fbpx

რა უნდა გაითვალისწინონ სტარტაპებმა დაფინანსების მოსაზიდად?

სტარტაპებმა

რა უნდა გაითვალისწინონ სტარტაპებმა დაფინანსების მოსაზიდად?

გასულ გაზაფხულზე სტარტაპების დამფუძნებლებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოულოდნელი კოლექტიური დარტყმა განიცადეს. ამ პერიოდში მოხდა საწარმოო კაპიტალის გადატვირთვა, როდესაც ფონდების მოზიდვის აქტივობა შეჩერდა. შესაბამისად, სტარტაპებმა, რომლებიც 2022 წლის მეორე ნახევარში ზრდაზე ორიენტირებულ გეგმებს აწყობდნენ, წარუმატებლობა განიცადეს.

ბოლო პერიოდში სტარტაპების დამფუძნებლებში აშკარა ოპტიმიზმი შეიმჩნევა. თუმცა, დაფინანსების მოსაზიდად დღესდღეობით არსებობს ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც სტარტაპებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ქვემოთ სწორედ მათზე გიამბობთ:

იყავით პრაგმატულები

ახალი ნორმა მოითხოვს, რომ დამფუძნებლები იყვნენ რეალისტები, წინდახედულები და პრაგმატულებიც კი. სწორედ ამიტომ, იფიქრეთ სტარტაპის რეალურ ღირებულებაზე – ეს გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი მისაღებია, თუმცა ის, ბიზნეს შედეგებზე დაყრდნობით უნდა მიიღოთ. სწორედ ამიტომ, დამფუძნებლებმა უნდა შექმნან ფინანსური მოდელი, რომელიც აკავშირებს ხარჯებს ბიზნესის შედეგებთან და გამოიყენებს მას იმის დასადგენად, თუ რა თანხა სჭირდება სტარტაპს რეალურად შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

გამოიყენეთ მეტრიკები

თუ სტარტაპს არ გააჩნია მეტრიკა, რომელიც ასახავს ზრდას და გზას მდგრადი შემოსავლისკენ, მაშინ მათ შეიძლება, სრულიად ვერ მოიზიდონ სახსრები მანამ, სანამ არ ექნებათ ზემოხსენებული მაჩვენებლები. ეს მაჩვენებლები კი სტარტაპებს ინვესტორების დარწმუნებაში სჭირდებათ – მათ რეალური სურათის გარეშე უბრალოდ ძალიან გაუჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება.

სწორ ინვესტორებზე ორიენტირდით

ერთი რამ, რაც აადვილებს სახსრების მოზიდვას, არის ძლიერი ინვესტორები, რომლებიც მოქმედებენ როგორც თქვენი ადვოკატები. მნიშვნელოვანია ის არის, რომ ინვესტორი აზრობრივადაც და მიზნობრივადაც ახლოს იყოს თქვენს სტარტაპთან. ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება და იძლეოდეს რელევანტურ რჩევებს თქვენი ბიზნესისთვის. ასე რომ, როცა ინვესტორის მოძებნას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ აღნიშნული ფაქტორები.

და ბოლოს, დამფუძნებლების უმეტესობისთვის ვენჩურული კაპიტალის მოზიდვა ყოველთვის რთულია და ამ კონკრეტულ მომენტში გაცილებით კიდევ უფრო რთული. მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებლები ზოგადად ბუნებით ოპტიმისტები არიან, ახლა არ არის ბრმა ოპტიმიზმის დრო. ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის ის, რომ იგნორირება გაუკეთოთ იმ რეალობას, სადაც თქვენი ბიზნესია. ამიტომაც, შეხედეთ რეალობას რეალისტურად და იმოქმედეთ ამ რეალობის საფუძველზე.

როგორ ვარჩევ საკითხავ ბლოგებს? – მიშელ თენდლერი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრს ვკითხულობდი. ბლოგებისთვის თვალყურის დევნების კარგი მეთოდი ჩემთვის Feedly-ის გამოყენებაა. Feedly-ში მე ვიყენებ ფილტრს სახელად Sortly, რომელიც თითოეულ არხს პოპულარობის/მოწონების მიხედვით (არ ვარ დარწმუნებული, საიდან მოდის მოწონებები) ალაგებს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post