fbpx

API ეკონომიკა

API ეკონომიკა

აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი (Application Programming Interface-API) აპლიკაციების არსებობის საწყისებიდან მათ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს, თუმცა დღესდღეისობით განსაკუთრებით ღირებული გახდა, როგორც მატერიალურად ასევე ფუნქციონალურად.

თანამედროვე სამყაროს ეკონომიკაში სულ უფრო და უფრო იზრდება ციფრული ტექნოლოგიების მნიშნელობა. კომპანიები მუდმივად ეძებენ საკუთარი კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებელ ინსტრუმენტებს, იქნება ეს სერვისის დახვეწა, ეფექტურობის ზრდა თუ მრავლისმომცველი და მარტივი გადაწყვეტილებების მიღება.

ამ და სხვა მიზნების მისაღწევად ისინი მიმართავენ API-ს, რომლის გამოყენებითაც შესაძლებლობები უწყვეტად ფართოვდება, სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტა ერთიანდება და ქმნის ბევრად უფრო ძლიერ, სწრაფ და ფუნქციონალურად მდიდარ აპლიკაციებს.

მზარდი მოთხოვნის ფარგლებში გაჩნდა “API ეკონომიკა” რასაც რამდენიმე წლის წინ უკვე წინასწარმეტყველებდნენ სფეროს ექსპერტები.

სწრაფად განვითარებადი API ეკონომიკის მოკლე მიმოხილვა

ტექნოლოგიური სამყაროს ახლებური მიდგომები და API ეკონომიკა, ცვლის ამ სისტემების მომხმარებელი კომპანიების ზრდის ტემპსა და მასშტაბის ცვლილების სიჩქარეს. განვიხილოთ მაგალითად კომპანია Uber.

ამ უნიქორნი კომპანიის ტექნოლოგიაში თუ ჩავიხედავთ, მკაფიოდ დავინახავთ API-ს მნიშვნელობასა და ღირებულებას. აქ გამოყენებული სისტემების უმრავლესობა (როგორც მომხმარებლის მხარეს ასევე კომპანიის შიგნით) აგებულია API ინტერფეისებით, რომლებიც სხვადასხვა მონაცემებსა და ფუნქციონალურ შესაძლებლობებს იღებენ უამრავი განსხვავებული აპლიკაციიდან და აერთიანებენ.

სწორედ ამ მიდგომის დამსახურებაა, რომ კომპანიებს ბევრად სწრაფად შეუძლიათ შექმნან პროდუქტები და სერვისები, ვიდრე ამას წარსულში მოახერხებდნენ. ბიზნესს ახლა უკვე აქვს რეალური პერსპექტივა გაზარდოს მასშტაბირების ტემპი, რადგან API-ს მეშვეობით სწრაფი იტერაცია და ახალი ფუნქციონალის, შესაძლებლობის თუ სერვისის დამატება ბევრად უფრო მარტივია ვიდრე ადრე, როცა ყოველ ჯერზე ტექნოლოგიის ნულიდან შექმნა იყო საჭირო.

API ეკონომიკის განვითარებაში ყველაზე ამაღელვებელი კი ის არის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ყოველდღე უფრო და უფრო მეტს ვიგებთ ამ ტექნოლოგიის პოტენციალსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლების კარსაც API აღებს, ტექნოლოგიური საზოგადოების მეტი დინამიურობის პარალელურად.

ისედაც საკმაოდ დაკავშირებული სამყარო კიდევ უფრო მეტ კავშრს შექმნის API ინფრასტუქტურის განვითარებასთან ერთად.

დღევანდელ ბაზარზე არსებული საუკეთესო API გამოცდილებების მიმოხილვა

იმეილ მარკეტინგი – MailChimp

ბოლო დროის მაღალკონკურენტულ ბიზნეს სამყაროში, იმეილ მარკეტინგს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, არავინ ამარტივებს იმეილ მარკეტინგის ბიზნესთან ინტეგრაციას ისე, როგორც MailChimp.

