LiveKit-მა 7 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
კომპანია LiveKit-მა 7 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. დაფინანსების Seed რაუნდს Redpoint Ventures და ინდივიდუალური ინვესტორები, მათ შორის ჯასტინ კანი, რობინ ჩანი და ელად გილი უძღვებოდნენ.
კომპანიისა და პროდუქტის შესახებ
პანდემიის დაწყების შემდეგ, ჩვენი ურთიერთობების უმეტესმა ნაწილმა ინტერნეტში გადაინაცვლა. კოლეგიალური საუბრები და ურთიერთობები კი გაქრა. რასელ დისეის სურდა შეექმნა ბაზარზე ახლადგამოჩენილი Clubhouse-ის მსგავსი პროდუქტი საკუთარი თანამშრომლებისთვის და სწორედ აქედან გაუჩნდა LiveKit-ის შექმნის იდეაც.
LiveKit წარმოადგენს Open Source უფასო WebRTC (Web Real-Time Communication) ინფრასტრუქტურა აპლიკაციებში რეალურ დროში აუდიო და ვიდეო გამოცდილების შესაქმნელად. კომპანია დევიდ ჟაომ და რასელ დისეიმ დააფუძნეს და 2021 წლის ივლისში ჩაუშვეს.
მეტავერსის საბოლოო ფორმის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება MMO, რომელზე წვდომასაც ერთი კომპანია აკონტროლებს. ის ადრეულ ვებს უნდა ჰგავდეს, რომელიც ღია და დეცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურაზეა აგებული. სწორედ ამის შექმნას ვცდილობთ LiveKit-ში, – აცხადებს რასელ დისეი.
სულ რაღაც რამდენიმე თვის შექმნილი კომპანია GitHub-ზე ტრენდებში მოხვდა და თითქმის 2000 ვარსკვლავამდეც მოიპოვა. ხოლო მისი საწყისი 3-კაციანი გუნდი ახლა უკვე 15 ადამიანამდეა გაზრდილი.
სამომავლო გეგმები
კომპანიას ამჟამად არ აქვს შემოსავალი, თუმცა გამომუშავებას დაიწყებს მას შემდეგ, რაც ახალი ინსტრუმენტები გახდება ხელმისაწვდომი. მათ შორის იქნება ანალიტიკა, ტელემეტრია, სპამისა და არასათანადო/სასტიკი მოპყრობის მონიტორინგი, ტრანსკრიფცია, თარგმანი და სხვები.
ამის შემდეგ, LiveKit-ის გუნდი ტექნოლოგიის განვითარებაზე ფოკუსირდება, რათა ინსტრუმენტები დეველოპერებისთვისუფრო მეტად საიმედო, მოქნილი და ხელმისაწვდომი გახდეს.
მეტავერსი საბოლოოდ ყველა ადამიანს მოიცავს დედამიწაზე. ამჟამად, LiveKit-ის ერთი შეკრება ათასობით მონაწილეზეა გათვლილი და მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციების უმეტესობისთვის ეს საკმარისია, დეველოპერების ფანტაზიას მაინც ზღუდავს. ჩვენი პლატფორმის შემდეგი ვერსია იქნება metaverse-scale, რომელსაც მილიონობით ადამიანის მონაწილეობით შეეძლება ღონისძიებების მხარდაჭერა, – აღნიშნავს რასელ დისეი.