fbpx

2021 წლის 15 წარმატებული სტარტაპ exit სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში

startup exit

2021 წლის 15 წარმატებული სტარტაპ exit სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში

სტარტაპების დამფუძნებლების უმეტესობა ისეთი ღირებულების კომპანიის შექმნაზე ოცნებობს, რომელიც ბაზარზე პოპულარობას მოიპოვებს, ინვესტორებისგან მხარდაჭერას მიიღებს და ბოლოს წარმატებული exit ექნება.

საერთო ჯამში, 2021 კარგი წელი იყო ტექინოვაციების ეკოსისტემისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მიმდინარე წელს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედმა 20-ამდე სტარტაპმა წარმატებული exit განახორციელა.

2021 წელს არსებული exit ტენდენციები მოკლედ რომ შევაჯამოთ:

– გარიგებების უმეტესობა შედგა დაფინანსების A სერიამდე, სტარტაპის მომავალი ზრდის მხარდასაჭერად; აღსანიშნავია გამონაკლისები UiPath, Cleanshelf, Green Horse Games, Charlie Finance და Clippings.

– მესამე კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მეტი exit 2021 წლის მეორე კვარტალში განხორციელდა.


ახლა კი გთავაზობთ 2021 წელს განხორციელებულ 15 წარმატებულ სტარტაპ exit-ს თანამიმდევრულად.

 

სტარტაპი: MorphL.

საქმიანობის სფერო: ხელოვნური ინტელექტი (AI), მონაცემთა მეცნიერება (Data Science), ელექტრონული კომერცია.

ქვეყანა: რუმინეთი.

Exit-ის თარიღი: 26 იანვარი.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: pre-seed.

გარიგება:  MorphL არის AI პლატფორმა, რომელიც ელექტრონული კომერციის კომპანიებს მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციაში ეხმარება. ალგორითმების გამოყენებით, ის მომხმარებლის ქცევას პროგნოზირებს. MorphL-ის ინტეგრირება ციფრულ პროდუქტში ერთი API-ით არის შესაძლებელი. აღსანიშნია, რომ სტარტაპს დაფინანსება Google Digital News Initiative-ისგან აქვს მიღებული.

წლის დასაწყისში კომპანია შეიძინა კანადურმა წამყვანმა search-as-a-service კომპანიამ Algolia, რომელიც თავისი AI შესაძლებლობების გაზრდას ისახავდა მიზნად. MorphL იქნება ერთგვარი AI ჰაბი რუმინეთში და თანდათან Algolia-ს შეთავაზებების ნაწილად იქცევა.

 

სტარტაპი: Green Horse Games.

საქმიანობის სფერო: გეიმინგი .

ქვეყანა: რუმინეთი.

Exit-ის თარიღი: 23 თებერვალი.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: Series A.

გარიგება:  გეიმინგ სტუდია Green Horse Games ცნობილია თავისი პოპულარული თამაშით Football Rivals. გასულ წელს სტარტაპმა დაახლოებით 4 მილიონი ევროს შემოსავალი გამოიმუშავა და სტაბილური ზრდის გზაზე იდგა.

Green Horse Games-მა გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას Tentcent-ის (თამაშების უდიდესი გამომცემელი მსოფლიოში) შვილობილი კომპანია Miniclip დაუკავშირდა. სტარტაპი გააგრძელებს ოპერირებას დამოუკიდებლად, Miniclip-ის მხარდაჭერით.

 

სტარტაპი: Cleanshelf.

საქმიანობის სფერო: საწარმოს SaaS მენეჯმენტი.

ქვეყნები: აშშ და სლოვენია.

Exit-ის თარიღი: 24 მარტი.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: Series A.

გარიგება:  Cleanshelf სლოვენიელმა დუშან ომერჩევიჩმა 2017 წელს დააარსა. სტარტაპმა მალევე ისეთი ინვესტორების ყურადღება მიიპყრო, როგორებიცაა LAUNCHub Ventures და Dawn Capital, რამაც 2020 წელს $8 მილიონის ღირებულების რაუნდამდე მიიყვანა.

სულ ახლახან, კომპანია შეიძინა გერმანულმა საწარმოს არქიტექტურულმა ფირმამ LeanIX. გარიგების შემდეგ, Cleanshelf შეავსებს მისი მშობელი კომპანიის სერვისებს კონკურენტული უპირატესობის შეთავაზებით.

