Twitter-ს წლის ბოლოსთვის ახალი CEO ეყოლება?
Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი ამბობს, რომ ის შესაძლოა, მზად იყოს გადადგეს სოციალური მედიის ხელმძღვანელის პოსტიდან 2023 წლის ბოლოსთვის – Twitter-ის მილიონობით მომხმარებელმა უკვე მისცა ხმა მის გადადგომას.
”მე მჭირდება ორგანიზაციის სტაბილიზაცია და დარწმუნება იმაში, რომ ის ფინანსურად ჯანსაღ ადგილზეა,” – თქვა მასკმა მსოფლიო მთავრობის სამიტზე. ”ვფიქრობ, წლის ბოლო, ალბათ, კარგი პერიოდი იქნება იმისთვის, რომ ვინმე სხვა მოვძებნოთ კომპანიის სამართავად.”
მას არ გაუკეთებია რაიმე განცხადება იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს პოზიციის კანდიდატი. სხვადასხვა პუბლიკაციებმა, მათ შორის Bloomberg-მა და CNBC-მა, განაცხადეს, რომ აღმასრულებელ დირექტორებზე ნადირობა ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ პოტენციური კანდიდატები ჯერ კიდევ არ ჩანან.
მასკი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს Twitter 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. მიუხედავად მასკის განცხადების შესახებ, რომ ის პოტენციურად დატოვებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას წლის ბოლომდე, მას აქვს კარგად დოკუმენტირებული ჩვევა, არასწორად შეაფასოს სამომავლო გეგმები.