fbpx

სტარტაპები, რომლებიც IPO-ზე გავიდნენ – DoorDash

Doordash-IPO

სტარტაპები, რომლებიც IPO-ზე გავიდნენ – DoorDash

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ DoorDash საჭმლის მიტანის სერვისის ფინურ კომპანიას Wolt  იყიდა.

ამ გზით, ის აფართოებს თავის პოზიციებს ევროპასა და სხვა ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციის გაცხადების შემდეგ, მისი აქციები 19%-ით გაიზარდა.

8,1 მილიარდდოლარიანი გარიგებით DoorDash 22 ქვეყნის ბაზარზე შევიდა. მათ შორის, გერმანიაში, შვედეთში, უნგრეთსა და ისრაელში. იაპონია ერთადერთი ბაზარია, რომელშიც DoorDash და Wolt ერთმანეთს ემთხვევა.

გაერთიანებული კომპანიები ჯამურად 700 მილიონ მომხმარებელს მიაღწევენ, –  აცხადებს DoorDash-ის აღმასრულებელი დირექტორი ტონი ქსუ.

შერწყმის პროცესის დასრულებისთანავე, კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მიკი კუსი DoorDash International-ს უხელმძღვანელებს. ეს, სავარაუდოდ, 2022 წლის პირველ ნახევარში მოხდება.

DoorDash-ის ისტორია

2012 წელს დაარსებულ კომპანიას ადრე Palo Alto Delivery ოდებოდა. სტარტაპს სულ 217 შეკვეთა ჰქონდა მიღებული, როდესაც 2013 წლის აპრილში მსოფლიოში საუკეთესო სტარტაპ აქსელერატორში – Y combinator-ში მოხვდა. 2015 წელს კი კომპანიამ სახელი შეიცვალა და DoorDash დაირქვა.

კომპანიამ $120,000-ის რაოდენობით Seed ინვესტიცია Y combinator-ისგან 7%-ის სანაცვლოდ აიღო. რამდენიმერაუნდიანი ინვესტიციის შემდეგ კი, წინა წელს IPO-ზეც გავიდა. ღესდღეობით, DoorDash ამერიკის საჭმლის მიტანის სერვისის ბაზრის დაახლოებით 57%-ს იკავებს.

კომპანიის შედეგები

კომპანიის განცხადებით, მათი შემოსავალი ივლის-სექტემბერში, შესაბამის პერიოდთან შედარებით, 45%-ით გაიზარდა და $1,26 მილიარდი შეადგინა. ხოლო DoorDash-ის მთლიანი შეკვეთების მოცულობა მესამე კვარტალში 44%-ით გაიზარდა და 10,4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

თუმცა, გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯების გამო, გაიზარდა კომპანიის წმინდა ზარალი და კვარტალში $101 მილიონი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში $43 მილიონი იყო. ზარალმა აქციებში 30 ცენტი შეადგინა.

აღსანიშნია ისიც, რომ კვარტლის ბოლოს მათ უკვე 9 მილიონი DashPass მომხმარებელი ჰყავთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდში 5 მილიონს შეადგენდა.

DoorDash-ის განცხადებით, მესამე კვარტალში კომპანიამ არარესტორნული პარტნიორების (Bed Bath & Beyond და Total Wine) დამატებითაც გაზარდა გაყიდვები. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ამ სახის სერვისებს მომხმარებლების უკვე 12% მოიხმარს, რაც ამ წლის პირველ კვარტალში 1%-ს შეადგენდა.


ონლაინ შეკვეთების ბიზნესში მასშტაბირება კომპანიის პირველი პრიორიტეტია, ამიტომ DoorDash-ის ზრდა და Wolt-ის შეძენა გრძელვადიან პერსპექტივაში კარგ სიახლედ უნდა ჩაითვალოს. ახლა კომპანიას მოუწევს დაამტკიცოს, რომ შეუძლია გარიგება მომგებიანი გახადოს.

თუ ამ სტატიის კითხვისას გააცნობიერეთ, რომ ცოტა ხნით ადრე Doordash-ის აქციების ყიდვა კარგ შემოსავალს მოგიტანდათ, შეიძლება იკითხოთ – რამდენად გვიანია მათი აქციების  ახლა ყიდვა. ფაქტია, რომ საჭმლის მიტანის სერვისის ბაზრის გლობალური ლიდერობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ყველაფერი წინაა. DoorDash და მისი კონკურენტები კი კიდევ არაერთ სიურპრიზს გვიმზადებენ.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post