fbpx

რას საქმიანობს ანგელოზი ინვესტორების ქსელი Axel?

რას საქმიანობს ანგელოზი ინვესტორების ქსელი Axel?

აქსელი საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელია, რომელიც 1.5 წლის წინ შეიქმნა, ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განხორციელების მიზნით. ამ დროისათვის ორგანიზაცია 75-ზე მეტ ინვესტორს აერთიანებს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტარტაპებთან 8 გარიგების დახურვა გახდა შესაძლებელი და განხორციელდა 600,000$-ის ინვესტიცია, რაც საკმაოდ კარგი რიცხვია ასეთ მოკლე ვადაში.

აქსელის წევრები ინვესტიციას ახორციელებენ როგორც ინდივიდუალურად, ისე — სინდიკატირებულად, იგულისხმება, რომ გარიგებაში მცირე საინვესტიციო თანხით ერთად შედის რამდენიმე წევრი ინვესტორი.

აქსელი არის EBAN-ის, ადრეული ეტაპის ინვესტორთა ევროპის წამყვანი ქსელის წევრი და ბორდის წევრი, შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციის წევრებს უფასო წვდომა აქვთ ყველა უპირატესობაზე: EBAN TV, EBAN Academy, ქსელის ღონისძიებები, Knowledge Center და EBAN ვებინარები.

აქსელის მუშაობის ფორმატი დახურულ ფიზიკურ, ხოლო გაცილებით ხშირად ონლაინ შეხვედრებს მოიცავს. 2023 წელს დაგეგმილია 11 საინვესტიციო შეხვედრა და 2 საერთაშორისო სამიტი, რომლის ფარგლებშიც აქსელი წევრებს 50-ზე მეტ ქართულ და უცხოურ ტექნოლოგიურ სტარტაპს წარუდგენს.

თუ გსურთ, გახდეთ Axel-ის წევრი ანგელოზი ინვესტორი, შეავსეთ ფორმა ბმულის გამოყენებით.

ქართულ-ბრიტანულმა სტარტაპმა Artisio £250,000 დაფინანსება მოიპოვა

Artisio

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართულ-ბრიტანულმა სტარტაპმა Artisio -მ pre-seed რაუნდში ბრიტანული ვენჩურული კაპიტალის ფირმა Jenson Funding Partners -ისგან  £250,000-იანი დაფინანსება მოიპოვა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post