fbpx

რატომ მოქმედებს დრო წარმატებასა და მარცხზე

დრო

რატომ მოქმედებს დრო წარმატებასა და მარცხზე

ყოველდღიურად 137000-ზე მეტი სტარტაპი იქმნება, თითოეულ მათგანს კი განსხვავებული იდეა, განსხვავებული ბიზნესის სტრატეგია, განსხვავებული მიზანი გააჩნია. ამ სტარტაპებიდან 120000 ჩაიძირება და მხოლოდ 17000 განაგრძობს სვლას. ეს სტარტაპები შეიძლება იყოს: ტექნოლოგიური, სამეცნიერო, სოფლის მეურნეობის ან თუნდაც ყვავილების ბიზნესი, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ამ 120000 წარუმატებელი სტარტაპიდან ბევრს ჰქონდა შესანიშნავი იდეები, გააჩნდა შესანიშნავი ბიზნეს მოდელი და დიდი დაფინანსება, მაგრამ მათ ერთი რამ გამორჩათ მხედველობიდან – დრო.

წარმოიდგინეთ, რომ დღესვე გინდათ წამოიწყოთ 3D პრინტინგის სტარტაპი კონსტრუქციების მშენებლობისთვის. ეს შესანიშნავი იდეაა, რადგან არ ჯდება ძვირი და ამრიგად კარგი სტრატეგიაა ბიზნესის დასაწყებად. ასევე გყავთ პასუხისმგებლიანი და კომპეტენტური გუნდი, თუმცა მცირედ დაკომპლექტებული. თითქოს ყველაფერი მზადაა საქმიანობის დასაწყებად, მაგრამ არა! ყურადღების მიღმა გვრჩება დრო. 3D პრინტინგი კონსტრუქციების ასაშენებლად ჩვენს თანამედროვეობაში არ გამოდგება, ამისთვის ჯერ ადრეა. შეიძლება ათ ან ოც წელიწადში ვიფიქროთ ამგვარ სტარტაპზე, მაგრამ არა დღეს. ასე რომ, თქვენ უნდა ორიენტირდეთ დროზე, ანუ პერიოდზე და არა თქვენს იდეაზე.

თქვენი დრო მნიშვნელოვანია! – თითქოს ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს მთავარი ნიუანსი ხშირად ავიწყდებათ ხოლმე მეწარმეებს.

იხელმძღვანელეთ მაგალითებით

გიფიქრიათ რა მოხდებოდა, თუ YouTube ხუთი წლით ადრე შეიქმნებოდა?

ეს პლატფორმა სავალალო მარცხს იწვნევდა, რადგან დროის განსაზღვრა იქნებოდა არასწორად. მაშინ თანამედროვე ინტერნეტის სიჩქარე არ არსებობდა, დიდი ზომის ვიდეოები ძალიან ნელა აიტვირთებოდა, რის გამოც ადამიანებს მისი გამოყენების სურვილი მალე დაეკარგებოდათ. 2005 წელს ჯანეტ ჯექსონის ინციდენტის შემდეგ, როდესაც ფაქტი ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოს სახით და ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია, ადამიანებმა გააცნობიერეს ვიდეო სტრიმინგის პოტენციალი და ამ პერიოდიდან ინტერნეტის პოტენციალიც გაუმჯობესდა.

ყველა სტარტაპი ასეა, არამარტო ტექნიკურ სამყაროში, არამედ თუნდაც ენერგეტიკულ ბაზარზეც. მაგალითად, კომპანიები „Shell Oil“, „Total“ და „BP“ (ენერგეტიკული კომპანიები) – დაარსდნენ ერთმანეთისგან თხუთმეტი წლის ინტერვალით მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს იმიტომ, რომ იმ პერიოდში ფასები იყო დაბალი, ხოლო მანქანებისა და ბენზინის რევოლუცია პიკში იყო.

თქვენი მთავარი ამოცანაა გააანალიზოთ!

მაგალითად, ახლა რომ ქმნიდეთ YouTube ან Amazon პლატფორმას, ნამდვილად ძალიან გაგიჭირდებოდათ თავის დამკვიდრება, რადგან ძლიერ კონკურენტუნარიანი გარემოა ვირტუალურ სამყაროში. მათი ისტორია ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო. მოგისმენიათ ბილ გროსისთვის Ted Talk-ზე? იხილეთ ბმულზე მან დააარსა 20-მდე სტარტაპი და თავისი კომპანიები ხუთ მნიშვნელოვან ფაქტორზე დააფუძნა: იდეა, ბიზნესის მოდელი, გუნდი, დაფინანსება და დრო. სწორედ მან დაადგინა, რომ იდეაზე მნიშვნელოვანი დროა. მის კომპანიას – „MyLife” -შესანიშნავი იდეა ჰქონდა (იდეა ფასობდა 8/10), მაგრამ პერიოდი იყო ძალიან არასასურველი (2/10).

ბილმა გააანალიზა წარმატების ფორმულა და მიხვდა, რომ 200 ცნობილი კომპანიიდან 42%-ს კარგი დრო ჰქონდა შერჩეული, 32%-ს ჰყავდა კარგი გუნდი, 28%-ს ჰქონდა კარგი იდეა და მხოლოდ 14%-ს ჰქონდა დიდი დაფინანსება. რას გვასწავლის ეს სტატისტიკა?

1.ყველაზე წარმატებულ კომპანიებს იდეალური დრო ჰქონდათ შერჩეული.

