fbpx

ყველაფერი საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პლატფორმის შესახებ

bog საინვესტიციო პლათფორმა

ყველაფერი საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პლატფორმის შესახებ

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ახალ საინვესტიციო პროდუქტს სთავაზობს. სიახლე მისი ჯგუფის შვილობილ კომპანია Galt & Taggart-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-თან პარტნიორობით ინერგება.

ამიერიდან, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა პირდაპირ მობილბანკიდან იქნება შესაძლებელი. „საქართველოს ბანკის ინვესტიციების“ საშუალებით, მომხმარებლები ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ვაჭრობას შეძლებენ, როგორებიცაა Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google, Coca-Cola და სხვები.

მოხარულები ვართ, რომ პლატფორმის საშუალებით, საქართველოს ბანკის მომხმარებლები შეძლებენ შეუერთდნენ მილიონობით ინვესტორს მსოფლიოში და აშშ-ის საფონდო ბირჟებზე პირდაპირ მობილბანკიდან დაიწყონ ინვესტირება. საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პროდუქტი სრულიად ცვლის ინვესტირების აქამდე არსებულ გამოცდილებას. მოდულის მეშვეობით, დღეს უკვე ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა საქართველოში, – აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

პროდუქტის შესახებ

საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმით მომხმარებლები სასურველი კომპანიების აქციების შეძენას საკუთარ მობაილბანკში შეძლებენ. ამისათვის მხოლოდ ღილაკზე ერთი დაჭერა და 1 აშშ დოლარიც საკმარისია. აღსანიშნია, რომ საინვესტიციო ანგარიშის გახსნა ონლაინრეჟიმშია შესაძლებელი.

პლატფორმის დამატებითი უპირატესობებია:

– საინვესტიციო პროდუქტების დიდი არჩევანი – მომხმარებელს წვდომა აქვს ათასობით კომპანიის აქციაზე, რომელიც ამერიკულ ბირჟებზე (NASDAQ, NYSE) ივაჭრება.

წილადობრივი ინვესტირებაშესაძლებელია საერთაშორისო კომპანიების აქციების მხოლოდ ნაწილის შეძენა და ინვესტირება 1 აშშ დოლარითაც კი.

– დაბალი ტარიფები

უსაფრთხოება მომხმარებლის ანგარიში დაზღვეულია $500,000-ამდე აშშ-ის ფასიანი ქაღალდების დაზღვევის კორპორაციის (SIPC)-ის მიერ.

ხელსაყრელი საგადასახადო პირობებიშეძენილ ფასიან ქაღალდებზე მიღებული კაპიტალური მოგება საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იბეგრება.


შენიშვნა: ინვესტირების ნებისმიერი სტრატეგია და ინვესტიციები ზარალის რისკს შეიცავენ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა. 

რუბრიკის წარმდგენია

Share this post