fbpx

10 დეკემბერს ღონისძიება ,,სტარტაპების დაფინანსება“ გაიმართება

სტარტაპების დაფინანსება

10 დეკემბერს ღონისძიება ,,სტარტაპების დაფინანსება“ გაიმართება

სპარკისა და კომპანია ინვესტოს თანამშრომლობით ონლაინღონისძიება სტარტაპების დაფინანსება (Startup fundraising) 10 დეკემბერს გაიმართება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება დაფინანსების სხვადასხვა ასპექტებზე, ფორმებსა და რეკომენდაციებზე რესურსების მოძიებისთვის.


სპარკი არის ბიზნესაქსელერატორი, რომელიც ბიზნესებს იდეების განხორციელებაში ეხმარება. ხოლო ინვესტო პირველი სტარტაპებზე ორიენტირებული საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მათ სხვადასხვა მიმართულებით უწევს დახმარებას. მათ შორის, საინვესტიციო ღირებულების შეფასებაში, ინვესტორებთან წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და დაფინანსების მოპოვებაში.

მიმდინარე მონაცემებით, ინვესტოს პორტფელში 110-ზე მეტი სტარტაპია, რომელთაც კომპანიამ $8,000,000-ზე მეტი ღირებულების ინვესტიცია მოაზიდვინა. სწორედ აღნიშნულ საკითხს შეეხება ინვესტოს დამფუძნებელი დავით ჩიხლაძე. ის ისაუბრებს იმაზე, თუ რა არის საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post