MailChimp-ის API-ს გამოყენებისთვის უნდა შეიქმნას თქვენზე მორგებული API გასაღებები, ისევე როგორც, გადაებას MailChimp-ის ფუნქციონალი და იმეილ მარკეტინგის პლატფორმიდან შეგროვებული მონაცემები  სხვა აპლიკაციებს. ამგვარად შეძლებთ ინფორმაცია გადაიტანოთ თქვენზე მორგებულ ანალიზის ინტრუმენტებში, აუდიტორიის მართვის გადაწყვეტილებებში  და შექმნათ თუნდაც უფრო სხარტი ფორმა მომხმარებელთა საკონტაქტო მონაცემების მოსაპოვებლად.

 

კომუნიკაცია – Discord და Slack

კომუნიკაციის მნიშვნელობა ბოლო წლებში კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან პოპულარობა მოიპოვა დისტანციური მუშაობის მოდელმა. საკუთარი გუნდის გაერთიანება, მაშინ როდესაც ისინი ერთ ფიზიკურ გარემოში არ იმყოფებიან, ბიზნესის წარმატების ამოცანა გახდა, რომელსაც პასუხობენ სისტემები Discord და Slack.

გუნდის დისტანციური მართვის ინსტრუმენეტებს ეფექტურად აერთიანებენ ზემოხსენბული კომპანიები, თანამშრომლის პორტალზე ან სხვა სისტემაში, ისე რომ სრული ინფორმაცია ერთ სივრცეში ექცევა და მენეჯმენტიც მარტივდება. მათი API-ს გამოყენებით კი პროცესი თითქმის არ საჭიროებს ძალისხმევას.

SEO მარკეტინგი – SeoMoz და SerpAPI

თქვენს ციფრულ პლატფორმებზე მომხმარებლების თუ დამთვალიერებლების დიდი რაოდენობა წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, თუმცა საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის წარმატებული კამპანიის შექმნა მარტივი სულაც არ არის. ამისათვის აუცილებლად დაგჭირდებათ რეალური SEO მონაცემების გადახედვა და მათი სწორი ანალიზი.

ეს ორი SEO მარკეტინგის პლატფორმა – SeoMoz და SerpAPI – გაძლევთ წვდომას სიღრმისეულ ინფორმაციასა და მონაცემებზე, საკუთარი API-ს მეშვეობით. ეს ყველაფერი აგრეთვე შესაძლებელია თქვენს სხვა სისტემებს გაუზიაროთ, რაც გამოგადგებათ უკეთესი ანალიზისთვის, სიღრმისეული გაგებისთვის და საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის კამპანიის შექმნის პროცესში დროული იტერიციისთვის.

CRM – Salesforce და HubSpot

მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (Customer Relationship Management – CRM) ინსტრუმენტი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მითუმეტეს თუ რთული გაყიდვების სქემებს იყენებთ რათა სრულიად უცხო ადამიანები აქციოთ მომხმარებლებად და ერთგულ კლიენტებად.

CRM სისტემაში არსებული მონაცემები განსაკუთრებით ხელსაყრელია დიდი რაოდენობით განსხვავებული აპლიკაციებისთვის, სწორედ ამ კავშირს ამარტივებს მომდევნო ორი კომპანია – Salesforce და HubSpot – საკუთარი API ტექნოლოგიით.

მაგალითად თუ თქვენ CRM ფუნქციონალს დააინტეგრირებთ იმეილ მარკეტინგის სისტემასთან MailChimp, შეძლებთ გაყიდვების მრავალი ეტაპის ავტომატიზირებას თითოეული კლიენტისთვის ან პოტენციური მომხმარებლისთვის.

ონლაინ ჩათი – Intercom და SendBird

წარმოიდგინეთ რომ თქვენი ონლაინ ჩათის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს შეეძოს სწრაფად და მარტივად ნახოს CRM ინფორმაცია, შიდა ცოდნაზე დაფუძნებული დოკუმენტები და ინვენტარის მართვის სისტემა, მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის პარალელურად. ამ ყველაფერს ერთ სისტემაში აერთიანებენ კომპანიები Intercom და SendBird საკუთარი API-თ.

ამის გარდა, შესალებელია რომ ინფორმაცია პირდაპირ ონლაინ ჩათიდან გადაიტანოთ CRM სისტემაში და შეინახოთ იქ. (ან გამოიყენოთ შემდგომ იმეილ მარკეტინგისთვის) ეს ხომ დიდი უპირატესობაა ანალოგიური მონაცემების მქონე კონკურენტ კომპანიებთან მიმართებით.

