fbpx

სტარტაპები, რომლებიც IPO-ზე გავიდნენ – Airbnb

airbnb-ipo

სტარტაპები, რომლებიც IPO-ზე გავიდნენ – Airbnb

არსებობს კომპანიები, რომელთა სახელების გაგების შემდეგაც მათი საქმიანობის განმარტება უბრალოდ არ გვჭირდება. მაგალითად Apple, Microsoft, Google და სხვა. სტარტაპ სამყაროში ერთ-ერთი ასეთი, გამორჩეულად წარმატებული სტარტაპია Airbnb (NASDAQ:ABNB). კომპანია ოპერირებს 220-ზე მეტ ქვეყანაში და 100,000-ზე მეტ ქალაქში. დახვეწილი პლატფორმა მოგზაურებს აძლევს ბინების მოკლე ვადით, იაფად ქირაობის საშუალებას. ხოლო ბინის მფლობელებს საკუთარი ბინის გაქირავებით, დამსვენებლებისა და ტურისტებისგან შემოსავლის მიღების შანსს.

კომპანიის ისტორია

რამდენადაც დიდებულად მიიჩნევა Airbnb-ს იდეა დღეს, იმდენად შეუძლებლად თვლიდნენ მის განხორციელებას 2007-ში. დამფუძნებლები, ბრაიან ჩესკი და ჯო გებია, თავად იყვნენ პირველი ჰოსთები. მათ იდეა სან ფრანცისკოში, დიზაინის კონფერენციის დროს გაუჩნდათ, როდესაც აღმოაჩინეს რომ დამსწრეებისთვის სასტუმროებში ადგილი აღარ იყო. მათ შექმნეს საიტი airbedandbreakfast.com და პირველი სტუმრები თავიანთ ბინაში მიიღეს. საიტმა იდეის ავტორებს ნათლად უჩვენა, რომ პორტალს დიდი პოტენციალი ჰქონდა.

2008 წლის ზამთრის მიწურულს, Airbnb მოხვდა Y Combinator-ში და მიიღეს $20,000 დაფინანსება.

2009 წელს Airbnb-მ თავისი ლეგენდარული pitch deck-ით ვენჩურული კაპიტალისტებისგან $600,000-ის მოზიდვა შეძლო. მათი პრეზენტაცია ბოლო ორი დეკადის ერთ-ერთ ყველაზე ლაკონურ და კარგად ჩამოყალიბებულ pitch deck-ად ითვლება.

როგორი უნდა იყოს სტარტაპის პრეზენტაცია (Pitch deck): სტრუქტურის მიმოხილვა

Pitch deck – პრეზენტაციაა, რომელიც აუდიტორიას (ძირითადად ინვესტორებს) შენი კომპანიის შესახებ ძირითად ინფორმაციას აწვდის. იდეალური Pitch deck-ის შექმნისთვის თემფლეითები ან ერთი კონკრეტული სტრუქტურის ცოდნა არ გამოგადგება, რადგან ყველა კომპანია განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.

ამჟამინდელი მდგომარეობა

2021 წლის მონაცემებით, საიტზე 5.6 მილიონზე მეტი აქტიური შეთავაზებაა, რომელიც მინიმუმ 100,000 ადგილს მოიცავს. 2021 წლის ნოემბერში, Airbnb-მა განაცხადა, რომ უკვე 1 მილიარდზე მეტი Guest დარჩა Airbnb-ით დაჯავშნილ ლოკაციაზე.

Airbnb ამბობს, რომ მისი ტრაფიკის 92% პირდაპირი, უფასო არხებით მოდის. 2019 წლის მონაცემებით კომპანიამ შემოსავლის 69% მომხმარებლების მიერ პლატფორმის ხელახალი გამოყენებით მიიღო. ეს კი ამტკიცებს ფაქტს, რომ Airbnb-ს შეუძლია ადამიანთა ქცევის შეცვლა. Fortune-მა აღნიშნა, რომ კომპანიის სახელი უკვე ზმნად გამოიყენება, ისევე როგორც ეს Google-ს შემთხვევაში მოხდა.

კომპანია თვლის, რომ პოტენციური ბაზრის ზომა (Total Adressable Market) $3.4 ტრილიონია. ეს მოიცავს $1.8 ტრილიონ მოკლევადიანი მოგზაურობით დაინტერესებულ მომხმარებლებს, $210 მილიონიან გრძელვადიანი მოგზაურობით დაინტერესებულ მომხმარებლებს და $1.4 ტრილიონიან, ე.წ „Experiences” – რაც გულისხმობს უნიკალურ ტურებს, კლასებს, სადილებსა და სხვა აქტივობებს, რომელთა დაჯავშნაც პლატფორმიდან შეგიძლიათ.

პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფერო ტურიზმია. შედეგად, 2020-ის მეორე კვარტალში Airbnb-ს შემოსავალი წინა წელთან შედარებით 67%-ით დაეცა. 2020 წლის აპრილში კომპანიამ ჯამურად $2 მილიარდიანი ვალი აიღო, 9% და 11.5% პროცენტიანი. ასევე, დირექტორების ხელფასები და მარკეტინგის ხარჯები შეამცირა.

წლის ბოლოს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. ამის გარდა, Airbnb-ის აქვს მუდმივი დიდი ხარჯი საძიებო სისტემებში მისი პოზიციების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად. 2020 წლის 9 დეკემბერს კომპანიის IPO-ს დროს Airbnb-ის შემოსავალი უდრიდა $3.5 მილიარდს.

2021 Q3 შედეგები

2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვარტლური მონაცემები გვეუბნება რომ ამ წლის Q3 კომპანიისთვის საუკეთესო იყო, აქამდე არსებულ კვარტლებს შორის. Airbnb-ის მიღებულმა კვარტლუმა შემოსავალმა $2.2 მილიარდს მიაღწია. ეს კი 70%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდის შედარებით და 36%-ით მეტია 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. 2021 წლის მესამე კვარტალი შემოსავლის გარდა, წმინდა მოგებითა გამოირჩეობა. კომპანიის წმინდა მოგებამ $834 მილიონს მიაღწია, რაც თითქმის 4-ჯერ მეტი მოგებაა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post