fbpx

რა გავაკეთოთ მაშინ, როცა ბევრ რჩევას ვიღებთ – აარონ ჰარისი

რჩევას

რა გავაკეთოთ მაშინ, როცა ბევრ რჩევას ვიღებთ – აარონ ჰარისი

ცოტა ხნის წინ ჩვენ შევქმენით წარსულში დაწერილი საუკეთესო რჩევების ბიბლიოთეკა. ეს არის მნიშვნელოვანი კოლექცია და მან დამაფიქრა რჩევების ბუნებაზე. კონკრეტულად კი იმ პრობლემაზე, რომელსაც ხშირად აწყდებიან დამფუძნებლები: რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა ზედმეტ რჩევას ვიღებთ?

 

ათი წლის წინ, სტარტაპის შესაქმნელად კარგი რჩევები თითქმის არ იყო ხელმისაწვდომი. იყო რამდენიმე შესანიშნავი ესსე პოლ გრეემისა და მარკ ანდრეესენისგან, მეტი – არაფერი. დამფუძნებლების უმეტესობის წვდომა პირად რჩევებზე უფრო მწირი იყო. უბრალოდ არ იყო საკმარისი ხალხი ირგვლივ, რომლებსაც ახალი შექმნილი ჰქონდათ კომპანიები და გამოცდილება დაუგროვდათ.

ადრეული სტარტაპების დაფინანსების ეკოსისტემის სწრაფმა გაფართოებამ შეცვალა ეს დინამიკა. ახლა ასობით, ალბათ ათასობით ადამიანია, რომლებსაც აქვთ მინიმუმ გარკვეული გამოცდილება სტარტაპებში. ამ ადამიანების უმეტესობა მზად არის დაეხმაროს/ურჩიოს ზოგიერთ ადამიანს, ვინც სთხოვს. ეს არის თან კარგია და თან – ცუდი.

კარგი ამ დინამიკაში არის ის, რომ ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელიც ცდილობს ერთმანეთის დახმარებას, ამას გულწრფელად, კეთილი მიზნით აკეთებს. ცუდი კი ისაა, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი რჩევა არსებობს და ყველას ვერ გავითვალისწინებთ.

როდესაც დამფუძნებელს აქვს წვდომა რჩევისა და დახმარების ამდენ წყაროზე, დამფუძნებელს უადვილდება გადაწყვეტილების გადადება რაციონალური არგუმენტით, რომ ის უბრალოდ ცდილობს გააკეთოს საქმეები „სწორად“. ეს საშიშია ორი მიზეზის გამო. პირველი ის არის, რომ სტარტაპის საბოლოო მტერი დროა. ცუდი გადაწყვეტილების მიღება ჯობს და მისი სწრაფად გამოსწორება, ვიდრე დიდი დროის დახარჯვა სრულყოფილი გადაწყვეტილების მისაღებად და მხოლოდ იმის აღმოჩენა, რომ ეს არც ისე სწორი იყო.

სტარტაპებთან მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ კარგ დამფუძნებლებს, როგორც წესი, აქვთ წინათგრძნობა იმის შესახებ, თუ რისი კეთება სურთ კითხვების დასმამდე. ისინი შეცდომაში შეჰყავთ, როცა ცუდი გადაწყვეტილების თავიდან აცილების მცდელობისას იწყებენ იდეის შესახებ დამადასტურებელი რჩევის თხოვნას სხვადასხვა ადამიანს. YC-ში ჩვენ ამას ვუწოდებთ „რჩევის შეძენას“ და ის ჩვეულებრივ მთავრდება იმით, რომ დიდი ხნის განმავლობაში არაფერი ხდება, ან დამფუძნებლების იმედგაცრუებით, რომ არავინ ადასტურებს, რისი გაკეთება სურთ. საუკეთესო, რისი გაკეთებაც დამფუძნებელს შეუძლია აქ არის: ა) მოუსმინოს პირველ პირს და შეცვალოს კურსი, ან ბ) ცადო ის, რისი გაკეთებაც მაინც გინდა და დაინახო, როგორ წავა პროცესი.

ყოველთვის არის აზროვნების მრავალი წყარო, რომელსაც შეიძლება მივყვეთ და არსებობს ბევრი ექსპერტი, რომელთა კონსულტაციაც შეიძლება მიზნის მისაღწევად. თუმცა, მთავარია აირჩიოთ ერთი ექსპერტი და გახადოთ ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მიმართავთ რჩევისთვის.

დამფუძნებლები, რომლებიც ეძებენ სრულყოფილებას თავიანთ მრჩევლებში, არარსებული იდეალებისკენ იღწვიან. არც ერთი ინვესტორი ან მრჩეველი, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ, არ არის სრულყოფილი. დიდი მრჩევლების სიძლიერე მდგომარეობს მათ უნარში, იფიქრონ ახალ და რთულ იდეებზე საკუთარი სუბიექტურობის ნათელი გაგებით. ეს ადამიანები აღიარებენ იმას, რაც არ იციან და თავს არიდებენ ზედმეტად მკვეთრი რჩევების მიცემას,

პროცესი VS პროდუქტი – ჯეფ მორისი

ჩვენ ვმუშაობთ ინდუსტრიაში, სადაც ძალიან უყვართ სამუშაო პროცესი, რომლის შედეგადაც იქმნება პროდუქტი. ასევე, შეპყრობილი ვართ შექმნილი პროდუქტებით:

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post