პრეზენტაციები რომლებმაც სტარტაპებს მილიონობით დოლარის ინვესტიცია მოუტანეს
Pitch deck-ის სტრუქტურის მიმოხილვა, რა თქმა უნდა, საინტერესო და გამოსადეგია. თუმცა ვფიქრობთ გაცილებით მეტად დაგაინტერესებს სუპერ წარმატებული სტარტაპების მიერ ინვესტორებთან წარდგენილი იმ პრეზენტაციების განხილვა, რომლებმაც მათ განვითარებას უმნიშვნელოვანესი ბიძგი მისცა.
Shopify
ეს არის cloud-ზე დაფუძნებული კომერციული პლატფორმა, რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესებს. მისი გამოყენებით მერჩანტებს შეუძლიათ შექმნან და მართონ თავიანთი მაღაზიები სხვადასხვა გაყიდვების არხებით, მათ შორის ვებში, მობილურში, სოციალურ მედიაში, ბაზრებზე და სხვა. პლატფორმა ნებისმიერი ზომის ბიზნესებს მასშტაბირების შესაძლებლობას აძლევს. Shopify-ს ამჟამად იყენებს 275,500 ბიზნესი მსოფლიოს 150 ქვეყნიდან. მათ შორის არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორიცაა: Tesla Motors, Budweiser, Red Bull, the LA Lakers, the New York Stock Exchange, GoldieBlox და მრავალი სხვა.
კომპანიის ახლანდელ მასშტაბებს თუ გავიხსენებთ აშკარა გახდება, რომ ქვემოთ მოცემული pitch deck-ით Shopify-მ ინვესტორების გული და გონება მოიგო.
Airbnb
ლაკონური და გასაგები pitch deck-ის მაგალითად ითვლება Airbnb-ის 2008 წლის პრეზენტაცია. Airbnb სტარტაპ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. მისი პლატფორმა საშუალებას აძლევს მოგზაურებს დროებით იქირაონ საცხოვრებელი ადგილობრივი ჰოსთებიგან. შედეგად საცხოვრებელზე, სასტუმროებისგან განსხვავებით, ნაკლები თანხა იხარჯება. ადგილობრივებს ეძლევათ შემოსავლის მიღების საშუალება. ტურისტები კი იღებენ სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას და ცოდნას ქვეყნის კულტურის და ცხოვრების წესის შესახებ.
ქვემოთ მოცემული pitch deck სტარტაპის არსებობის ისტორიაში პირველია. ის შექმნეს 2008 წელს. მიუხედავად იმისა, რომ იდეის მიმართ მაშინ ბევრი სკეპრიკურად იყო განწყობილი – ამბობდნენ, რომ უცხო ადამიანები უცხოების სახლში არ დარჩებოდნენ, კომპანიამ მალევე შეძლო პირველი ინვესტიციის მიღება. 2009 წლის იანვარში, Seed ინვესტირების ეტაპზე, მისი პირველი ინვესტორი გახდა Y Combinator – 20,000 დოლარით. ხოლო აპრილში Sequoia Capital და Y Ventures – 615,000 დოლარით.
Uber
Ubercab იგივე Uber ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც რამდენიმე განსხვავებულ სერვისს გვთავაზობს. მათ შორის ყველაზე ცნობილია ride-hailing – რაც გულისხმობს მგზავრების და მძღოლების ერთმანეთთან დაკავშირებას. მის შეთავაზებებში ასევე შედის საჭმლის მიტანა (Uber Eats), pachage delivery, საკურიერო მომსახურება, ნივთების საზღვარგარეთ ტრანსპორტირება და სხვა. კომპანიის სათაო ოფისი სან ფრანცისკოშია. იგი ემსახურება 69 ქვეყანას და ერთ-ერთი უმსხვილესია ე.წ gig ეკონომიკის ფირმებს შორის.
მოცემული pitch deck Uber-მა seed ინვესტირების ეტაპზე შექმნა 2010 წელს. ამ წლის სექტემბერში კომპანიამ მოიზიდა $1.6 მილიონის ინვესტიცია. მისი ინვესტორების სია საკმაოდ გრძელია – First Round Capital, Alfred Lin, Garret Camp, Jason Calacanis, Lowercase Capital, Naval Ravikant, Founder Collective, brian Chesky, Mitchell Kapor, Cyan Banister. ინვესტიციის შედეგაც Uber-ის ღირებულებამ შეადგინა $5.4 მილიონი.
N26
N26 (Number 26) გერმანული ონლაინ ბანკია, რომელიც ემსახურება Single Euro Payments Area-ს (SEPA) და შეერთებულ შტატებს. დაარსდა 2013 წელს ვალენტინ სტალფის და მაქსიმილიან ტეიენთალის მიერ. სტარტაპის მიზანია ბანკინგის პროცესის გამარტივება და მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. დღესდღეობით N26-ს 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს 25 მარკეტზე. მსოფლიო მასშტაბით აქვს 8 ოფისი და დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 1500 ადამიანი.
მოცემული pitch deck-ით N26-მა series B ინვესტირების ეტაპზე მოიზიდა 40 მილიონი დოლარი რვა ინვესტორისგან. მათგან გამორჩეულია Horizons Ventures.
Square, Inc
Square, Inc ამერიკული ფინანსური სერვისების, მერჩანტული სერვისების პროვაიდერი და მობილური გადახდების კომპანიაა. ის ახორციელებს პროგრამული და ტექნიკური გადახდის პროდუქტების რეალიზაციას და ასევე ფართოვდება მცირე ბიზნეს სერვისებშიც. კომპანიამ ფუნქციონირება 2009 წელს დაიწყო და ამავე წელს შექმნა თავისი ცნობილი Pitch deck, რომელიც VC ინვესტორების შეფასებით იყო „საუკეთესო pitch deck, რომელიც ოდესმე უნახავთ“. სტარტაპის პირველი პროდუქტი იყო Square Reader, რომელიც ერთდებოდა მობილურთან და შეეძლო ნებისმიერი საკრედიტო ბარათით გადახდის მიღება.
როგორც უკვე ვახსენე Square-მა 2009 წელს თავისი ცნობილი Pitch deck-ით series A ინვესტირების ეტაპზე მოიზიდა 10 მილიონი დოლარი 20 ინვესტორისგან. მათგან მთავარი კი იყო Khosla Ventures.
Revolut
Revolut ბრიტანული ფინტექ კომპანიაა. ის გვთავაზობს სხვადასხვა ბანკინგ სერვისებს მათ შორის GBP-ს და EUR bank accounts, debit cards, ვალუტის უფასო გადაცვლას, სტოკებით ვაჭრობას, კრიპტოვალუტის გადაცვლას და P2P გადახდებს. Revolut-ის მობილური აპლიკაციის გამოყენებით შეგიძლიათ თანხის გაგზავნა სხვა ქვეყანაში. აპი ავტომატურად ცვლის ვალუტას. გზავნილი კი უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ აღწევს ადრესატამდე.
კომპანიის ცნობილი pitch deck series A ინვესტირების რაუნდისთვის შეიქმნა 2016 წელს. სტარტაპმა შეძლო 8.7 მილიონი დოლარის მოზიდვა. მისი ინვესტორების რიგებში არიან: Index Ventures, Balderton Capital, Point Nine Capital, Ribbit Capital, SeedCamp, Venrex. დაფინანსების მიღების შემდეგ კომპანია შეფასდა $54 მილიონად.