fbpx

კრიპტო VC ფირმამ Paradigm $2,5 მლრდ ინვესტიცია გასცა

paradigm

კრიპტო VC ფირმამ Paradigm $2,5 მლრდ ინვესტიცია გასცა

კრიპტო VC ფირმამ Paradigm $2.5 მილიარდის ღირებულების დაფინანსება გასცა, რაც დღეისათვის ყველაზე დიდი კრიპტო ინვესტიციაა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ზაფხულში კომპანიამ Andreessen Horowitz $2.2 მილიარდის ინვესტიცია გასცა.

ახალი ინვესტიციის ზომა ასახავს იმ ფაქტს, რომ ტექნოლოგიის ყველაზე პერსპექტიული ნაწილი კრიპტოა, – წერენ ფირმის დამფუძნებლები ბლოგპოსტში.

ფირმის შესახებ

კრიპტო VC ფირმა Paradigm 2018 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები ფრედ ერსამი (Coinbase-ის თანადამფუძნებელი) და მეტ ჰუანგი (Sequoia Capital-ის ყოფილი პარტნიორი) არიან.

ფირმის ყველაზე გახმაურებული ინვესტიციები მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა FTX, Coinbase, BlockFi, Maker, Uniswap და Sky Mavis.

მათ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციით, Paradigm-ს დაახლოებით 30 თანამშრომელი ჰყავს. თვის დასაწყისში კი ფინანსური დირექტორის (CFO) თანამდებობაზე ფირმამ ნათან აფსელი აიყვანა. ის მანამდე ამავე პოზიციას 8VC-ში იკავებდა.


Paradigm-ს აქვს შეუდარებელი შესაძლებლობა ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიის დასაფინანსებლად და კრიპტოქსელში დასამკვიდრებლად.

სხვა მსხვილი VC ფირმებიც ნელ-ნელა ინტერესდებიან კრიპტობაზრით. თუმცა, სავარაუდოდ, Paradigm-ის მთავარი კონკურენტი Andreessen Horowitz იქნება.

აღნიშნულმა კომპანიამ მიმდინარე წელს ათობით გარიგება დადო, იმავე ინვესტიციები თვეების შემდეგ გააორმაგა კიდეც და ახალი კრიპტო unicorn-ების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post