fbpx

Google-ს ექიმების ხელწერის გარჩევა შეეძლება

Google

Google-ს ექიმების ხელწერის გარჩევა შეეძლება

ექიმების მნიშვნელოვანი ნაწილი წამლის რეცეპტებს ნაჩქარევად წერს, რაც მათი პაციენტებისთვის თითქმის შეუძლებელს ხდის იმის გაგებას, თუ რომელი პრეპარატები უნდა მიიღონ. ეს პრობლემა დიდი ხანია, არსებობს და ბევრი ტექნიკური ფირმა მის გადაჭრას დიდი მონდომებით ცდილობს.

ცდის პროცესში კი Google აქტიურადაა ჩართული. საძიებო გიგანტმა ორშაბათს ინდოეთში ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ის ფარმაცევტებთან ექიმების ხელწერის შესამუშავებლად მუშაობს.

ფუნქცია, რომელიც Google Lens-ზე განთავსდება, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გადაიღონ რეცეპტის ფოტო და სურათის დამუშავების შემდეგ, აპლიკაცია აღმოაჩენს ჩანაწერში ნახსენებ მედიკამენტებს.

თუმცა, კომპანიას ჯერ არ უთქვამს, როდის აპირებს ახალი ფუნქციის ჩაშვებას.

“Google ინდოეთისთვის” არის კომპანიის ყოველწლიური ღონისძიება სამხრეთ აზიის ბაზარზე, სადაც ის ათობით ახალ ფუნქციაზე საუბრობს ხოლმე. ხელწერის გარჩევის ფუნქციის შესახებ სწორედ ამ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

Twitter-ზე მეტ ტვიტს ნახავთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც გამოწერილი არ გყავთ

Twitter

Twitter-მა ოთხშაბათს გამოაქვეყნა ცვლილება ტვიტერზე და აღნიშნა, რომ პლატფორმა „ავრცელებს რეკომენდაციებს ყველა მომხმარებლისთვის“. მათი თქმით, ეს მომხმარებლისთვის „საუკეთესო“ კონტენტის შეთავაზების საშუალებაა (Instagram-საც მოსწონს ამ ხაზის გამოყენება), მაგრამ რეალურად მეტი რეკომენდაციის შერწყმა სოციალურ ქსელში აიძულებს მომხმარებლებს, მეტი ფასიანი კონტენტი ნახონ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post