WhatsApp ხელს უწყობს მომხმარებლებს, რომელთა წვდომაც პლატფორმაზე დაბლოკილია
WhatsApp იწყებს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომელთა წვდომა შეტყობინებების აპზე დაბლოკილია.
ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში, WhatsApp-მა გამოაცხადა ახალი სერვისის ჩაშვების შესახებ მთელს მსოფლიოში – აპთან დაკავშირების გზა ორგანიზაციებისა და მოხალისეების მიერ შექმნილი სერვერების საშუალებით, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინტერნეტი არ აქვს.
„ამ სერვისის მეშვეობით დაკავშირება ინარჩუნებს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს, რასაც WhatsApp უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ბლოგში. “თქვენი პერსონალური შეტყობინებები კვლავ იქნება დაცული ბოლომდე დაშიფვრით – იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი დარჩებიან თქვენსა და იმ პირს შორის, ვისთანაც კომუნიკაცია გაქვთ.”
ირანი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბლოკავს პლატფორმაზე წვდომას. შეტყობინებების აპი ასევე შეზღუდულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და კატარი.