Google Mercedes Benz-თან კოლაბორაციას იწყებს
Mercedes-Benz-მა და Google-მა გრძელვადიანი პარტნიორობა გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც გერმანიის ავტომწარმოებელს მიეცემა კონტროლი Google-ის IP-სა და ბაზარზე, ხოლო მერსედესის მძღოლებს კი ექნებათ გუგლის მიერ მოწოდებული ნავიგაცია და რუქები.
„ეს არის სალიცენზიო შეთანხმება, რომელიც არის „მოგება“ ორივე მხარისთვის“, – თქვა Mercedes-Benz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლა კელენიუსმა ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე.
პარტნიორობა Google Maps-ის პლატფორმას, Cloud-სა და YouTube-ს მოუტანს Mercedes-Benz-ის მანქანების მომხმარებელთა დიდ რაოდენობას. მერსედესს კი, თავის მხრივ, ექნება წვდომა Google-ის გეოსივრცობრივ შეთავაზებაზე, მათ შორის დეტალურ ინფორმაციაზე ადგილების შესახებ, პროგნოზირებულ ინფორმაციას მოძრაობის შესახებ და ავტომატური გადამისამართების შესახებ. Mercedes-Benz გამოიყენებს Google Maps-ის მონაცემებს, რათა ჩართოს მართვის დამხმარე ფუნქციები, როგორიცაა სიჩქარის ავტომატური რეგულირება გზაჯვარედინებზე და ა.შ
მაგრამ როგორც Google-ისა და Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ აღნიშნა, პარტნიორობა გაგრძელდება ამის მიღმა.