fbpx

ანტრეპრენერებმა ესტონეთში პირველი კერძო კინოსაინვესტიციო ფონდი შექმნეს

კინოსაინვესტიციო ფონდი

ანტრეპრენერებმა ესტონეთში პირველი კერძო კინოსაინვესტიციო ფონდი შექმნეს

ესტონეთში დაფუძნებულმა ფილმების მწარმოებელმა და პროდიუსერულმა კომპანიამ Tallifornia ქვეყანაში პირველი კერძო კინოსაინვესტიციო ფონდი შექმნა. ის რამდენიმე ესტონელი ინვესტორის მონაწილეობით ფინანსდება.

სიახლის ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მინიმუმ 15 ესტონური და უცხოური კინოპროექტი დაფინანსდება. აღნიშნული ინიციატივა კომპანია Fortumo-ის დამფუძნებელს, ანტრეპრენერ რაინ რანუს ეკუთვნის.

ჩვენ ვაფინანსებთ ამბიციებს და კრეატიულად საინტერესო კინოპროექტებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი მიაღწიონ უფრო ფართო აუდიტორიას, ვიდრე მათი მშობლიური ქვეყანაა, – აღნიშნა რაინ რანუმ.

Tallifornia Film Fund საჯარო დაფინანსების, საგადასახადო კრედიტისა და ადგილობრივი კინოს დაფინანსების სქემებთან ერთად იფუნქციონირებს. ის ერთგვარი დამატებითი კაპიტალის კომპონენტი იქნება.

ფონდის პირველი სამი ინვესტიცია უკვე ცნობილია:

Sentinel – სამეცნიერო ფანტასტიკური ტრილერი. ფილმში მოქმედება ვითარდება ომის შედეგად განადგურებულ მომავალში. ოთხი ჯარისკაცი მართავს ოკეანეში მდებარე შორეულ სამხედრო ბაზას, რომელიც ორ საპირისპირებულ კონტინენტს ყოფს.

Invisible Fight – კუნგ-ფუ კომედია. ფილმში მოქმედება ვითარდება 1970-იანი წლების საბჭოთა კავშირის მართლმადიდებლურ მონასტერში.

Infinite Summer – ფილმი მოგვითხრობს სამი ახალგაზრდა ქალის მიერ ესტონეთში, სანაპიროზე გატარებულ ერთ კვირაზე. მათი დასვენება ტრანსჰუმანისტულ იდუმალ თავგადასავლად გადაიქცევა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post