რა არის წილის განზავება?
წილის განზავება აღნიშნავს კომპანიის მიერ ახალი აქციების გამოცემის შედეგად, ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული რაოდენობის შემცირებას.
აქციების რაოდენობის ზრდის შემდეგ, არსებული აქციონერები კომპანიის უფრო მცირე (განზავებულ) პროცენტს ფლობენ, რაც მათ თითოეულ აქციას უკარგავს კომპანიის ფლობის წილსა და კომპანიის მართვის ძალაუფლებას.
ფინანსურად გაჭირვებული კომპანიები წილებს ხშირად აზავებენ, აღნიშნულ პროცესს კი უარყოფითი შედეგები მოსდევს. მიზეზი მარტივია – კომპანიის აუქციონერები მისი მფლობელები არიან და ნებისმიერი რამ, რაც ინვესტორის ფლობის დონის შემცირებას იწვევს, ასევე ამცირებს მისი აქტივების ღირებულებას.
განზავების რამდენიმე გავრცელებული გზა არსებობს:
მეორეული შეთავაზებები
რეალური მაგალითით რომ ავხსნათ, თუ კომპანიას ბაზარზე ხელმისაწვდომი 1000 საჯარო აქცია აქვს და დამატებით 1000 აქციას მეორად განთავსებას განახორციელებს, მიმოქცევაში ჯამში 2000 აქცია ექნება. პირველი 1000 აქციის მფლობელებს კი 50%-იანი განზავების საშიშროება დაემუქრებათ. ანუ, 100 აქციის მფლობელს ახლა კომპანიის არა 10%, არამედ მხოლოდ 5% აქვს.
როგორც წესი, მეორეული შეთავაზების შესახებ სიახლეებს აუქციონერები არ მიესალმებიან ხოლმე (განზავების გამო). თუმცა, მისი საშუალებით, კომპანიამ შეიძლება რესტრუქტურიზაციისთვის, დავალიანების დაფარვისთვის ან კვლევასა და განვითარებაში ინვესტირებისთვის საჭირო კაპიტალი მოიპოვოს.
აქცე უნდა აღინიშნოს რომ წილის განზავება არ გულისხმობს იმას, რომ აქციონერების აქციების ფასში შემცირდება. განზავებით მცირცება მხოლოდ კომპანიის ფლობის წილი.
საბოლოო ჯამში, მეორეული შეთავაზებით კაპიტალის შეძენა შესაძლოა ინვესტორისთვის დადებითიც იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია უფრო მომგებიანი გახდება და მისი აქციების ფასი გაიზრდება.
ოფციონის აღსრულება
აღსრულების დროს, გარკვეული დერივატივები გარდაიქმნება აქციებად, რომლებიც კომპანიის მიერ თანამშრომლებზეა გაცემული. თანამშრომელთა აქციების საკუთრება (ESO) ხშირად მინიჭებულია ნაღდი ფულის ან სააქციო ბონუსების მაგივრად.
ოფციონის ხელშეკრულების აღსრულებისას, ოფციონები კონვერტირდება აქციებად. შემდეგ კი თანამშრომელს შეუძლია ის ბაზარზე გაყიდოს, შესაბამისად, კომპანიის აქციების რაოდენობა განაზავოს.
კონვერტირებადი ვალი და კონვერტირებადი კაპიტალი
კონვერტირებადი ვალის გაცემისას, კომპანია და მსესხებელი დებენ შეთანხმებას, რომლის თანახმად, მთლიანი სესხი (ან წილი) გადაიხდება მისი ჩვეულებრივი აქციების გარკვეულ რაოდენობაში კონვერტაციის გზით. სხვა ფასიანი ქაღალდების აქციებად გადაქცევა მიმდინარე აქციონერთა ფლობის წილს განაზავებს.
ხშირ შემთხვევაში, კონვერტირებადი ვალი ჩვეულებრივ აქციებად გარკვეული პრივილეგირებული კონვერსიის კოეფიციენტით გარდაიქმნება. მაგალითად, ყოველი $1000-ის ღირებულების კონვერტირებადი ვალი შეიძლება 100 ჩვეულებრივ აქციად კონვერტირდეს.
კონვერტირებად კაპიტალს ხშირად კონვერტირებად პრივილეგირებულ აქციებს უწოდებენ. ის გადაიცვლება ჩვეულებრივ აქციებში პრივილეგირებული კოეფიციენტით.
მაგალითად, თითოეული კონვერტირებადი პრივილეგირებული აქცია შეიძლება გარდაიქმნას 10 ჩვეულებრივ აქციად, რითაც არსებული აქციონერების ფლობის წილი მცირდება.