fbpx

ჯეკ დორსი Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ჯეკ დორსი

ჯეკ დორსი Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. მის ადგილს საბჭოს წევრი და ყოფილი მთავარი ტექნოლოგიის ოფიცერი (CTO) პარაგ აგრავალი დაიკავებს.

კომპანიის განცხადებით, დორსი საბჭოს წევრად ვადის ამოწურვამდე, 2022 წლის აუქციონერთა შეხვედრამდე დარჩება.

გადავწყვიტე Twitter დამეტოვებინა, რადგან მჯერა, რომ კომპანია მზად არის დამფუძნებლებისგან დამოუკიდებელი იყოს. ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, რთული იყო. თუმცა, მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ღრმა ნდობას ვუცხადებ პარაგის. ბოლო 10 წლის განმავლობაში მისი მუშაობა გარდამტეხი აღმოჩნდა. ახლა კი, მისი ლიდერობის დროც დადგა, – აღნიშნავს ჯეკ დორსი.

ჯეკ დორსი ერთადერთი ადამიანია, რომელიც $5 მილიარდზე მეტი საბაზრო ღირებულების ორი საჯარო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

პოსტის დატოვების შემდეგ, დორსი დარჩება მხოლოდ თავისი ციფრული გადახდების კომპანიის Square აღმასრულებელ დირექტორად. გამოქვეყნებულ განცხადებაში მას არ უხსენებია Square ან ინვესტორების ზეწოლა, რომ აერჩია ერთერთი კომპანიაში მუშაობა.

ცნობისთვის, საინვესტიციო ფირმამ Elliott Management გასულ წელს წამოიწყო კამპანია დორსის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post