლიკაციაშივე.
თუმცა, ამისთვის, Apple მის არსებულ Web2 მონეტიზაციის სტრუქტურას იყენებს. აპლიკაციების დეველოპერებს, რომლებიც ყოველწლიურად 1 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ App Store-ის მეშვეობით საკომისიოს 30%-ს აკისრებს, ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში – 15%-ს.
Android-ის აპლიკაციების მაღაზია Google Play იგივე პოლიტიკას გამოიყენებს.
ამ ამბავში კიდევ ერთი საკითხია ის, რომ ტრანზაქციები უნდა იყოს აშშ დოლარში, კრიპტოვალუტით კი ეს – შეუძლებელია.
საზოგადოების რეაქცია არაერთგვაროვანია. Epic Games-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ სვინიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა – “Apple-მა უნდა შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები”.
ის თვლის, რომ Apple-ის 30%-იანმა საკომისიომ, შესაძლოა, უამრავი ბიზნესი აზარალოს და მით უფრო – გააუქმოს.
ეს არის Epic Games-ის სარჩელის საფუძველი Apple-ის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება 2020 წლიდან. ვიდეო თამაშების გამომცემელმა Apple-ს უჩივლა იმის გამო, რომ მან არ მისცა გამომცემელს საკუთარი გადახდის პლატფორმის გამოყენების საშუალება App Store-ში.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ამ ნაბიჯით არ არის კმაყოფილი, არის Magic Eden, უმსხვილესი Solana NFT ბაზარი, რომელმაც უარი თქვა აპს-შიდა ვაჭრობის მხარდაჭერაზე მას შემდეგ, რაც შეიტყო Apple- ახალი პოლიტიკის შესახებ.
აქვე გეტყვით, მარკეტები, როგორიცაა Magic Eden ან OpenSea, ჩვეულებრივ იღებენ საკომისიოს, თუმცა – არაუმეტეს 5%.
მეორე მხრივ, გაბრიელ ლეიდონი, Digidaigaku NFT პროექტის დამფუძნებელი, საკმაოდ კარგად არის განწყობილი Apple-ს ამ ნაბიჯისადმი. მან ტვიტერში დაწერა, რომ ეს ამბავი მილიონობით მეტ ადამიანს მისცემს წვდომას NFT-ებზე.