fbpx

Bolt- მა 628 მილიონი ევროს ინვესტიცია მოიზიდა

mvp.ge-bolt

Bolt- მა 628 მილიონი ევროს ინვესტიცია მოიზიდა

სტარტაპმა Bolt 628 მილიონი ევროს ინვესტიცია მოიზიდა, რამაც კომპანიის ღირებულება 7,4 მილიარდ ევრომდე გაზარდა. დაფინანსების რაუნდს Sequoia Capital და Fidelity Management უძღვებოდნენ. მასში ასევე მონაწილეობდნენ Whale Rock, Owl Rock Blue Owl-ის განყოფილება), D1, G Squared, Tekne, Ghisallo და სხვა მხარდამჭერები.

სტარტაპი ინვესტიციას სერვისების მიწოდების ახალ რეგიონებში გაფართოებისთვის, ასევე მეტი მომხმარებლისა და პარტნიორის მოზიდვისთვის გამოიყენებს.

აღსანიშნია, რომ სულ რაღაც 4 თვის წინ, დაფინანსების E სერიაში Bolt-მა 600 მილიონი ევროს ინვესტიცია მოიპოვა. მაშინ, კომპანიის ღირებულება 4 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

კომპანიის ამგვარი ზრდა საყურადღებოა იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომელთაც პანდემიის ფონზე მისი ზოგიერთი კონკურენტი აწყდებოდა. მათ შორის, ერთ-ერთი პრობლემა მძღოლების დეფიციტი იყო. Bolt-ის დამფუძნებლის, მარკუს ვილიგის თქმით, სტარტაპმა ამ პერიოდში მთავარი აქცენტი მძღოლების მოზიდვასა და მათ შენარჩუნებაზე გააკეთა. აღნიშნულში უკეთესი საკომისიო ანაზღაურება იგულისხმება, რაც ვილიგის თანახმად, კონკურენტებთან შედარებით, 10-20%-ით მაღალია. ამ მიდგომამ კარგი შედეგი გამოიღო და Bolt-ის თვიური შემოსავალი პრეკოვიდ პერიოდამდე ორჯერ დაიზარდა.

,,ამავდროულად, Bolt-ის დივერსიფიკაციული მიდგომა – მანქანებიდან სკუტერებსა და კურიერებზე, ახლა კი საკვების მიწოდების სერვისზე გადასვლა – ჩვენი მასშტაბირების სტრატეგიის ნაწილია. ერთი აპლიკაციის ფარგლებში მრავალი სერვისის შეთავაზება სტარტაპს ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და ჯვარედინ გაყიდვაში ეხმარება. ამის გარდა, ამ ყველაფერს არსებითად ნულოვანი მარკეტინგული დანახარჯით ვაკეთებთ’’, – აღნიშნავს ვილინგი.

მისი თქმით, Bolt-ის კონკურენტების უმეტესობა, როგორც წესი, თითოეული აპლიკაციაში მხოლოდ ერთ საკითხზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, სტარტაპისთვის უფრო ადვილი და ნაკლებად ძვირია სერვისების ერთმანეთისგან შექმნა.

ცნობისთვის, Bolt 2013 წელს ტალინში დაარსდა როგორც Taxify. კომპანიას დღეისთვის 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს (წინა რაუნდთან შედარებით, 25 მილიონით მეტი) 45 ქვეყნისა და 400-ზე მეტი ქალაქის მასშტაბით.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post