როგორ გავაძლიეროთ Google ანგარიში და სხვა სასარგებლო რჩევები
ოამ სტატიაში იპოვით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ გუგლის ანგარიშის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რასაც აკეთებთ Google Chrome-ის ბრაუზერში ან ანდროიდ სისტემის მობილურში ყველაფერი ფიქსირდება გუგლ ანგარიშზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია პაროლის ძლიერი დაცვა.
ძალიან მოსახერხებელია გქონდეთ ერთი პაროლი, რომელიც მართავს უამრავ სხვადასხვა ინსტრუმენტს და ანგარიშს ონლაინ, მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს დაბრკოლება ციფრულ ცხოვრებასა და ონლაინ სამუშაო პროცესზე განსაკუთრებით, მაშინ, თუ დაგავიწყდებათ პაროლი ან მოულოდნელად დაგჭირდათ გადატვირთვა უსაფრთხოების მიზეზების გამო.
უსაფრთხოების პარამეტრების დასაცავად აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ:
როგორ გავაძლიეროთ Google ანგარიში?
არსებობს რამდენიმე პრაქტიკა, რომელიც უნდა გვახსოვდეს უსაფრთხო პაროლის დაყენებისას. იქნება ეს ლექსიკონის სიტყვების გამოყენების თავიდან აცილება, რიცხვის, სპეციალური სიმბოლოს და დიდი ასოების დამატება თუ ყოველივე ზემოთქმულის რაიმე კომბინაცია.
როდესაც ადამიანი რამდენიმე პლატფორმის მომხმარებელია რთულია ყველა ანგარიშის პაროლის გონებით დამახსოვრება. შესაბამისად, იშვიათია, მომხმარებელი ანგარიშების გახსნისას ყოველთვის პაროლს უთითებდეს. რეალურად საჭიროებაც ნაკლებადაა, რადგან გუგლი გვიმარტივებს პროცესს და გვაქვს არჩევანი სისტემას დავამახსოვრებინოთ პაროლები შეუზღდავი რაოდენობით. ამიტომ, როდესაც გუგლი ასე ჩართულია ჩვენს ცხოვრებაში და “კარგად იცის” სად შევდივართ, რა ინფორმაციით ვინტერესდებით რა წერილებს ვიღებთ და ა.შ უმნიშვნელოვანესია, პაროლების გაძლიერება და უსაფრთხოების წესების დაცვა ჩვენივე ინტერესების დასაცავად.
თუ დაგავიწყდებათ პაროლი არსებობს აღდგენის რამდენიმე გზა:
1.უმარტივესი ხერხია წინასწარ შერჩეული უსაფრთხოების კითხვებზე პასუხის გაცემა.
2.Google პაროლის შეხსენებაზე გადასვლა, სადაც უნდა შეიყვანოთ მომხმარებლის სახელი ან ელ-ფოსტა, რომელიც რეგისტრაციისას გაქვთ მითითებული და გეგზავნებათ ავტომატური წერილი კოდით და გაქვთ შესაძლებლობა აღადგინოთ პაროლი.
როგორ შევცვალო Google ანგარიშის პაროლი?
რაც უფრო ციფრულდება ჩვენი პირადი ინფორმაცია, მით უფრო უნდა ვიყოთ ფრთხილად უსაფრთხოების დარღვევასთან და ჰაკერულ შემოჭრასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი გზაა ის, რომ რეგულარულად ცვალოთ პაროლები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმე უცნაურად მოგეჩვენებათ.
Google ანგარიშის პაროლის შესაცვლელად, საკმარისია გახსნათ თქვენი Google ანგარიში (სავარაუდოდ, ჯერ უნდა შეხვიდეთ სისტემაში) და დააწკაპუნოთ ღილაკზე „უსაფრთხოება“. იქიდან მოძებნეთ „Google-ში შესვლა“. აირჩიეთ “პაროლი” და შემდეგ აირჩიეთ “პაროლის შეცვლა”. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა რამდენჯერმე დაგჭირდეთ ერთი და იმავე გზის გავლა მთელი პროცესის განმავლობაში უსაფრთხოების დამატებითი წესების გამო.