fbpx

რა არის Fleek და როგორ მოიპოვა მან $25 მილიონის დაფინანსება

Fleek

რა არის Fleek და როგორ მოიპოვა მან $25 მილიონის დაფინანსება

Web3 დეველოპერულმა პლატფორმა Fleek-მა 25 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა სერია A-ში, რომელსაც Polychain Capital ხელმძღვანელობდა.

რაუნდის დამატებით ინვესტორებს შორისაა: Coinbase Ventures, Digital Currency Group, Protocol Labs, Arweave, North Island Ventures, Distributed Global, The LAO და Argonautic Ventures.

სტარტაპი მიზნად ისახავს შექმნას ინტერფეისი და პროტოკოლი „იმისთვის, რომ გახდეს ვებ3 სერვისების საბაზისო ფენა“, ეს სერვისები მოიცავს: მეხსიერებას, ჰოსტინგს და გადახდის მეთოდებს და ა.შ

„ჩვენი მთავარი აქცენტი კონტენტის მიწოდების ბაზარია“, – თქვა ჰარისონ ჰაინსმა, სტარტაპის თანადამფუძნებელმა. კონტენტის მიწოდების ქსელში (CDN) დომინირებს რამდენიმე მსხვილი მოთამაშე, როგორიცაა Amazon Web Services (AWS) და Cloudflare, თქვა ჰაინსმა. და მიუხედავად იმისა, რომ Fleek თავდაპირველად მუშაობდა Web 2.0 ინფრასტრუქტურის პროვაიდერებთან, როგორიცაა: AWS და Cloudflare, ის გეგმავს 2023 წელს გამოუშვას საკუთარი Fleek Network და უზრუნველყოს web3 ტექნოლოგიები.

Fleek დაახლოებით 50,000 აპლიკაციას აერთიანებს დღეს თავის პლატფორმაზე, ძირითადად Ethereum ეკოსისტემის ფარგლებში. დღეისათვის Fleek-ის ყველა პროდუქტი აგებულია კრიპტო პროტოკოლებზე, როგორიცაა Ethereum, Filecoin, Internet Computer, InterPlanetary File System (IPFS) და Textile.

სტარტაპი, ამიერიდან ყურადღებას გაამახვილებს ვებ3 ეკოსისტემაზე, მაგრამ მოგვიანებით გაფართოვდება ვებ 2.0 კომპანიებზე, როგორიცაა ვიდეო თამაშების პლატფორმები, სტრიმინგის სერვისები ან ნებისმიერი პლატფორმა დიდი ტრაფიკით. „ამ ბაზარზე, სადაც მსხვილი კომპანიები ხარჯების შემცირებას ცდილობენ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ Fleek Network შეიძლება იყოს მიმზიდველი გადაწყვეტა“.

რჩევები ამბიციური თინეიჯერებისთვის

ამბიციური

ახალგაზრდების უმეტესობა შესაძლებლობებს სწორად არ იყენებს და ძალიან ბევრი უარს ამბობს საკმაოდ სერიოზული საქმის შესრულებაზე. რეალურად კი, თუ ადრე დაიწყებთ ძალების მოსინჯვას, შანსები თქვენს სასარგებლოდ გაიზრდება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post