Მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის: ვირტუალურ კონფერენციას ერაივალი უმასპინძლებს
18 თებერვალს, ერაივალი, საქართველოში წამყვანი მეტავერს ივენთების სააგენტო, გეპატიჟებათ ვირტუალურ კონფერენციაზე “მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის.”
კონფერენცია ჩატარდება Spatial-ის მეტავერსში, ინგლისურ ენაზე, და საერთაშორისო მასშტაბით უმასპინძლებს მეტავერს ინდუსტრიით დაინტერესებულ დამწყებ მეწარმეებსა თუ ბიზნესმენებს.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ მეტავერს ინდუსტრიის ექსპერტები, მათი პროექტები, წარმატების სტრატეგიები, და შეხედულებები.
საღამოს სამი სპიკერი ეყოლება:
კარლ ფრაველი – Decentraland-ის სტრატეგიული მრჩეველი, Applied Talent-ის აღმასრულებელი დირექტორი და Decentraland საკონფერენციო ცენტრის დამფუძნებელი;
ვიტ ჯედლიკა – Liberland-ის პრეზიდენტი;
DaddyPhil – Mellow Morning-ის კრეატიული დირექტორი, მარკეტინგისა და ბრენდინგის კონსულტანტი Web3 სფეროში.
მოდერატორის როლში კი საღამოს გაუძღვება სამუელა დავიდოვა, Liberland-ის წარმომადგენელი საქართველოში.
სპიკერები ისაუბრებენ მეტავერსის იდეასა და პოტენციალზე, გაგვიზიარებენ თავიანთი წარმატების ისტორიებს, განიხილავენ ბიზნესისთვის მეტავერს ტექნოლოგიის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, და განმარტავენ, თუ როგორ შეიძლება, ეს დაეხმაროს ბიზნესებს აუდიტორიასთან უფრო მჭიდრო კავშირის შექმნაში.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს ექნებათ პირდაპირ რეჟიმში კითხვების დასმის შესაძლებლობა.
Როგორ დავესწრო ღონისძიებას Spatial-ში?
ღონისძიებაზე დასწრება ვირტუალური სივრცეში, Spatial-ში, უფასოა, თუმცა ამისთვის წინაწარი რეგისტრაციაა საჭირო. Რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ წვდომას ერაივალის ვირტუალურ სივრცეზე Spatial-ში, რომლის შემდეგაც უკვე შეძლებენ 3D ავატარის შექმნას. ავატარის მეშვეობით, დამსწრეებს შეეძლებათ, სრულად ჩაერთონ კონფერენციის მიმდინარეობაში – ისაუბრონ, იცეკვონ, ან გამოხატონ სხვადასხვა ემოცია.
ღონისძიებაზე მეტავერსში დასასწრებად, გაიარე რეგისტრაცია – https://forms.gle/Yrr554FKedAgWwBJ6
კონფერენციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ერაივალი მონაწილეებს იწვევს ფიზიკურ სივრცეში, კლუბ ილუზიაში, სადაც, ელექტრონილი მუსიკისა და მყუდრო ატმოსფეროს ფონზე, სტუმრები შეძლებენ ერთმანეთის ფიზიკურად გაცნობას, დისკუსიას, და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.
ღონისძიების “Მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის” ორგანიზატორია ARRIVAL – პირველი ქართული მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებასა, და დამსწრეთათვის სახალისო და ინტერაქციული გამოცდილებების შექმნაში.