API ავტომატიზაცია – Zapier

API საკმაოდ მძლავრი ტექნოლოგიაა დამოუკიდებლად, მაგრამ ასევე შესაძლებელია უნიკალური სამუშაო პროცესების ავტომატიზირება სხვადასხვა პროგრამებისა და აპლიკაციების ფარგლებში, განსხვავებული „თრიგერების“ გამოყენებით, რაც API-ს მნიშნელობას სულ სხვა დონეს ანიჭებს.

Zapier-მა API ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა, რადფაბ წარადგინა ავტომატიზირებული სამუშაო პროცესების უმარტივესი API. ამჟამად შესაძლებელია რომ თრიგერი ივენთები შეიქმნას ერთ აპლიკაციაში რომელიც სხვა პროგრამებში სხვადასხვა ქმედებებს აღძრავს. აპლიკაციების ინტეგრაცია ადამიანების მიერ თრიგერების ხელით გაშვებას აღარ საჭიროებს.

 

მაგალითად, წარმოიდგინეთ რომ თქვენი MailChimp იმეილ მარკეტინგის კამპანიაში მოხვდა ახალი პოტენციური კლიენტი. მაშინათვე, Zapier მონაცემებსა და ინფორმაციას ავტომატურად იღებს ამ მეილიდან და ანთავსებს Salesforce CRM-ში, რომელიც თავის მხრივ გეგმავს შესაბამის ინდივიდუალურ იმეილ მარკეტინგ კამპანიას ამ მომხმარებლისთვის და თქვენს Google კალენდარში ამატებს შემახსენებლებს რომ დაუკავშირდეთ მას პირდაპირ ტელეფონით.

ეს ყველაფერი თვალის დახამხამებაში ხდება რამდენიმე სისტემის ინტეგრაციის მეშვეობით ისეთ პლათფორმაზე როგორიც არის Zapier!

რა არის და როგორ მუშაობს API?

API ჩვენი ცხოვრების ჩუმი, მაგრამ განუყოფელი ნაწილია. ყოველდღიურად, როდესაც მაგალითად რაიმე სტატიას კითხულობ რომლის გაზიარებაც გსურს და იქვე აჭერ Facebook-ის ღილაკს და ძალიან მარტივად აშეარებ, შენ API-ს იყენებ.

შეხვედრების დაგეგმვის API – Spurwing და Cronofy

ალბათ დაუსრულებელია იმ გზების ჩამონათვალი რომლებითაც კალენდრების მართვის და დაგეგმვის სისტემები შეიძლება სხვა პროგრამებთან და აპლიკაციებთან დაინტეგრირდეს. სამედიცინო კორპორაციების კლინიკები იყენებენ ასეთი ტიპის API-ს რომ უკეთ მართონ ექიმებთან და პროცედურებზე ვიზიტები,  გაყიდვების წარმომადგენლები იგივე ინსტრუმენტს შეთანხმების პროცესის მენეჯმენტისთვის ნერგავენ და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია.

Spurwing-ზე დამატებითი ინფორმაციისთვის ან ონლაინ დემოსთვის გამოიყენეთ მომდევნო ბმულები:

ვებგვერდი: https://www.spurwing.io/

ბლოგი: https://dev.to/spurwing

კომერციული პლატფორმა: https://github.com/Spurwing

საბოლოო ჯამში, API გვეხმარება ციფრულ სამყაროში რადიკალურად გავზარდოთ ახალი სერვისების და გადაწყვეტილებების განვითარების სიჩქარე.

ყოველ ჯერზე როდესაც დეველოპერს პრობლემის მოგვარება უნდა, ნულიდან ფუნქციონალის დაწერის ნაცვლად, API-ს გამოყენებით ერთგვარ შაბლონს ქმნის. ეს არამხოლოდ ზოგავს დროსა და მატერიალურ რესურსს, არამედ მივყავართ პრობლემის უკეთესი გზებით გადაწვეტამდე, ვიდრე ეს დეველოპერის ინდივიდუალური შრომის შედეგაც მოხდება. (თავდაპირველად მაინც)

რაც მთავარია API ეკონომიკას ახლა ეყრება საფუძველი, ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ არის ამ ტექნოლოგიის უფრო ნათელი და ამაღელვებელი აღმოჩენები.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post