5 ბარიერი, რომელიც სამომხმარებლო სერვისის შემაფერხებელია – ჯერი იანგი
იმის თქმა, რომ ფინანსური მომსახურების სექტორი ჩანაცვლდა ფინანსური ტექნოლოგიით, გარკვეულწილად, რეალობასთან შეუსაბამოა. ეს კი, აიხსნება იმით, რომ ჯერ კიდევ უამრავი კომპანიაა, რომლებიც უბრალოდ ვერ ადაპტირდა ციფრულ ტრანსფორმაციებთან.
ბოლო წლებში შეიმჩნევა, რომ ციფრული ბანკები უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს, ვიდრე ტრადიციული. აღნიშნული განაპირობებულია იმით, რომ მათ გააძლიერეს და განავითარეს თავიანთი ციფრული სერვისები.
საზოგადოებაც, თანამედროვე გაციფრულებულ სამყაროში ეჭვის თვალით უყურებს იმ პროვაიდერს, რომელიც მომხმარებლებს არ სთავაზობს ციფრულ სერვისებს 24 საათის განმავლობაში.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დღემდე ბანკებისა და საკრედიტო კომპანიების ¾ ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივაზე მუშაობს, დანარჩენი – სტრატეგიაზე.
ზოგიერთ ბანკს ნამდვილად აქვს დიდი ბიუჯეტი ინოვაციურ ინსტრუმენტებში ინვესტირებისთვის. თუმცა, ფინანსური ტექნოლოგიების სამყაროში განსაცვიფრებელი ფაქტი – ერთგვარი დისბალანსი შეიმჩნევა, რადგან საშუალოდ, მსოფლიოს ტოპ 100 ბანკიდან თითოეული 26-ჯერ მეტს ხარჯავს IT-ზე, ვიდრე პატარა ბანკები.
მაშასადამე, რა შეუძლიათ, გააკეთონ პატარა და საშუალო ზომის პროვაიდერებმა, რომელთაგან ბევრი შედის აღნიშნულ ასეთ პატარა ბანკებში?
სანამ დაიწყებთ ციფრული სერვისების გაუმჯობესებას, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, თუ რა დაბრკოლებები შეიძლება შეგხვდეთ.
ეს ბარიერიებია:
ციფრულ ტენდენციებს ჩამორჩენილი IT მომსახურება
პოტენციურად,ფინანსური სერვისების გაუმჯობესების თანმდევი მოვლენაა სხვადასხვა რისკები: ოპერაციული რისკი, კიბერუსაფრთხოების, პროცესების რეგულირება და ასევე, რისკი ეხება მომხმარებელთა ქცევასაც.
ასეთი მწვავე პრობლემების გამო მომსახურების სერვისის გაუმჯობესება არაერთხელ გახანგრძლივებულა. შესაბამისად, ბევრი საშუალო დონის მოქმედი ბანკი ჩამორჩება ციფრულ ტენდენციებს.
თუ ციფრული საბანკო მოთხოვნების დაკმაყოფილებას ექვსი თვე ან მეტი დრო დასჭირდება, ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, კონკურენტები წინ წავიდნენ და თქვენ ფეხი ვერ აუწყეთ ციფრულ სიახლეებს.
მოძველებული სისტემა
ძველი ტექნოლოგია IT რესურსების არაპროპორციულ რაოდენობას მოიხმარს. უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი დიდი დრო სჭირდება, მაგრამ თუ კომპანიები გააძლიერებენ სისტემებს ან იმუშავებენ დინამიურად გუნდში უახლეს მონაცემთა ტექნოლოგიით, შედეგებიც ხელშესახები იქნება.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენს კომპანიაში ძველი სისტემებია, თქვენ გაქვთ ნაკლები რესურსი ინოვაციისთვის და ციფრულ პროექტებსაც მეტი დრო დასჭირდება.
- პროფესიონალი კადრების ნაკლებობა
IT კადრების დეფიციტი გლობალურად მზარდია. ტექნოლოგიების ინდუსტრიის ასოციაციის (CompTIA) თანახმად, გაერთიანებული სამეფოში, ტექნიკურ სფეროში დასაქმება ყოველწლიურად ერთიდან ორ პროცენტამდე იზრდებოდა ბოლო წლებში, რა სტატისტიკაც მოთხოვნის ნაკლებობაზე მიუთითებს.
IT სფეროს წარმომადგენლების 47 % ამბობს, რომ მათ დააჩქარეს ციფრული ტრანსფორმაციები პანდემიის გამო. შესაბამისად, ამას მოჰყვა მაგალითად, დიდი რაოდენობით დასაქმება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით 2021 წლისათვის.
აღნიშნულის გამო, საშუალო დონის ფინანსური ორგანიზაციებისთვის სულ უფრო რთული ხდება მათთვის საჭირო IT კადრის მოზიდვა და შენარჩუნება.
ციფრული სისტემების გაუმართაობა
საშუალო დონის კომპანიები განსაკუთრებით დაუცველია, როდესაც IT სფეროში დამწყები პირები მიდიან. მაშინ, როცა თან ციფრული სამყარო ასე მზარდია.
მაშინაც კი, თუ საშუალო დონის ბანკებმა მოახერხეს ისეთი თანამშრომლების აყვანა, რომლებიც ციფრულ უნარებს იდეალურად ფლობენ, საფრთხე მაინც იარსებებს, რადგან, შესაძლოა, ასეთი კადრები მოხვდნენ იმ პროექტებზე, რომლებიც გამართულად ვერ ფუნქციონირებენ.
ფინანსური ქცევის ორგანოს თანახმად, აღნიშნული სირთულეების 24% გამოწვეულია IT ცვლილების წარუმატებლობით, როცა ინოვაციები სწორად ვერ ადაპტირდება კომპანიაში.
მენეჯმენტი
ზოგ შემთხვევაში საოპერაციო გუნდები ქმნიან სისტემებს, რომლებიც არაეფექტურად აისახება ადამიანურ ინტეგრაციასთან.
კლიენტების ინტეგრაციის შესანიშნავი მაგალითია ის, რომ ციფრული ლიდერები აერთიანებენ ვებ ფორმებს back-office სისტემებთან და მესამე მხარის AI-ზე მომუშავე ვებ სერვისებთან, საკრედიტო რისკის შემოწმებებისთვის და სხვა. ისინი ავტომატიზირებენ პროცესის ყოველ ნაბიჯს – მომხმარებელს აძლევენ სერვისით სარგებლობის საშუალებას, რისი ღირებულებაც მინიმალურია.
ციფრულ სისტემებს, რომლებმაც ფეხი ვერ აუწყვეს ტექნოლოგიურ სიახლეებს, არ აქვთ მსგავსი ინტეგრაცია მომხმარებელთა მხრიდან და არც ავტომატიზაციის ფუნქცია. ისინი ხშირად იყენებენ საქაღალდე განცხადების ფორმებს. ვებ ფორმატში მხოლოდ ელ-ფოსტას იყენებენ.
განმცხადებლებს სერვისით სარგებლობისას უწევთ ლოდინი, სანამ პერსონალი ასრულებს ნელ, რუტინულ ოპერაციებს, რომლებიც, შესაძლოა, ხარვეზებითაც წარიმართოს. გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი დღე სჭირდება. აპლიკანტს, ასევე, ფილიალში ვიზიტი რამდენჯერმე უწევს და მომსახურების ღირებულებაც საკმაოდ მაღალია.
თავად შეაფასეთ რომელი სერვისით სარგებლობაა მეტად კომფორტული..