fbpx

ციფრული ხელსაწყოები, რომელიც AI ტექსტების დადგენაში გვეხმარება

ციფრული ხელსაწყოები, რომელიც AI ტექსტების დადგენაში გვეხმარება

ბოტებისთვის რთული პერიოდია. ინჟინრებმა დაიწყეს ახალი გზების შემუშავება იმის დასადგენად, დაწერილია თუ არა ტექსტი ChatGPT-ის ან სხვა AI ტექსტის გენერატორის მიერ.

ქვემოთ მოცემულია სამი ინსტრუმენტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ახლავე (ან ძალიან მალე). მათი მეშვეობით დაადგენთ, დაწერილია თუ არა ტექსტი ხელოვნური ინტელექტის მიერ:

GPT-2 დეტექტორი

OpenAI აოცებდა ინტერნეტს ადამიანის ინტელექტისა და მხატვრული შესაძლებლობების გამეორების ძალისხმევით 2015 წლიდან. მაგრამ გასულ ნოემბერში კომპანია საბოლოოდ გახდა მეგავირუსული AI ტექსტის გენერატორის ChatGPT-ის გამოშვებით. ბეტა ინსტრუმენტის მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტური პასუხების მაგალითები, რომლებიც ძალიან რეალური ჩანდა.

თუ OpenAI ინჟინრებს შეუძლიათ შექმნან ბოტი, რომელსაც შეუძლია წეროს ისევე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, მაშინ ლოგიკურია, რომ მათ ასევე შეუძლიათ შექმნან ბოტი იმის დასადგენად, არის თუ არა ტექსტის AI-ს მიერ გენერირებული.

GPT-2 დეტექტორის მოდელის ონლაინ დემო ვერსია საშუალებას გაძლევთ, ჩასვათ ტექსტი კონკრეტულ “ფანჯარაში” და დაუყოვნებლივ ნახოთ იმის ალბათობის მაჩვენებელი, თუ რამდენად შეიძლება ტექსტი დაწერილი იყოს ხელოვნური ინტელექტის მიერ.

GLTR

როდესაც OpenAI-მ გამოუშვა GPT-2 2019 წელს, MIT-IBM Watson AI Lab-ის და ჰარვარდის ბუნებრივი ენის დამუშავების ჯგუფის წარმომადგენლები გაერთიანდნენ, რათა შეექმნათ ალგორითმი, რომელიც ცდილობს აღმოაჩინოს, იყო თუ არა ტექსტი ბოტის მიერ დაწერილი.

კომპიუტერულად გენერირებული ტექსტი შეიძლება გამოიყურებოდეს ადამიანის მიერ დაწერილად, მაგრამ ადამიანი უფრო მეტად ირჩევს ხოლმე  არაპროგნოზირებად, უცნაურ სიტყვებს. საკუთარი მეთოდის გამოყენებით, GLTR ალგორითმს შეუძლია წინადადებაში შემდეგი სიტყვის პროგნოზირება, რაც სწორედ იმას გამოავლენს, არის თუ არა წინადადება ბოტის მიერ დაწერილი.

წყლის მარკირება (მალე)

გარდა იმისა, Watermarking-ი გადაჭრის იმ პრობლემას, რომელიც პლაგიატის დეტექტორებს ჰქონდათ წარსულში. კერძოდ, ის გამოყოფს ტექსტიდან იმ ნაწილებს, რომელთა საფუძველზეც დადგინდება, ბოტის მიერაა დაწერილი ტექსტი, თუ – არა.

3 მარტივი გზა თქვენი ონლაინ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად

უსაფრთხოების

ონლაინ უსაფრთხოება დღესდღეობით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს როგორც ინდივიდებისთვის, ისე – ორგანიზაციებისთვის.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post