WhatsApp ნიუსლეთერების ფუნქციაზე მუშაობს
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, WhatsApp პირადი ნიუსლეთერების შექმნაზე მუშაობს. ინსტრუმენტი ამჟამად დამუშავების პროცესშია და აპის მომავალ განახლებაში უკვე შევძლებთ ამ ფუნქციის პოვნას.
WhatsApp უკვე სთავაზობს ინდივიდებს შესაძლებლობას, „გაავრცელონ“ თავიანთი შეტყობინებები ერთდროულად ბევრ ადამიანზე. ეს არის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გახსნათ დიალოგები ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან. WaBetaInfo, რომელსაც აქვს ინფორმაცია ახალი ფუნქციის შესახებ ამბობს, რომ ნიუსლეთერი „იქნება ერთ-ერთიანი ინსტრუმენტი ინფორმაციის გადაცემისთვის“.
დეტალები ამ დროისთვის მწირია და არსებობს შანსი, რომ WhatsApp-მა სრულიად გადაიფიქროს ამ ფუნქციის ჩაშვება.
WhatsApp-ს ყოველდღიურად 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. თუკი ამ მომხმარებელთა ბაზის მცირე ნაწილიც კი გამოავლენს ინტერესს ნიუსლეთერების მიმართ, WhatsApp შეიძლება გახდეს ყველაზე დიდი საინფორმაციო მოთამაშე ერთ თვეში. რაც უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ნიუსლეთერების კითხვას, სავარაუდოდ, გაიზრდება საინფორმაციო ბიულეტენების ბაზარიც.
ნიუსლეთერების მეშვეობით WhatsApp-ს ასევე შეუძლია, მოძებნოს გზა საიმისოდ, რომ მისმა მომხმარებლებმა კიდევ უფრო მეტი დრო გაატარონ აპლიკაციაში. ვნახოთ, პლატფორმა ამ შესაძლებლობას გამოიყენებს თუ არა..