fbpx

რატომ სჭირდება სტარტაპს ციფრული მარკეტინგი?

ციფრული-მარკეტინგი

რატომ სჭირდება სტარტაპს ციფრული მარკეტინგი?

იაფია. ხარჯების ოპტიმიზება კი სტარტაპისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ციფრული მარკეტინგი საუკეთესო საშუალებაა სამიზნე აუდიტორიამდე მისასვლელად. გლობალური ბაზრის 60%-ს ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებთან აქვს წვდომა. თუ არა ციფრული მარკეტინგით, სხვა რით გინდა, გაეჯიბრო ათწლეულების კომპანიებს, რომლებსაც, მრავალი ხარჯიანი მარკეტინგული კამპანიის წყალობით, ადამიანები უკვე კარგად იცნობენ?! არადა, ისიც აშკარაა, რომ განსზღვრული მარკეტინგული სტრატეგიის გარეშეც არაფერი გამოგივა. სტარტაპების 17% ცუდი მარკეტინგის გამო ფეილდება.

რაში სჭირდება სტარტაპს ციფრული მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგი სტარტაპს ეხმარება:

– აამაღლოს ცნობადობა

– გაზარდოს მომხმარებლის ჩართულობა

– შეამციროს მარკეტინგის ხარჯები

– გაზარდოს გაყიდვების და მომხმარებლების რაოდენობა

და ეს ყველაფერი ხდება ბევრად იაფად. ტრადიციული მარკეტინგის შემთხვევაში – სატელევიზიო რეკლამა თუ პრინტ კამპანია, ისევე როგორც ნებისმიერი აუთდორ კამპანია, სტარტაპისთვის მეტისმეტად ხარჯიანია (განთავსების+მომზადების ხარჯი). ისინი ნაკლებად თარგეთირებულია და თან ვერც მომხამარებლის რეაქციას აკვირდები.

ციფრული მარკეტინგის შემთხვევაში მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის დამყარება ბევრად მარტივია. სოციალურ ქსელებში ერთი-ერთზე გამართული კომუნიკაცია სტარტაპს (და ნებისმიერ ბრენდს) მეტ პიროვნულობას სძენს და მომხმარებლის შენარჩუნებაშიც ხელს უწყობს.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მარკეტინგული  კომუნიკაციისთვის სტარტაპის ციფრული არხების დატვირთვა პოტენციურ მომხმარებლამდე მისვლას ამარტივებს. მომხმარებლის ქცევის „თრექინგი“ კი გეხმარება, უკეთ გაიგო, რა მიმართულებით უნდა განავითარო შენი სტარტაპი.

ახლა კი უშუალოდ მოქმედებაზე გადავიდეთ.

რას უნდა მიაქციო ყურადღება ციფრული მარკეტინგის კეთებისას?

მეტრიკების კონტროლი

ამაზე დიდად არ შევჩერდებით. იმდენი სოფტი არსებობს, რომ მთავარია სწორად გამოარჩიო, რომელი მეტრიკებია შენი სტარტაპისთვის მნიშვნელოვანი. მათზე დაყრდნობით კი უნდა გააანალიზო, რამდენად სწვდები სამიზნე აუდტორიას, როგორი კონტენტი უფრო ოპტიმალურია და რამდენად წარმატებულად მუშაობს შენი ციფრული მარკეტინგის სტრატეგია.

კონტენტი, როგორც ციფრული სტრატეგიის მთავარი კომპონენტი

კონტენტი მაინცდამაინც შენი პროდუქტის შესახებ ბლოგს არ გულისხმობს. ეს მხოლოდ კონტენტის ერთი ვარიანტია. ინფოგრაფიკები, ვებინარები, გიფები, სურათები – ნებისმიერი შეიძლება იქცეს შენი სტარტაპის კონტენტ სტრატეგიის ნაწილად. მთავარია, კონტენტ სტრატეგიის შედგენისას რამდენიმე პრინციპი გაითვალისწინო.

– კონტენტი შენი მომხმარებლისთვის მართლა ღირებული უნდა იყოს, რაღაც სარგებელს უნდა აძლევდეს.

– კონტენტით უშუალოდ შენს აუდიტორიას უნდა მიმართავდე: რა პრობლემები/კითხვები აქვთ და რით შეგიძლია მათი დახმარება.

– შენი კონტენტი თანმიმდევრული უნდა იყოს. ბრენდის ტონალობა და მახასიათებლები ნებისმიერ ციფრულ არხში უნდა შეინარჩუნო.

ოპტიმიზება მობილური მოწყობილობებისთვის

მობილური მოწყობილობებისთვის სტარტაპის საიტის ოპტიმიზება აუცილებელია.

დავიწყოთ იმით, რომ ძებნის უდიდესი ნაწილი უკვე მობილურ, და არა დესკტოპ მოწყობილობებზე მოდის. Google-მა თავისი ალგორითმი შეცვალა და ძებნისას მოწინავე ადგილებზე ის შედეგები გვხვდება, რომლებიც უფრო mobile-friendly საიტებზეა განთავსებული.

ამის გარდა, თუ მომხმარებლების უდიდესი ნაწილი მობილურით შემოდის შენს ვებ-გვერდზე, მათ კომფორტზეც უნდა იზრუნო. ნავიგაცია და კითხვის პროცესი კომფორტული უნდა იყოს.

Google-ის საძიებო უპირატესობას მობილურზე ადაპტირებულ (mobile-friendly) ვებ-საიტებს ანიჭებს და ძებნის შედეგებში წინა პლანზე გამოაქვს.

SEO ოპტიმიზება

ადამიანების სერჩვის შედეგებიდან, ძირითადად, პირველ სამ შემოთავაზებაზე გადადიან. ამიტომ SEO(Search Engine Optimization) ოპტიმიზება სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია.

სერჩავენ ისინი, ვისაც რაღაც აწუხებთ. ამიტომ, გარკვევით გამოტანილი შენი საკონტაქტო ინფორმაცია და ეფექტური საიტი შენს აუდიტორიას შენს პოვნაში დაეხმარება.

Buyer Persona-ს შექმნა

ეს სცდება უბრალოდ სამიზნე აუდიტორიის ამორჩევას. Buyer Persona-ს შექმნა ნიშნავს, დეტალურად წარმოიდგინო, ვინ არის შენი მომხმარებელი: რამდენი წლისაა, რა ღირებულებები აქვს, რას საქმიანობს, როგორ ლაპარაკობს და ა.შ. ეს დაგეხმარება, შენი სტარტაპისთვის საჭირო ტონალობა და სტილი ყოველი ციფრული არხისთვის სწორად შეარჩიო.

ამდენად, როგორც სტარტაპი, არჩევანს თუ ციფრულ მარკეტინგზე შეაჩერებთ და ამ რჩევებსაც გაითვალისწინებთ, თქვენს კოსმოსში გაჭრას მნიშვნელოვნად დააჩქარებთ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post