fbpx

Google-მა, შესაძლოა, მომავალ კვირაში ChatGPT-ს კონკურენტი გამოუშვას

Google-მა, შესაძლოა, მომავალ კვირაში ChatGPT-ს კონკურენტი გამოუშვას

როგორც ჩანს, Google ემზადება ChatGPT-ზე გასალაშქრებლად. კომპანიამ ცოტა ხნის წინ საძიებო და ხელოვნური ინტელექტის ღონისძიება დააანონსა სახელწოდებით „Google presents: Live from Paris“, რომელიც დაგეგმილია 8 თებერვალს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით, რეალურად აპირებს თუ არა Google ახალი პროდუქტის ან სერვისის გამოშვებას ღონისძიებაზე, არსებობს მინიშნებები, რომ ეს შეიძლება იყოს პასუხი OpenAI-ის სწრაფად მზარდი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტზე, ChatGPT.

როგორც The Verge-მა აღნიშნა, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა შემოსავლებთან დაკავშირებით. მისი თქმით, კომპანიას აქვს დიდი გეგმები ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და რომ ამისთვის ემზადება გასული წლის დასაწყისიდან. პიჩაიმ თქვა, რომ ისინი ხალხს მისცემენ „პირდაპირ ინტერაქციას“ მის „უახლეს, ყველაზე ძლიერ ენობრივ მოდელებთან“. პირველი მათგანი იქნება Google-ის AI ჩეთბოტი LaMDA, რომელიც ჯერჯერობით ძირითადად შემოიფარგლება Google-ის საკუთარი ინჟინრებითა და ბეტა ტესტერებით.

ასევე საინტერესოა Google-ის „Live from Paris“ ღონისძიების დრო. როგორც 9to5Google-მა აღნიშნა, ღონისძიების სტილი არის Google-ის ყოველწლიური Search On ღონისძიებების სტილის მსგავსი, მაგრამ ისინი, როგორც წესი, შემოდგომაზე ტარდება ხოლმე. Google-ის I/O კონფერენცია სავარაუდოდ მაისში გაიმართება, ამიტომ Google-ს არ აქვს საკმარისი შესაძლებლობები ახალი პროდუქტების გასაშვებად წელს. თებერვლის ღონისძიება უცნაურად ჟღერს და, შესაძლოა, მხოლოდ ChatGPT-ის უზარმაზარმა პოპულარობამ აიძულოს Google, სწრაფად იმოქმედოს.

Მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის: ვირტუალურ კონფერენციას ერაივალი უმასპინძლებს

18 თებერვალს, ერაივალი, საქართველოში წამყვანი მეტავერს ივენთების სააგენტო, გეპატიჟებათ ვირტუალურ კონფერენციაზე “მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის.”

რუბრიკის წარმდგენია

Share this post