fbpx

ყოველწლიური ჰაკათონი Global Game Jam საქართველოში წელსაც გაიმართება

Global Game Jam

ყოველწლიური ჰაკათონი Global Game Jam საქართველოში წელსაც გაიმართება

ადგილობრივი 48-საათიანი GGJ 4-5 თებერვალს თბილისში, ტექნოპარკში ჩატარდება. პარალელურ რეჟიმში კი ასეთი ღონისძიება 108 ქვეყანაში, 783 ლოკაციაზე ჩატარდება და თამაშებით დაინტერესებული ათასობით ადამიანი გაერთიანდება.

ღონისძიება მიზნად ისახავს ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მონაწილეებს საკუთარი კრეატიულობის გამოვლენის საშუალება მიეცემათ და ინდუსტრიის განვითარებაში შეიტანენ წვლილს.

ჰაკათონის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე შექმნან გუნდები და ერთიანი ძალებით იმუშაონ სრულყოფილი ციფრული თუ არაციფრული თამაშის შესაქმნელად.

ღონისძიებას ერთი კონკრეტული თემატიკა ექნება და ყველა თამაში სწორედ ამ თემის ირგვლივ შეიქმნება. წლის თემა კი კონკურსის დაწყების წინ გამოცხადდება.

ჰაკათონზე საშუალება გექნებათ, მოუსმინოთ შესანიშნავ სპიკერებსაც, რომლებიც საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და ინსპირაციას გაგიზიარებენ იმისთვის, რომ ეს ორი დღე მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს.

გამარჯვებული გუნდები კი კავკასიის უნივერსიტეტისგან მიიღებენ ფულად პრიზებს:

I ადგილი – 1500 ლარი

II ადგილი – 1000 ლარი

III ადგილი – 500 ლარი

ჰაკათონში მონაწილეობა უფასოა და ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის რომელიც არის 16 წლის ან მეტის და აქვს ცოდნა, გამოცდილება ან ინტერესი თამაშების, დეველოპმენტის, დიზაინის, მუსიკის, ხელოვნების ან ნებისმიერი იმ დარგის/საგნის მიმართ, რაც, თამაშის შესაქმნელად მნიშვნელოვანია.

ღონისძიება ორგანიზატორები არიან Startup Büro, Media Lab, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

ღონისძიების პარტნიორები არიან თბილისის მერია, Kettari Foundation, Dataart, და Axel.

ელონ მასკმა საკუთარი Twitter ანგარიში ჩაკეტა – რატომ?

ელონ

შეამჩნიეთ, რომ Twitter-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა თავისი ანგარიში ბოლო ორი დღის განმავლობაში Private რეჟიმზე გადაიყვანა? სწორედ ასე მოიქცა ტვიტერის მფლობელი ელონ მასკიც

რუბრიკის წარმდგენია

Share this post