fbpx

Zilch ყველაზე სწრაფი ევროპული double unicorn გახდა

zilch double unicorn

Zilch ყველაზე სწრაფი ევროპული double unicorn გახდა

ლონდონში დაფუძნებულმა ფინტექ სტარტაპმა Zilch დაფინანსების Series C რაუნდში 95 მილიონი ევრო მოიზიდა და 1,7 მლრდ ევროს ღირებულებით double unicorn გახდა.

დაფინანსების რაუნდს Ventura Capital და Gauss Ventures უძღვებოდნენ.

აღფრთოვანებულები ვართ მიღწევით, მაგრამ ამასთანავე ვიაზრებთ, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი გუნდი მადლიერია ყოველდღიურად მილიონობით ადამიანის მომსახურების შესაძლებლობისთვის, – განაცხადა Zilch-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბელამანტმა.

სტარტაპისა და პროდუქტის შესახებ

Zilch მომხმარებელს ,,იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით’’ (BNPL) სერვისს სთავაზობს. სტარტაპი ღია ბანკინგის ტექნოლოგიას იყენებს და რეალურ დროში ადგენს მომხმარებლის ფინანსური შესაძლებლობის დონეს. საბოლოოდ კი, მსურველს იმ რაოდენობის სესხს უმტკიცებს, რამდენის გადახდასაც შეძლებს. ეს მიდგომა პრობლემური სესხების პრევენციის ერთერთი ზომაა.

აღსანიშნია ისიც, რომ სტარტაპი არის პირველი BNPL პროვაიდერი, რომელმაც სადებეტო ფუნქცია – Zilch Now – დაამატა. Zilch-ზე როგორც საკრედიტო, ასევე სადებეტო ტრანზაქციების განხორციელებაა შესაძლებელი. ეს კი მომხმარებლების მიერ პლატფორმის უფრო ხშირად გამოყენებას უწყობს ხელს.

კომპანიამ Series A რაუნდი 2020 წლის სექტემბერში დაიწყო და სულ რაღაც 14 თვეში ყველაზე სწრაფი ევროპული double unicorn გახდა. ეს ევროპულ სტარტაპებს შორის ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია. ამასთანავე აღსანიშნია, რომ Zilch-ის მომხმარებელთა ბაზამ 13 თვეში 1 მილიონს მიაღწია, ხოლო პლატფორმაზე ყოველთვიურად დარეგისტრირებულ ადამიანთა რაოდენობა 185 ათასს აჭარბებს.

Zilch-ის გუნდი მიმდინარე წელს 10-ჯერ გაიზარდა და 210 ადამიანისგან შედგება. ხოლო მისი ოფისები განლაგებულია ლონდონში, მაიამისა და კრაკოვში.

Zilch -ის სამომავლო გეგმები

ახალ დაფინანსებას Zilch აშშ-ის ბაზარზე შესასვლელად გამოიყენებს. კალიფორნიაში სესხის გაცემის ლიცენზია კომპანიამ 2021 წლის დასაწყისში უკვე მოიპოვა.

ამის გარდა, აშშ-ში დაფუძნებული საკრედიტო ფინტექ კომპანიის NepFin შეძენის შემდეგ, სტარტაპი გუნდის 150-ზე მეტი თანამშრომლით გაზრდას აპირებს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post