TikTok-ის ახალი ფუნქციით გაიგებთ, თუ რატომ ხვდებიან ვიდეოები თქვენს FYP-ზე
TikTok ავრცელებს ახალ ფუნქციას, რომელიც აცნობებს მომხმარებლებს, რომელი ვიდეოებია მათთვის რეკომენდირებული. TikTok-ის ბლოგპოსტში ნათქვამია: „ჩვენი სისტემა რეკომენდაციას უწევს კონტენტს ვიდეოების რეიტინგით, ფაქტორების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც დაფუძნებულია თქვენს აქტივობაზე ჩვენს აპლიკაციაში. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მივაწოდოთ მთელი რიგი რელევანტური და გასართობი კონტენტი. იმისათვის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ, გაიგონ, რატომ არის მათთვის რეკომენდებული კონკრეტული ვიდეო, ჩვენ ვუშვებთ ახალ ფუნქციას უახლოეს კვირებში.“
ფუნქციის გამოყენება საკმაოდ მარტივია. როდესაც თქვენ გადაადგილდებით თქვენს For You გვერდზე, დააკლიკავთ გაზიარების ღილაკს. შემდეგ, შეეხებით კითხვის ნიშნის ხატულას სახელწოდებით „რატომ ეს ვიდეო“. სწორედ აქედან შეიტყობთ, რატომაა რეკომენდირებული ეს ვიდეო თქვენთვის. მაგალითად, ერთ-ერთი ვიდეო ფუნქციით, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენს For You გვერდზე, ამბობს, რომ ის თქვენთვის იყო რეკომენდებული, რადგან „მოგეწონათ მსგავსი ვიდეოები“ და „ეს ვიდეო პოპულარულია თქვენს ქვეყანაში“.
„ეს ფუნქცია არის ერთ-ერთი მრავალი გზიდან, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, რათა მივცეთ მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა იმ ადამიანებს, რომლებიც იყენებენ ჩვენს პლატფორმას“, – ნათქვამია TikTok-ის პრესრელიზში. “მაგალითად, ჩვენ ვაქვეყნებთ სახელმძღვანელო მითითებებს კონტენტის კატეგორიებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება რეკომენდაციებს, ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ რეკომენდაციების მორგებაში, რომლებიც განმარტავს, თუ როგორ მუშაობს ჩვენი კონტენტის რეკომენდაციები. მომავალში, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფუნქციის განვითარებას მეტი დეტალურობისა და გამჭვირვალობის შესაქმნელად.“.