fbpx

დისტანციურად მუშაობის პრობლემები – რაიან ჰუვერი 

დისტანციურად მუშაობის

დისტანციურად მუშაობის პრობლემები – რაიან ჰუვერი 

დისტანციურად მუშაობის პრაქტიკა არათვითდასაქმებულ მუშაკთა შორის 140%-ით გაიზარდა 2005 წლიდან 2018 წლამდე. დღეს აშშ-ს კომპანიების 63%-ს ჰყავს დისტანციური მუშაკები.

 

ცოტა ხნის წინ ტვიტერში დავსვი შეკითხვა: მათთვის, ვინც სახლიდან მუშაობს, რა არის თქვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება?

განაწილებული გუნდის შექმნას ძალიან ბევრი სარგებელი მოაქვს და ახლა, ვიდრე ოდესმე, ადამიანებს სურთ, იმუშაონ დისტანციურად. მაგრამ დისტანციურ მუშაობას თან ბევრი გამოწვევა ახლავს.

1500-ზე მეტმა ადამიანმა უპასუხა (ჯერჯერობით) ჩემს შეკითხვას. მე წავიკითხე ასობით პასუხი და გიზიარებთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ გამოწვევას, რომელსაც დისტანციურად მომუშავენი აწყდებიან:

მარტოობა შეიძლება იყოს ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც დისტანციურად მომუშავეები გამოხატავენ. ასეთ დროს თანამშრომელია, შესაძლოა, იზოლირებული იყოს მთელი დღე ან კვირა, რაც ძალიან რთულია ადამიანის მენტალური მდგომარეობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ექსტროვერტია.

ყურადღების გაფანტვა ხდება ოფისში, მაგრამ ეს შეიძლება კიდევ უფრო რთული იყოს სახლში, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჰყავს ბავშვები.

თავშეკავება – ზოგიერთი ადამიანი თავს იკავებს იდეების Slack-ში (ან ნებისმიერ მსგავს პლატფორმაზე) გაზიარებისგან, სადაც ტექსტი საჯაროა მთელი გუნდისთვის. ეს კი საბოლოოდ თანამშრომლის ჩართულობას მაქსიმალურად ამცირებს.

დისტანციური კომუნიკაცია გამოწვევად რჩება. ვიდეო ჩეთის ხელსაწყოები, როგორიცაა Google Hangouts და Zoom, საოცრად გაუმჯობესდა, მაგრამ ისინი კვლავ განიცდიან კავშირის პრობლემებს, ფონურ ხმაურს და „ოთახში ყველაზე ხმამაღალი ხმით“ დინამიკას. ისინი ასევე არ არის შექმნილი ორზე მეტ ადამიანს შორის მიმდინარე თანამშრომლობისთვის. ისინი შექმნილია 1-ზე-1 შეხვედრებისთვის.

პატივისცემა კიდევ ერთი აშკარა საკითხია დისტანციურად მომუშავეებისთვის. ხშირად დამსაქმებლებს ჰგონიათ, რომ მათი თანამშრომლები იმაზე ნაკლებს მუშაობენ, ვიდრე ამას ოფისში აკეთებდნენ. პროცესების ნაკლებადგამჭვირვალობის გამო კი ძველი პატივისცემა იკარგება.

საბედნიეროდ, პრობლემები უდრის შესაძლებლობებს. რაც უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება განაწილებულ გუნდებს და მუშაობს დისტანციურად, ამ პრობლემების გადაჭრის მოთხოვნა გაიზრდება.

წერე ისე, როგორც საუბრობ – პოლ გრეემი

ეს არის მარტივი ხრიკი, რათა უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხოს ის, რაც თქვენ წერთ: დაწერეთ სალაპარაკო ენაზე.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post