თუ გსურთ მცირე ბიზნესის წამოწყება, რამდენიმე თვით, მინიმალური მოგების გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში პერიოდზე დაკვირვება ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ სერიოზულად ფიქრობთ თქვენი კომპანიის მიზნების შესახებ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. მაგალითად, Airbnb არის წარმატებული კომპანიის ერთ-ერთი ეტალონი, რომელიც შეიძლებოდა შექმნისთანავე დავიწყებას მისცემოდა, მაგრამ რეალობა საპირისპიროა. როგორ შეძლო მან ამ გზის გავლა? Airbnb-მა გამოიყენა Craigslist.com-ის გზა საკუთარი წარმატების მოსაპოვებლად.

Airbnb-მდე ინტერნეტ სივრცეში საკმაო პოპულარობით სარგებლობდა Craigslist-იც. Airbnb-მა გააანალიზა Craigslist-ის პლატფორმა და აღმოაჩინა ისეთი ნიუანსები, რაც დანაკლისს ქმნიდა მისი მომხმარებლებისთვის. ამიტომ, Airbnb-მა თავისი პლატფორმა ბევრად კომფორტულ სივრცედ აქცია და ასე გახადა პოპულარული.

თუ გსურთ, რომ თქვენი კომპანია გახდეს მიმზიდველი, საჭიროა, თქვენი ბიზნესის ყველა გადაწყვეტილება – თანამშრომლების დაქირავებიდან დაწყებული, პროდუქტის გამოშვებით დამთავრებული – ორიენტირდეს სწორ დროზე.

2.ჩაატარეთ პესტელის ანალიზი.

რა არის პესტელი?

Pestel წარმოადგენს: პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ და სამართლებრივ ფაქტორებს. სწორი დროის შერჩევისთვის, სწორედ ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ.

პოლიტიკური – თუ თქვენ, მაგალითად, გაქვთ იდეა, შექმნათ ქარის ენერგიის სტარტაპი (ძალიან იშვიათია), უმჯობესია, ისეთი სტარტაპის შექმნით უფრო დაინტერესდეთ, რომელსაც მთავრობა ნაწილობრივ ასუბსიდირებს. ამერიკაში დღეს ქარის ენერგიის სტარტაპს ბაიდენი ასუბსიდირებს, ტრამპისაგან განსხვავებით. ეს, რაც შეეხებოდა პოლიტიკურ დროს.

ეკონომიკური – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით ელექტრონული ვაჭრობისთვის. აი, დღეს, მაგალითად, პანდემიური მდგომარეობაა, რაც ზემოქმედებს როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან მომხმარებლებზე. შესაბამისად, ონლაინ პლატფორმებზე ბიზნესის ადაპტირება აუცილებელი საჭიროება გახდა.

ტექნოლოგიური – იფიქრეთ თანამედროვეობის შესაბამისად. ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნისას, გაითვალისწინეთ ტენდენციები, ტრენდები და ადამიანთა მოთხოვნილებები. დროს არ ჩამორჩეთ და ზედმეტად ფუტურისტულადაც ნუ მომართვათ ფიქრებს თქვენი იდეის ფორმირებისას.

სოციალური – თუ თქვენ ახლა ქმნით სამოდელო სტარტაპს, ეს სოციალური ფაქტორის გავლენით შექმნილ პერიოდს უნდა ერგებოდეს. ამ შემთხვევაშიც, იყავით თანამედროვე და ტენდენციებს ნუ ჩამორჩებით – ეს თქვენი სტარტაპის წარმატებას განსაზღვრავს. მაგალითად, მოდის ბიზნესში ახლა აღარავინ გაყიდის ნამდვილი ტყავის ან ბეწვეულის ნივთებს, რადგან ადამიანებს პროტესტი გაუჩნდათ ცხოველების დაცვის მოტივით.

  1. არასწორი დრო ნიშნავს ფულის დაკარგვას!

CB insights-მა (https://www.cbinsights.com/research/startup-failure-reasons-top/) შეისწავლა 20 ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ასრულებენ მარცხით სტარტაპები. პირველი მიზეზი არის ის, რომ 42% ფიქრობს, რომ ბაზარზე მოთხოვნა არ არის, ხოლო 29% ამბობს, რომ მათი ფულადი სახსრები ამოწურულია. ეს ნიშნავს, რომ პერიოდის არასწორი შერჩევით, ბაზარზე მოთხოვნა აღარ არის და შესაბამისად, ფინანსებიც ელვის სისწრაფით განიავდა.

როგორც ამბობენ, „ფული ხეებს არ ასხია“ – თუ თქვენს იდეას დააფინანსებენ, ეს კაპიტალი მალე ამოიწურება. მცირე ბიზნესებს, დაახლოებით, მხოლოდ 27 დღის სამყოფი ფინანსური კაპიტალი ერგებათ ხოლმე, ამის ამოწურვის შემდეგ კი კომპანია წმინდა ზარალზე აღმოჩნდება.

„მომხმარებლების საქმე არ არის იმის ცოდნა, თუ რა სურთ მათ“ – სტივ ჯობსს თუ დავუჯერებთ – ეს თქვენი საქმეა, რომ მიხვდეთ, რა სურთ მათ. ეცადეთ მოიზიდოთ ისინი. ყოველთვის არსებობდა კარგი იდეა, დაფინანსება და ჭკვიანი ხალხი, მაგრამ აქ მთავარი მაინც დროა. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს და ისწავლეთ სწორი დროის განსაზღვრა!

რუბრიკის წარმდგენია

Share this post