 

სტარტაპი: Shift Conference.

საქმიანობის სფერო:: ღონისძიებების ორგანიზება.

ქვეყანა: ხორვატია.

Exit-ის თარიღი: 12 აპრილი.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: უცნობია.

გარიგება: Shift-ს ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს AI, ფინტექ და დეველოპერების კონფერენციების ორგანიზებაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

სტარტაპის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ივან ბურაზინი ეხმარებოდა Infobip-ს (unicorn ხორვატიიდან), როდესაც მან იხუმრა Shift-ის მათთვის მიყიდვის შესახებ. ხუმრობა შემოთავაზებად გადაიქცა და Infobip-მა Shift Conference შეიძინა. გარიგება Shift-ს გლობალურად გაფართოებაში დაეხმარება.

 

სტარტაპი: FITE.

საქმიანობის სფერო: სპორტული სტრიმინგის პლატფორმა, მედია.

ქვეყანა: ბულგარეთი.

Exit-ის თარიღი: 14 აპრილი.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: Seed.

გარიგება: FITE შეიქმნა როგორც ბულგარული Flipps Media-ის პროექტი 2016 წელს. სწრაფმა ზრდამ ის მიმზიდველი გახადა ისეთი ინვესტორებისთვის, როგორებიცაა LAUNCHub Ventures, BrightCap Ventures, Earlybird Digital East და Tim Draper. აღსანიშნია, რომ მას 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა და მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან აპლიკაციად იქცა.

ამ წარმატებამ განაპირობა ინტერესი და შემდეგ უკვე მისი შესყიდვა TrillerNet-ის მიერ. FITE TV დამოუკიდებელ აპლიკაციად დარჩა, რომელიც TillerNet-ის გრძელფორმატიან კონტენტში გაფართოების მხარდასაჭერად გამოიყენება.

 

სტარტაპი: Grouper.

საქმიანობის სფერო: ელექტრონული კომერცია.

ქვეყანა: ჩრდილოეთ მაკედონია.

Exit-ის თარიღი: 10 მაისი.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: უცნობია.

გარიგება: Grouper ჩრდ. მაკედონიის ფინანსთა ყოფილი მინისტრმა და ელ. კომერციის ასოციაციის დამფუძნებელმა, ნინა ანგელოვსკამ და სერიულმა ანტრეპრენერმა მარტინ კიტანოვსკიმ დააფუძნეს. ჯერ კიდევ 2011 წელს ის ადგილობრივი ელექტრონული კომერციის ერთერთი პიონერი იყო. მრავალფეროვანი არჩევანის მქონე პლატფორმას 270 000 ადგილობრივი მომხმარებელი ჰყავდა.

2021 წლის მაისში სტარტაპი შეუერთდა Payten-ის საერთაშორისო ელექტრონული კომერციის გადაწყვეტილებების პორტფელს. უკანასკნელი არის პოლონური კომპანია, რომელიც გადახდების ინდუსტრიაში ოპერირებს.

 

სტარტაპი: Moosend.

საქმიანობის სფერო: SaaS, მარკეტინგის ავტომატიზაცია.

ქვეყნები: საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო.

Exit-ის თარიღი: 26 მაისი.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: უცნობია.

გარიგება: Moosend პანოს მელისაროპულოსმა და იანის პსარასმა 2011 წელს დააარსეს. მისი გადაწყვეტა, AI-ის გამოყენებით, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის ავტომატიზაცია და კამპანიის მენეჯმენტია.

Moosend შეიძინა აშშ-ში დაფუძნებულმა კომპანიამ Sitecore, რომელიც გლობალური ლიდერია ციფრული გამოცდილების მართვის Software-ში. გარიგების შემდეგ Moosend-ის მენეჯმენტის გუნდი Sitecore-ს შეუერთდება. ამის გარდა, უკანასკნელი ათენში ტექჰაბს გახსნის, რომელშიც 150 პროგრამისტისა და ინჟინრის დაქირავებას გეგმავს.

 

სტარტაპი: Nordeus

საქმიანობის სფერო: გეიმინგი

ქვეყანა: სერბეთი

Exit-ის თარიღი: 3 ივნისი.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: უცნობია.

