Google Maps-ის მოსალოდნელი განახლებები
“Google ემზადება გამოუშვას Maps-ის რამდენიმე ახალი განახლება უახლოეს თვეებში” – განაცხადა კომპანიამ ცოტა ხნის წინ Search On ღონისძიებაზე.
კომპანია ამბობს, რომ ამ განახლებების მიზანია, შექმნას პირველი ვიზუალური Maps გამოცდილება, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს უფრო უკეთეს ნავიგაციაში.
აღნიშნული განახლებებია:
იმერსიული ხედი
მომავალი Immersive View ფუნქცია, რომელიც Google-მა პირველად მაისში გახადა ცნობილი, შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, წინასწარ დაგეგმოთ ქალაქის ტური და უკეთ შეიცნოთ ის. იმერსიული ხედი იყენებს კომპიუტერული ხედვისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ერთობლიობას ქუჩის ხედისა და აერო გამოსახულებების შერწყმასთან, თუ როგორი იქნება ამინდი, მოძრაობა და ხალხმრავლობა მოცემულ დღესა და დროს.
Google-მა ასევე განაცხადა, რომ ის უკვე მუშაობს გლობალური ღირსშესანიშნაობების 250-ზე მეტ ფოტორეალისტურ აერო ხედზე.
სამეზობლო
რაც შეეხება Neighborhood Vibe-ს, ახალი ფუნქცია შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა, მყისიერად დაინახონ ნებისმიერი უბნის ხედი Google Maps საზოგადოების ფოტოებისა და ინფორმაციის საშუალებით. Neighborhood Vibe მყისიერად გიჩვენებთ პოპულარულ ადგილებს. ახალი ფუნქცია გლობალურად ამოქმედდება უახლოეს თვეებში Android-სა და iOS-ზე.
ძიება Live View-ით
ახალი Search with Live View ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, მოგზაურობისას გამოიყენოთ თქვენი კამერა ისეთი მნიშვნელოვანი ადგილების მოსაძებნად, როგორიცაა მაღაზიები, ბანკომატები და რესტორნები.
ასევე შეგიძლიათ, ნახოთ ყავის მაღაზიები, სასურსათო მაღაზიები და სატრანზიტო სადგურები. ამ ფუნქციის მეშვეობით, მარტივად დაადგენთ, თუ სად მდებარეობს თქვენთვის საჭირო ლოკაცია.
ეკოლოგიურად სუფთა მარშრუტი დეველოპერებისთვის
გარდა ამისა, Google-მა გამოაცხადა, რომ დეველოპერებს მალე მიეცემათ შესაძლებლობა, ჩართონ Maps-ის ეკოლოგიურად სუფთა მარშრუტი თავიანთ აპებში. Google Map-ის ეკოლოგიურად სუფთა მარშრუტი საშუალებას აძლევს მძღოლებს, ნახონ და აირჩიონ საწვავის ყველაზე ეფექტური მარშრუტი დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად, ისეთი ინდუსტრიის კომპანიებს, როგორიცაა მიწოდების ან მგზავრობის სერვისები, ექნებათ შესაძლებლობა, ჩართონ ეკოლოგიურად სუფთა მარშრუტი აპებში და გაზომონ საწვავის მოხმარება. Google აღნიშნავს, რომ დეველოპერებს ასევე შეეძლებათ, აირჩიონ ძრავის ტიპი, რათა მიიღონ საწვავის ან ენერგოეფექტურობის ყველაზე ზუსტი შეფასებები.
ასევე, Google მალე მისცემს დეველოპერებს წვდომას „Advanced Markers“-ზე, რაც მათ საშუალებას მისცემს დააკონფიგურირონ Google Maps წითელი პინი და შექმნან ინტერაქტიული მარკერები თავიანთ რუკებში.