fbpx

რა უნდა ვიცოდეთ Crowdfunding-ის შესახებ?

crowdfunding

რა უნდა ვიცოდეთ Crowdfunding-ის შესახებ?

ქრაუდფანდინგი ინვესტიციის ის ტიპია, რომელიც რთულად თუ აღიქმება ინვესტიციად. რეალურად, ეს არის დიდი რაოდენობის ფიზიკური პირებისგან მიღებული კაპიტალი დამწყები ბიზნესის დასაფინანსებლად. იგი იყენებს ადამიანთა ფართო ქსელებს სოციალური მედიისა და crowdfunding ვებსაიტების მეშვეობით, რათა დააკავშიროს ინვესტორები და მეწარმეები.

როგორ მუშაობს ქრაუდფანდინგი?

უმეტეს იურისდიქციებში, შეზღუდვები ვრცელდება იმაზე, თუ ვის შეუძლია დააფინანსოს ახალი ბიზნესი და რა რაოდენობის წვლილის შეტანის უფლება აქვს მას. ეს კი იმიტომ ხდება, რომ არც თუ ისე მდიდარ ადამიანებს არ მოუწიოთ ბევრი ფულის ჩადება ან თავიანთი დანაზოგების რისკის ქვეშ დაყენება. სწორედ იმიტომ, რომ უამრავი დამწყები ბიზნესი მარცხდება, მათი ინვესტორები თავიანთი ძირითადი თანხის დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგანან.

ქრაუდფანდინგმა მეწარმეებს საშუალება მისცა, ასობით ათასი ან მილიონობით დოლარი შეაგროვონ ყველასგან, ვისაც ფული აქვს ინვესტირებისთვის. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს ფორუმს ყველასთვის, ვისაც აქვს იდეა და მზადაა ის პოტენციური ინვესტორების წინაშე გაიტანოს. თავის მხრივ კი, ინვესტორებს შეუძლიათ აირჩიონ ასობით პროექტი და ინვესტიცია განახორციელონ სულ მცირე 10$-მდე.

Crowdfunding-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დამწყები კომპანიისა თუ ინდივიდისთვის ქრაუდფანდინგის ყველაზე აშკარა უპირატესობა არის მისი შესაძლებლობა, უზრუნველყოს წვდომა ინვესტორთა/მხარდამჭერთა უფრო დიდ და მრავალფეროვან ჯგუფთან. სოციალური მედიის ყოვლისმომცველობით, ქრაუდფანდინგის პლატფორმები შესანიშნავი გზაა ბიზნესისთვის და ინდივიდებისთვის, რომ გაზარდონ თავიანთი აუდიტორია და მიიღონ საჭირო დაფინანსება.

გარდა ამისა, ბევრი ქრაუდფანდგინგ პროექტი დაფუძნებულია ჯილდოებზე; ინვესტორებს შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა ახალი პროდუქტის გამოშვებაში ან მიიღონ საჩუქარი ინვესტიციისთვის. მაგალითად, ბეკონის ცხიმისგან დამზადებული ახალი საპნის მწარმოებელს შეუძლია თითოეულ ინვესტორს უფასოდ გაუგზავნოს ეს პროდუქტი. ვიდეო თამაშები არის პოპულარული ქრაუდფანდინგ ინვესტიცია გეიმერებისთვის, რომლებიც ხშირად იღებენ თამაშის წინასწარ ასლებს ჯილდოდ.

კაპიტალზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგი დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ის საშუალებას აძლევს სტარტაპ კომპანიებს, შეაგროვონ ფული ვენჩურული კაპიტალის მქონე ინვესტორებისგან სტარტაპზე კონტროლის დათმობის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, ის ასევე სთავაზობს ინვესტორებს შესაძლებლობას, მოიპოვონ სააქციო პოზიცია საწარმოში. შეერთებულ შტატებში ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC) არეგულირებს კაპიტალზე დაფუძნებულ ქრაუდფანდინგს.

ქრაუდფანდინგის პოტენციური უარყოფითი მხარეები მოიცავს საკომისიოებს, რომლებიც დაკავშირებულია crowdfunding-ის საიტთან. გარდა ამისა, ზოგიერთ პლატფორმაზე თუკი ვერ მიაღწევთ დასახულ მიზანს – მითითებულ თანხას, მანამდე მიღებული ყველა თანხა გეკარგებათ და ისინი ინვესტორებთან ბრუნდება.

ფულადი სახსრების მოზიდვის ეს დემოკრატიული გზა პოპულარული აღმოჩნდა ბიზნესში მრავალფეროვანი კუთხით და ის მრავალნაირად შეიძლება გამოიყენონ ადამიანებმა, მაგალითად:

  • ჩადონ კაპიტალი ბიზნესში
  • ისესხონ ფული ბიზნესისთვის
  • შეაგროვონ თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის და ა.შ

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრაუდფანდინგმა შეცვალა ფონდების მოზიდვის ტრადიციული ლანდშაფტი და გაამარტივა ერთი მთავარი რამ – კომუნიკაცია მათ შორის, ვისაც შეუძლია, გასცეს კაპიტალი და ვისაც ნამდვილად სჭირდება ის. 2019 წელს, ფიზიკური პირების მიერ გაცემული თანხები გაიზარდა 4,7%-ით და ჯამში 309,66 მილიარდი დოლარი შეადგინა, რამაც გადააჭარბა როგორც კორპორაციებს, ასევე – ფონდებს.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post