გარიგება: სტარტაპი 2010 წელს დაარსდა და მყისიერი წარმატება მოიპოვა – ის სერბეთის გეიმინგ სექტორში ერთერთი უდიდეს კომპანიად იქცა. აღსანიშნია, რომ Nordeus-ის ფლაგმანი პროდუქტი Top Eleven ყველაზე წარმატებულ მობილურ ფეხბურთის თამაშად აღიარა AppAnnie-მ.

Nordeus შეიძინა Take-Two Interactive Software-მა მობილური ბიზნესის გაფართოვების მიზნით. აღნიშნული ამერიკული კომპანია არის დეველოპერი, გამომცემელი და მარკეტერი ინტერაქციული გართობის სფეროში.

 

სტარტაპი: Fenix.eco

საქმიანობის სფერო: საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა, წრიული ეკონომიკა

ქვეყანა: რუმინეთი

Exit-ის თარიღი: 4 ივნისი

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: უცნობია

გარიგება: fenix.eco სერიულმა ანტრეპრენერმა და ენჯელ ინვესტორმა გრიგუარ ვიგრუმ და Amazon-ის ყოფილმა მენეჯერმა ადრიენ არნუმ 2020 წელს დააარსეს. სტარტაპის მიზანი შეკეთებული, გარანტიით დაცული და ახალივით ფუნქციონირებადი სმარტფონების გაყიდვა იყო.

კომპანიამ ევროპული ბაზრის ერთერთი მთავარი მოთამაშის, Recommerce-ის ყურადღება მიიპყრო. შეძენის შემდეგ, Recommerce-ს სურს კიდევ უფრო გამოიყენოს აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის პოტენციალი.

 

 

სტარტაპი: Keez.

საქმიანობის სფერო: ბუღალტერია, ინვოისირება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

ქვეყანა: რუმინეთი.

Exit-ის თარიღი: 23 ივნისი.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: უცნობია.

გარიგება: სტარტაპი 2018 წელს დანიელ მატეესკუმ დააარსა. Keez იყენებს მანქანურ სწავლებას მცირე ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვისა და ონლაინ მართვის სერვისებით აღჭურვისთვის.

ბოლო სამი წლის განმავლობაში მისმა ზრდამ ნორვეგიული კომპანიის Visma  ყურადღება მიიპყრო. აღსანიშნია, რომ უკანასკნელს საკმაოდ შთამბეჭდავი პორტფელი აქვს, 150-ზე მეტი შენაძენით. გარიგების შემდეგ Keez შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას და Visma-ის დახმარებით უფრო გაფართოვდება.

 

სტარტაპი: Remix.

საქმიანობის სფერო: მეორეული მოდა, ელექტრონული კომერცია.

ქვეყანა: ბულგარეთი.

Exit-ის თარიღი: 27 ივლისი.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: ვენჩურული – სერია უცნობია.

გარიგება: Remix ბულგარეთში, 2012 წელს დაარსდა. მომდევნო წლებში ის სწრაფად გახდა ერთერთი უდიდესი მეორეული მოდის ონლაინ ელ. კომერციის პლატფორმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. Remix-მა მალე საბერძნეთში, რუმინეთსა და პოლონეთში მაღაზიებიც გახსნა.

აშშ-ში დაფუძნებული thredUP-ისთვის Remix-ის 24 მილიონ ევროდ შეძენა შესანიშნავი შესაძლებლობა იყო თავისი Resale-as-a-Service-ის ქვეყნის გარეთ გასაფართოვებლად. გარიგების შემდეგ, thredUp ინვესტიციას ჩადებს Remix-ის ინფრასტრუქტურაში, პროდუქტის განვითარებასა და მარკეტინგულ სტრატეგიაში.

 

სტარტაპი: Charlie Finance.

საქმიანობის სფერო: AI, ფინტექი.

ქვეყანა: ბულგარეთი და აშშ.

Exit-ის თარიღი: 19 აგვისტო.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: Series A.

გარიგება: Charlie ორმა ბულგარელმა ანტრეპრენერმა 2016 წელს დააარსა. მისი გადაწყვეტა არის AI ტექსტური შეტყობინებების აპლიკაცია, ხოლო სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდები, რომელთაც პირადი ფინანსების გაუმჯობესება სურთ. პროდუქტი მათ ფულის დაზოგვასა და ვალების თავიდან არიდებაში ეხმარება.

