WhatsApp-ი ფუნქციას “Delete for me” აუქმებს
WhatsApp-მა გადაწყვიტა, გააუქმოს ფუნქცია „ჩემთვის წაშლა“. ეს გადაწყვეტილება აპლიკაციამ მას მერე მიიღო, რაც დაფიქრდა, რომ შეტყობინების წაშლის სიტუაციებში ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები შემთხვევით სწორედ მხოლოდ მათთვის წაშლის ღილაკს აჭერენ ხელს და არა – ყველასთვის წაშლის ღილაკს.
სწორედ ამ ფონის გამო, აპლიკაცია ამატებს ახალ ფუნქციას, სახელწოდებით „შემთხვევითი წაშლა“ – ესაა ხუთწამიანი ფანჯარა, რომლითაც მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის წაშლილი შეტყობინებები ხელახლა ყველასთვის წაშალონ.
WhatsApp-მა განაცხადა, რომ მისი ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა მომხმარებლისთვის Android-სა და iPhone-ზე. მისი ბეტა ტესტირება უკვე ჩატარდა Android-ისა და iOS-ის ზოგიერთ მომხმარებელთან აგვისტოში.
2017 წელს WhatsApp-მა შემოიტანა „წაშლა ყველასთვის“ ოფცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წაშალონ შეტყობინება საუბარში ყველა ადამიანისთვის. ფუნქცია შექმნილია ინდივიდუალურ და ჯგუფურ ჩეთებში შეტყობინებების შეცდომით გაგზავნის პრობლემის გადასაჭრელად. მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციის თავდაპირველი ვერსია შემოიფარგლებოდა შვიდი წუთით, WhatsApp-მა საბოლოოდ გააგრძელა ეს ვადა ორ დღემდე და 12 საათამდე – ანუ 60 საათამდე – მიმდინარე წლის აგვისტოში.