fbpx

Facebook-ს ახალი ფუნქციები დაემატა

Facebook-ს

Facebook-ს ახალი ფუნქციები დაემატა

Facebook-ს ახალი ფუნქციები – ჯგუფებში მაღაზიები, პროდუქტის რეკომენდაციები და შემქმნელებისთვის live შოპინგი დაემატა. უკანასკნელი, ჯერჯერობით სატესტო რეჟიმშია.

Facebook ჯგუფებში მაღაზიის ფუნქციონალი, ჯგუფის ადმინისტრატორებს საშუალებას აძლევს შექმნან თავიანთ Facebook გვერდთან ასოცირებული ონლაინმაღაზია. მათივე გადასაწყვეტია, როგორი იქნება ფინანსების მართვის ციკლი, რადგან თანხები პირდაპირ ადმინისტრატორებთან აკუმულირდება.

ტესტირების მიზნით, მოცემული ფუნქციონალი პირველად გვერდმა OctoNation გამოიყენა. მათ შემოსავალი თავისივე არაკომერციულ კომპანიაში გადაამისამართეს, რომელიც აუდიტორიას რვაფეხების შესახებ საგანმანათლებლო ინფორმაციას აწოდებს.

რა თქმა უნდა, ყველა Facebook ჯგუფის მიზანი ასეთივე ქველმოქმედებაზე ორიენტირებული არ არის. თუმცა, როგორც Meta-ის პროდუქტების მართვის ვიცეპრეზიდენტი, იულაი კვონ კიმი ამბობს, ჯგუფების ადმინისტრატორები თავიანთ საქმეს ძირითადად მოხალისეობრივად ასრულებენ. ხოლო მაღაზიის ფუნქციონალი მათ შესრულებული სამუშაოსთვის შემოსავლის მიღებაში დაეხმარება.

თანხა პირდაპირ ჯგუფის ადმინისტრატორთან ხვდება და ის წყვეტს, როგორ განკარგოს ფინანსები. ე შესანიშნავი გზაა ადამიანების მხარდაჭერისა და მათი ჯგუფების შენარჩუნებისთვის, – აღნიშნავს Meta-ის პროდუქტების მართვის ვიცეპრეზიდენტი, იულაი კვონ კიმი

Facebook-ს ჯგუფებში მაღაზიების დაემატა

Facebook-მა ჯგუფების მონეტიზაციის ფუნქციები (მათ შორის, მაღაზიები, პროდუქტის გამოწერისა და დაფინანსების მოძიების ინსტრუმენტები) Facebook Communities Summit-ზე მიმდინარე თვის დასაწყისში დააანონსა.

ასევე აღინიშნა, რომ მომხმარებლები სწორედ ჯგუფებში სვამენ კითხვებს ამა თუ იმ პროდუქტზე რეკომენდაციების მისაღებად. ამიტომაც, ამიერიდან, თუ ვინმე ჯგუფის მაღაზიაში არსებულ პროდუქტს მოიხსენიებს, ის პირდაპირ შეძლებს პროდუქტის თაგის გამოყენებას. ანალოგიური შესაძლებლობა არსებობს პოსტის კომენტარებშიც. ჯგუფში ყველაზე პოპულარული რეკომენდაციები კი მომხმარებლებს news feed-ში  გამოუჩნდებათ.

Live შოპინგის შესახებ

Facebook-ს წლებია აქვს live შოპინგის ფუნქცია. თუმცა, რადგან ბრენდებსა და კონტენტის შემქმნელებს შორის პარტნიორობა სულ უფრო ხშირია, აპლიკაციამ პროცესის გასამარტივებლად ახალი ფუნქციონალის სატესტო რეჟიმში გამოშვება გადაწყვიტა.

ამ დრომდე, ინფლუენსერები მიმდევრებს რომელიმე კომპანიის გვერდზე ამისამართებდნენ კონკრეტული პროდუქტის განხილვის სანახავად, ან პირიქით. ახლა კი შესაძლებელია ინფლუენსერისა და ბრენდის გვერდიდან პირდაპირი ჩართვის ერთდროულად განხორციელება.

ზემოაღნიშნული ფუნქციები Facebook-ის როგორც ვებ, ასევე მობილური აპლიკაციებისთვის (IOS-თვისაც და Android-თვისაც) უკვე 12 ნოემბრიდანაა ხელმისაწვდომი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post