ბაზარზე ჩაშვების დღიდან Charlie-მ $9 მილიონზე მეტი მოიზიდა, მათ შორის ისეთი ინვესტორებისგან, როგორიცაა LAUNCHub Ventures და Sequoia Capital-ის პარტნიორი ბოგომილ ბალკანსკი.

სტარტაპზე 500 ათასზე მეტი რეგისტრაცია იყო განხორციელებული, როდესაც ის  Chime-მა შეიძინა. უკანასკნელი არის აშშ-ში დაფუძნებული სწრაფად მზარდი ფინტექ კომპანია, რომელმაც ახლახან დაფინანსების G სერიაში $750 მილიონი მოიზიდა.

 

სტარტაპი: Molo.

საქმიანობის სფერო: საზღვაო მენეჯმენტის პროგრამული უზრუნველყოფა.

ქვეყანა: სერბეთი.

Exit-ის თარიღი: 26 აგვისტო.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: ვენჩურული – სერია უცნობია.

გარიგება: Molo როდოლუბ სტოილიკოვიჩმა და ლუკას იზოლამ დააფუძნეს. მისი დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი მიზანი კი საზღვაო ბიზნესის დახმარებაა კლიენტებთან და ნავებთან უკეთ გამკლავებისთვის. სტარტაპმა დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან მოიზიდა, მათ შორის იყო South Central Ventures.

Molo შეიძინა ტეხასში დაფუძნებულმა კომპანიამ Storable, რომელიც self-storage software და ტექნიკური პროვაიდერია. გარიგების შემდეგ, Molo-ის გუნდი შეძლებს Storable მოდელის გამოყენებას საზღვაო ინდუსტრიისთვის არსებული პროდუქტების შემდგომი განვითარებისთვის.

 

სტარტაპი: Metrilo.

საქმიანობის სფერო: SaaS, მარკეტინგისა და გაყიდვების ანალიტიკის პლატფორმა, ელექტრონული კომერცია.

ქვეყანა: ბულგარეთი.

Exit-ის თარიღი: 21 სექტემბერი.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: Seed.

გარიგება: Metrilo მური ივანოვმა და პიტერ ილიევმა დააფუძნეს. სტარტაპმა დაფინანსების განვლილ რაუნდებში ჯამურად $1.1 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა და 1000 მომხმარებელს მიაღწია.

კომპანია შეიძინა Sendinblue-მა, $47 მილიონიანი გარიგებით, რომელიც დამატებით ორ ელკომერციის მარკეტინგულ კომპანიას, Chatra-სა და PushOwl-ს მოიცავდა. გარიგების შემდეგ, Metrilo-ის გუნდი დამოუკიდებლად მუშაობას გააგრძელებს, ხოლო Sendinblue მისი ტექნოლოგიის ინკორპორაციას დაიწყებს.

 

სტარტაპი: Lummetry.AI

საქმიანობის სფერო: AI, მონაცემთა მეცნიერება.

ქვეყანა: რუმინეთი.

Exit-ის თარიღი: 23 სექტემბერი.

დაფინანსების ეტაპი exit-ამდე: უცნობია.

გარიგება: Lummetry.AI ქმნის AI “ძრავებს”, რომლებიც შეიძლება ინტეგრირებული იყოს კლიენტების უსაფრთხოებისა და მონიტორინგის არსებულ ინფრასტრუქტურაში და IT ინსტრუმენტებში.

Lummetry.AI იყო Knowledge Investment Group-ის ნაწილი. უკანასკნელი კომპანია ანდრეი დამიანმა 2007 წელს ჩამოაყალიბა. აღსანიშნია, რომ 2015 წელს მისი სამუშაო კურსი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებიდან მონაცემთა მეცნიერებამდე შეცვალა. ცვლილებამ შემოსავლების ზრდა და დაინტერესება გამოიწვია, საბოლოოდ კი Lummetry.AI ფიზიკური უსაფრთხოების ინდუსტრიის Software დეველოპერულმა კომპანიამ GTS Global Intelligence შეიძინა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post