Twitter-ზე ტვიტების ლიმიტი წესდება?
Twitter-ის მომხმარებლებს ბოლო პერიოდში არასტაბილური პოლიტიკის ცვლილებები მძაფრად შეეხოთ – მათ აღმოაჩინეს უცნაური შეცდომები, რომელთა შესახებაც უკვე Twitter-ზე დაწერაც აღარ შეუძლიათ.
ბევრმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მათ მოულოდნელად ვერ შეძლეს ტვიტის დაწერა ოთხშაბათს, დაახლოებით ღამის 2 საათზე. აღმოჩნდა, რომ შეცდომა შეეხო როგორც აპის ვებ, ასევე მობილურ ვერსიას.
მობილურზე მომხმარებლებმა შენიშნეს ტექსტი, რომ მათ არ შეეძლოთ ტვიტის გაგზავნა, ხოლო ვებ ვერსიაში კი ჩანს, რომ მათ გადააჭარბეს ტვიტების ლიმიტს – ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს შეცდომა, რომელიც დაკავშირებულია Twitter-ის API სიჩქარის ლიმიტის კონფიგურაციებთან.
Twitter-ს რეალურად აქვს ყოველდღიური ტვიტების ლიმიტი, თუმცა, მისი რაოდენობა 2400-ია.
კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც ხელს უშლის მომხმარებლებს, თვალყური ადევნონ ახალ ანგარიშებს არის “ამომხტარი ფანჯარა”, რომელიც აცნობებს მათ, რომ „ამ მომენტში არ შეუძლიათ მეტი ადამიანის გამოწერა“.
ბევრი მომხმარებელი ასევე აფიქსირებს პრობლემებს Twitter-ზე პირდაპირი შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით. Twitter-ის კლიენტმა TweetDeck-მა ასევე შეწყვიტა მუშაობა ოთხშაბათს ნაშუადღევს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა პრობლემასთან აქვს სისტემას საქმე.
Twitter-მა ისაუბრა ამ ფართოდ გავრცელებულ პრობლემებზე ოთხშაბათს, მაგრამ ჯერ არ უსაუბრია იმის შესახებ, თუ როგორ გამოსწორდება ეს პრობლემები პლატფორმაზე.